bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 47
Genesis 47
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 46
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 48 →
1
და მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს: „მამაჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან თავიანთი ცხვარ-ძროხით და მთელი თავიანთი მონაგებით. და უკვე გოშენის მიწაზე არიან.“
2
და მან თავის ძმათაგან ხუთი კაცი წაიყვანა და წარუდგინა ფარაონს.
3
და უთხრა ფარაონმა მის ძმებს: „რა საქმიანობას ეწევით?“ და უთხრეს ფარაონს: „მეცხვარეები ვართ შენი მსახურნი, როგორც ჩვენი მამა-პაპა იყო.“
4
და კიდევ უთხრეს: „ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან არაა საძოვარი შენი მსახურთა ცხვრისათვის ქანაანში შიმშილობის გამო. და ახლა გთხოვთ მოგვცე ნება შენს მსახურთ, დავსახლდეთ გოშენის მიწაზე.“
5
და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მამაშენი და შენი ძმები მოვიდნენ შენთან.
6
ეგვიპტის ქვეყანა შენს წინაშეა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. იცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ გეგულება მათ შორის უნარიანი კაცები, სარქლებად დაუდგინე ჩემს საქონელს.“
7
და მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა, და წარუდგინა ფარაონს, და აკურთხა იაკობმა ფარაონი.
8
უთხრა ფარაონმა იაკობს: „რამდენი წლისა ხარ?“
9
უთხრა იაკობმა ფარაონს: „130 წელს ითვლის ჩემი ხიზნობის ხანი. მოკლე და მძიმე იყო ჩემი სიცოცხლის წლები, და ვერ მიაღწიეს მათ ჩემი მამა-პაპის სიცოცხლის წლებს, ხიზნობაში რომ გაატარეს.“
10
და აკურთხა იაკობმა ფარაონი, და გამოვიდა მისაგან.
11
და დაასახლა იოსებმა თავისი მამა და თავისი ძმები, და მისცა მათ საკუთრება ეგვიპტის ქვეყანაში, საუკეთესო ადგილას, რამზესის მიწაზე, როგორც ბრძანა ფარაონმა.
12
და ამარაგებდა იოსები თავის მამასა და ძმებს, და მთელ მათ სახლს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით.
13
და პური აღარ იყო მთელ ქვეყანაზე, ისე იმძლავრა შიმშილმა. და დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან.
14
შეკრიბა იოსებმა მთელი ვერცხლი, რომელიც შემოდიოდა ეგვიპტესა და ქანაანის მიწაზე ხორბლის გაყიდვით, და შეიტანა ეს ვერცხლი ფარაონის სახლში.
15
და გამოილია ვერცხლი ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან, და უთხრეს: „მოგვეცი პური! რატომ უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ ვერცხლის უქონლობის გამო?“
16
და უთხრა მათ იოსებმა: „წამოასხით თქვენი საქონელი და მე მოგცემთ თქვენი საქონლის საზღაურად, თუ გამოგელიათ ვერცხლი.“
17
და მოურეკეს მათ თავიანთი საქონელი იოსებს. და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენების, ცხვრების, ძროხების და ვირების საფასურად. იმ წელიწადს პურით ამარაგებდა მათ მთელი მათი საქონლის სანაცვლოდ.
18
და დასრულდა ის წელი. და მივიდნენ მასთან მეორე წელს, და უთხრეს მას: „არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ ვერცხლი გამოგველია და ჩვენი პირუტყვიც უკვე ჩვენს ბატონთანაა. არაფერი არ შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი თავისა და ჩვენი მიწისა.
19
რატომ უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ბარემ მიწიანად პურის საფასურში და მონებად გავუხდებით ფარაონს, მისი გახდება ჩვენი მიწაც. და მოგვეცი თესლი, რათა ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ, და მიწა არ გაუკაცრიელდეს.“
20
და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან გაყიდეს ეგვიპტელებმა თავიანთი მიწები, როცა შიმშილმა იმძლავრა მათზე. და გახდა მიწა ფარაონისა.
21
და მონებად აქცია მან ხალხი ეგვიპტის კიდიდან კიდემდე.
22
მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია იოსებს, რადგან დაწესებული იყო ქურუმთათვის ნაკვეთები ფარაონისაგან, და თავს ირჩენდნენ იმ ნაკვეთებით, ფარაონმა რომ მისცათ. ამიტომ არ გაყიდეს მათ თავიანთი მიწები.
23
და უთხრა იოსებმა ხალხს: „აჰა, გიყიდეთ დღეს ფარაონისთვის თქვენცა და თქვენი მიწებიც. აჰა, თესლი და დათესეთ მიწა.
24
და როცა მოსავალს აიღებთ, მეხუთედი ფარაონს მიეცით და ოთხი წილი ყანების სათესად და საზრდოდ დაიტოვეთ თქვენთვის და მათთვის, ვინც სახლებში გყავთ, და თქვენი წვრილშვილისთვის.“
25
და თქვეს: „შენ იხსენი ჩვენი სიცოცხლე! ოღონდ მადლი ვპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს.“
26
და დაადგინა იოსებმა კანონად ეგვიპტის მიწაზე დღემდე: მოსავლის მეხუთედი ფარაონს. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ იყო ფარაონისა.
27
და დასახლდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის მხარეში. და დაეუფლნენ მას, და მოშენდნენ და ძალზე მომრავლდნენ.
28
და იცოცხლა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში 17 წელი, და იყო მისი სიცოცხლის დღენი 147 წელი.
29
და მოახლოვდა ჟამი ისრაელის სიკვდილისა, და უხმო თავის ძეს, იოსებს და უთხრა: „თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამომიდევი შენი ხელი საზარდულქვეშ და მიყავი წყალობა და ერთგულება: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში,
30
რათა განვისვენო ჩემს მამებთან, წამასვენე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში.“ და უპასუხა იოსებმა: „გავაკეთებ შენი სიტყვისამებრ!“
31
და უთხრა: „შემომფიცე!“ და შეჰფიცა მან. და თაყვანი სცა ისრაელმა საწოლის თავზე.
← Chapter 46
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 48 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50