bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 11
Genesis 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 12 →
1
ერთი ენა ჰქონდა მთელ ქვეყნიერებას და ერთნაირი სიტყვები.
2
და როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის მიწაზე და იქ დამკვიდრდნენ.
3
და უთხრეს ერთმანეთს: „მოდი, მოვჭრათ აგური და გამოვწვათ ცეცხლში.“ და ჰქონდათ აგური ქვის ნაცვლად და კირის მაგივრად ფისი.
4
და თქვეს: „ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ზეცას მისწვდება. ასე შევიქმნათ სახელი, რომ არ გავიფანტოთ მთელი დედამიწის ზურგზე.“
5
ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ ადამიანების ძეები.
6
და თქვა უფალმა: „ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ. რაკი ეს საქმე წამოიწყეს, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.
7
აბა, ჩავიდეთ და ავრიოთ მათი ენა, რომ ვერ გაიგონ ერთმანეთის ენა!“
8
და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან მთელი დედამიწის ზურგზე და მათ ვეღარ დაასრულეს ქალაქის შენება.
9
ამიტომ ეწოდა იმ ქალაქს ბაბილონი, რადგან უფალმა იქ აღრია მათი ენა და გაფანტა ისინი დედამიწის ზურგზე.
10
ეს არის სემის მოდგმა: 100 წლისა იყო სემი, როცა წარღვნიდან ორი წლის შემდეგ შვა არფაქშადი,
11
და იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადების შემდეგ 500 წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
12
35 წლისა იყო არფაქშადი, როდესაც შეეძინა შელახი.
13
და იცოცხლა არფაქშადმა შელახის დაბადების შემდეგ 403 წელი და მას კვლავ შეეძინა ძენი და ასულნი.
14
30 წლისა იყო შელახი, როდესაც შვა ყებერი.
15
და იცოცხლა ყებერმა შელახის დაბადების შემდეგ 403 წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
16
34 წლისა იყო ყებერი, როდესაც შვა ფელეგი.
17
და იცოცხლა ყებერმა ფელეგის დაბადების შემდეგ 430 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
18
30 წლისა იყო ფელეგი, როდესაც შვა რეღუ.
19
და იცოცხლა ფელეგმა რეღუს დაბადების შემდეგ 209 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
20
32 წლისა იყო რეღუ, როდესაც შეეძინა სერუგი.
21
და იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ 207 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
22
30 წლისა იყო სერუგი, როდესაც შვა ნახორი.
23
და იცოცხლა სერუგმა ნახორის დაბადების შემდეგ 200 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
24
29 წლისა იყო ნახორი, როდესაც შვა თერახი.
25
და იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ 119 წელი და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
26
და იცოცხლა თერახმა 70 წელი და შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი.
27
და ეს არის თერახის მოდგმა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; და ჰარანმა შვა ლოტი.
28
და მოკვდა ჰარანი თერახის, მამამისის სიცოცხლეშივე, თავისი შობის ქვეყანაში – ქალდეველთა ურში.
29
მოიყვანეს აბრამმა და ნახორმა ცოლები. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს – მილქა, იგი იყო ასული ჰარანისა, რომელიც იყო მილქასა და ისქას მამა.
30
და იყო სარაი ბერწი, და არ ჰყავდა შვილი.
31
და წაიყვანა თერახმა აბრამი, თავისი ძე და ლოტი, ჰარანის ძე – თავისი შვილიშვილი და სარაი – თავისი რძალი, აბრამის, თავისი ძის ცოლი, და მათთან ერთად გავიდა ქალდეველთა ურიდან, ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. და მივიდნენ ხარანამდე და იქ დასახლდნენ.
32
იცოცხლა თერახმა 205 წელი და მოკვდა ხარანში.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50