bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 49
Genesis 49
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 48
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 50 →
1
და მოუხმო იაკობმა თავის ძეთ, და უთხრა: „შეიკრიბეთ და გაუწყებთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.
2
შეგროვდით და ისმინეთ, იაკობის ძენო! და უსმინეთ ისრაელს, მამათქვენს!
3
რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა, დიდებული და შეუდრეკელი!
4
დაუოკებელი ხარ წყალივით, მაგრამ ვერ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე და შებილწე ჩემი სარეცელი!
5
სიმეონი და ლევი ძმები არიან, ძალადობის საწურველია მათი მახვილი.
6
მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან თავიანთ რისხვაში მოკლეს კაცი და თავიანთი ბოროტი ჟინით გამოძარღვეს ხარი!
7
წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან დაუნდობელია, და მათი წყრომა, რადგან სასტიკია! დავანაწილებ მათ იაკობის მიწებზე, და გავაბნევ ისრაელში!
8
იუდა! განგადიდებენ შენი ძმები. შენ შემუსრავ მტერს, და გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.
9
ლომის ბოკვერი ხარ იუდავ! ნანადირევით კმაყოფილი აღმართულხარ, შვილო ჩემო. მიწოლილა, როგორც ლომი, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?!
10
არ წაერთმევა კვერთხი იუდას და არც არგანი მის ფეხთა შორის, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი, და დაემორჩილებიან მას ხალხები!
11
ვაზზე უბია მას თავისი ჭაკი ვირი, ვენახის ლერწზე – თავისი ჩოჩრები. ღვინოში გაირეცხავს ის თავის ტანსაცმელს და ყურძნის სისხლში – სამოსელს.
12
თვალები მისი ღვინოზე მუქია და კბილები მისი რძის უთეთრესი!
13
ზებულუნი ზღვათა სანაპიროზე დაემკვიდრება და ხომალდთა სანაპიროზე იქნება. და ციდონს მისწვდება საზღვარი მისი!
14
ისაქარი ძვალმსხვილი ვირია, ბაკებში მწოლარე.
15
და დაინახა, რომ კარგია მოსვენება, და რომ საამურია მიწა. წაუხრია მხრები სატვირთად და გახდა ხარკის მუშა!
16
და დანი განსჯიდეს თავის ხალხს, როგორც ერთ ტომს ისრაელისა.
17
და გველივით გაწვება დანი გზაზე და ასპიტივით ბილიკზე, დაგესლავს ცხენის ფლოქვებს. და გადაყირავდება მისი მხედარი!
18
შენგან მოველი ხსნას, უფალო!
19
გადს მოაწყდებიან ურდოები, მაგრამ ის თავად მისწვდება მათ ფეხდაფეხ.
20
აშერის პური ყუათიანია და იგი გასცემს სამეფო ნუგბარს.
21
ნაფთალი ლაღი ფურირემია, მომცემი კეთილთა ნაყოფთა.
22
ნაყოფიერი ვაზია იოსები, ნაყოფიერი ვაზია წყაროს თავზე, გალავანზეა გაშლილი მისი რქები!
23
გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მას მოისარნი.
24
შერჩა ძალა მშვილდისა, არ მოუდუნდა მკლავთა ძარღვები, იაკობის ღმერთისგან ძალამიცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელისა!
25
მამაშენის ღმერთისაგან – შეგეწეოდეს იგი! და ყოვლადძლიერისაგან – გაკურთხებდეს იგი ცათა კურთხევებით ზეგარდმო, ქვეშ განრთხმული უფსკრულის კურთხევებით, ძუძუთა და საშოს კურთხევებით,
26
მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა ჩემი მშობლებისა, ვიდრე მადლი საუკუნო მთათა. და იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
27
ბენიამინი მტაცებელი მგელია: ცისკრად ნანადირევს შეექცევა და საღამოთი ნადავლს ანაწილებს.“
28
ყველა ესენი ისრაელის 12 ტომია. და ეს იყო, რაც უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა, თითოეული თავისი კურთხევით.
29
და უანდერძა მათ: „მე ვუერთდები ჩემს ხალხს, დამმარხეთ ჩემს მამა-პაპასთან, მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის,
30
მღვიმეში, რომელიც მახფელას მინდორზეა, მამრეს ახლოს, ქანაანის ქვეყანაში, აბრაამმა რომ იყიდა ყეფრონ ხეთელისგან მინდორთან ერთად საკუთარ სამარხად.
31
იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი. იქ დამარხეს ისააკი და რებეკა, მისი ცოლი. იქ დავმარხე მე ლეა.
32
ის მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.“
33
და დაასრულა იაკობმა ანდერძი შვილების მიმართ და აკრიბა ფეხები სარეცელზე, და აღესრულა, და შეერთო თავის მამებს.
← Chapter 48
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 50 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50