bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 15
Genesis 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 16 →
1
ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: „ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდი იქნება შენი საზღაური!“
2
და უთხრა აბრამმა: „უფალო ღმერთო, რა უნდა მომცე იმის სანაცვლოდ, რომ უშვილოდ გადავდივარ და ჩემი სახლი დამასკოელ ელიყეზერს რჩება?“
3
და კვლავ უთხრა აბრამმა: „შენ არ მოგიცია შთამომავალი და ჩემს სახლში შობილი მსახური ხდება ჩემი მემკვიდრე.“
4
და იყო სიტყვა უფლისა მის მიმართ: „არ გახდება იგი შენი მემკვიდრე, არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.“
5
და გაიყვანა მან იგი გარეთ და უთხრა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ ძალგიძს მათი აღრიცხვა.“ და უთხრა: „ამდენი იქნება შენი მოდგმა.“
6
და ერწმუნა იგი უფალს, და უფალმა სიმართლეში ჩაუთვალა ეს აბრაამს.
7
და უთხრა მან: „მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რათა დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.“
8
ხოლო აბრამმა უთხრა: „უფალო, ღმერთო ჩემო, როგორ გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?“
9
და უთხრა მას უფალმა: „მომიყვანე სამი წლის დეკეული, სამი წლის დედალი თხა, სამი წლის ვერძი, ერთი გვრიტი და ერთი მტრედის ხუნდი.“
10
და მიუყვანა მას ეს ყველაფერი, აბრამმა სიგრძეზე გაკვეთა და მიუწყო ისინი ერთმანეთს პირისპირ. მხოლოდ ფრინველები არ გაუკვეთია.
11
და დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები მძორებს, მაგრამ აბრამმა მოუგერია ისინი.
12
მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს. და ძრწოლამ და წყვდიადმა მოიცვა იგი.
13
და უთხრა უფალმა აბრამს: „იცოდე, ხიზნად იქნება შენი მოდგმა სხვის ქვეყანაში. დაიმონებენ მათ და დაჩაგრული ეყოლებათ 400 წელი.
14
იმ ხალხს კი, ვისი მსახურნიც შეიქნებიან, მე განვსჯი. ამის შემდგომ კი დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან.
15
და შენ მიხვალ შენს მამებთან მშვიდობით და ტკბილ სიბერეს მიწევნილი დაიმარხები.
16
მეოთხე თაობაში მობრუნდება შენი მოდგმა აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული.“
17
როდესაც მზე ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, თითქოს ღუმელი აბოლდაო და ცეცხლის ალმა გაიარა გაკვეთილ ნაწილებს შორის.
18
ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: „შენს მოდგმას ვაძლევ ამ ქვეყანას ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარე ევფრატამდე:
19
ქვეყანას კენიელთა, კენიზელთა, კადმონელთა,
20
ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა,
21
ამორეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა.“
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
Recommended Reading
Commentary
Genesis Commentaries
→
Devotional
Genesis Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→