bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 45
Genesis 45
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 44
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 46 →
1
ვეღარ შეძლო იოსებმა თავის შეკავება მხლებელთა წინაშე და იყვირა: „გაიყვანეთ ჩემგან ყველანი!“ და უცხო არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს.
2
და ხმამაღლა ატირდა, და გაიგონეს ეგვიპტელებმა, და გაიგონა ფარაონის სახლმაც.
3
და უთხრა თავის ძმებს: „მე ვარ იოსები. მაშ კიდევ ცოცხალია მამაჩემი?“ და ვერ შეძლეს მისთვის პასუხის გაცემა ძმებმა, რადგან შეცბნენ ისინი.
4
და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მომიახლოვდით!“ და მივიდნენ ისინი. და მან თქვა: „იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ.
5
ახლა ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ, რადგან თქვენი სიცოცხლის სახსრად მომავლინა აქ ღმერთმა თქვენზე უწინ.
6
რადგან ეს ორი წელი შიმშილობაა ქვეყანაზე, და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
7
მომავლინა ღმერთმა თქვენზე უწინ თქვენი ნატამალის გადასარჩენად ამ ქვეყანაზე და თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად დიდი ხსნის მეოხებით.
8
თქვენ კი არ გამომგზავნეთ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა ფარაონის მამად და მთელი მისი სახლის ბატონად, და მთელი ეგვიპტის ქვეყნის მთავრად.
9
იჩქარეთ და ადით მამაჩემთან, და უთხარით მას: ‘ასე ამბობს შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის ბატონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდები.
10
და იცხოვრე გოშენის მხარეში, ახლოს იქნებით ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთაშვილები, შენი ცხვარი და ძროხა და ყველაფერი, რაც გაბადია.
11
და აქ მე გარჩენ, რადგან კიდევ ხუთი წელი გასტანს შიმშილობა, რათა არ გაჩანაგდეთ შენ და შენი სახლი და ყველაფერი, რაც გაბადია.’
12
ხომ ხედავენ თქვენი თვალები და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალები, რომ ჩემი ბაგეები გელაპარაკებიან თქვენ.
13
უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი, რაც ნახეთ. და იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი!“
14
და ყელზე გადაეჭდო თავის ძმას, ბენიამინს და ატირდა; და ბენიამინიც ტიროდა მის მკერდზე.
15
და გადაკოცნა ყველა ძმა, და ტიროდა მათთან ერთად. და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ მას ძმები.
16
მიაღწია ხმამ ფარაონის სახლამდე, იოსების ძმები ჩამოვიდნენო. და ეამა ეს ფარაონსა და მის მსახურებს.
17
და უთხრა ფარაონმა იოსებს: „უთხარი შენს ძმებს: ასე მოიქეცით-თქო: დატვირთეთ თქვენი პირუტყვი და გასწიეთ ქანაანის ქვეყანაში.
18
და წამოიყვანეთ თქვენი მამა და თქვენ-თქვენი სახლეული, და ჩემთან მოდით. და მოგცემთ ეგვიპტის ქვეყნის საუკეთესო მიწებს, და ჭამეთ ამ მიწის დოვლათი.
19
შენ კი გებრძანა, რომ უთხრა მათ: ‘ასე გააკეთეთ, წაიყოლეთ ეგვიპტის ქვეყნიდან ეტლები თქვენი წვრილშვილისათვის და თქვენი ცოლებისათვის, და წამოიყვანეთ მამათქვენი და ჩამოდით;
20
თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან მთელი ეგვიპტის ქვეყნის დოვლათი თქვენი იქნება.’“
21
და ასეც გააკეთეს ისრაელის ძეებმა. და მისცა მათ იოსებმა ეტლები და საგზალი ფარაონის ბრძანებისამებრ.
22
თითოეულ მათგანს მისცა თითო ხელი სამოსელი, ხოლო ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი.
23
და მამამისს კი გაუგზავნა 10 სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და 10 ჭაკი ვირი, ხორბლითა და პურით დატვირთული, და საგზალი – მამამისის სამგზავროდ.
24
და გაუშვა თავისი ძმები, და ისინიც წავიდნენ. და უთხრა მათ: „ნუ იდავებთ გზაში.“
25
და წავიდნენ ისინი ეგვიპტიდან, და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავიანთ მამასთან.
26
და შეატყობინეს, რომ ცოცხალია იოსები, და რომ მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებელია. და გაოგნდა იგი, რადგან ვერ დაეჯერებინა მათი ნათქვამი.
27
და გადასცეს მას იოსების ყოველი სიტყვა, და დაინახა მან ეტლები, იოსებს რომ გამოეგზავნა მის წასაყვანად, და გაცოცხლდა მათი მამის, იაკობის სული.
28
და თქვა ისრაელმა: „კმარა! ცოცხალია ჩემი შვილი იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ ცოცხალი ვარ!“
← Chapter 44
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 46 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50