bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 50
Genesis 50
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 49
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
1
და გადაემხო იოსები მამას, დასტიროდა და ჰკოცნიდა.
2
და უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, რომ შეემურვათ მამამისი. და მკურნალებმა შემურვეს ისრაელი.
3
და გაუსრულდა მას 40 დღე, რამდენი ხანიც სჭირდებოდა შემურვას, და დასტიროდა მას ეგვიპტე 70 დღე.
4
და განვლეს გლოვის დღეებმა და ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს: „თუკი რამ მადლი ვპოვე თქვენს თვალში, ასე უთხარით ფარაონს,
5
რომ მამაჩემმა დამაფიცა ამ სიტყვებით: ‘აჰა, მე ვკვდები. ჩემს სამარხში, რომელიც გავითხარე ქანაანის ქვეყანაში, იქ დამმარხეთ’. და ახლა წავალ და დავმარხავ მამაჩემს, და დავბრუნდები.“
6
და უთხრა ფარაონმა: „წადი და დამარხე მამაშენი, როგორც მან დაგაფიცა.“
7
და წავიდა იოსები მამის დასამარხად. და წაჰყვნენ მას ფარაონის მსახურნი, მისი სახლის უხუცესნი და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი,
8
და იოსების მთელი სახლი, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბავშვები და საქონელი დატოვეს გოშენის მიწაზე.
9
მასთან ერთად წავიდნენ ეტლები და ცხენოსნები, და შეიკრიბა ძალზე დიდი ბანაკი.
10
და მივიდნენ ისინი ატადის კალომდე, იორდანეს გაღმა, და იქ დაიტირეს იაკობი დიდი და მძიმე გოდებით. და შვიდ დღეს გლოვობდა იოსები თავის მამას.
11
და დაინახეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: „მძიმე გლოვა აქვთ ეგვიპტელებს.“ ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა აბელ-მიცრაიმი.
12
და აღუსრულეს მას მისმა ძეებმა ისე, როგორც უანდერძა მათ.
13
და წაასვენეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში, და დამარხეს იგი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს ახლოს, რომელიც საკუთრებად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ხეთელი ყეფრონისაგან.
14
და დამარხა თავისი მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში თავის ძმებთან და ყველა იმათთან ერთად, ვინც იყვნენ წასულნი მამამისის დასამარხად.
15
და დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მკვდარია მათი მამა, და თქვეს: „ვაითუ, გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით!“
16
და შეუთვალეს იოსებს: „მამაშენმა გვიანდერძა სიკვდილის წინ,
17
ასე უთხარითო იოსებს: ‘გემუდარები, აპატიე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, ბოროტად რომ მოგექცნენ. ამიერიდან აპატიე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს!’“ და ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს.
18
და მოვიდნენ მისი ძმებიც და დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: „შენი მსახურები ვართ ჩვენ!“
19
და უთხრა მათ იოსებმა: „ნუ შიშობთ, მე ხომ ღმერთი არ ვარ?
20
აჰა, თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა.
21
ახლა ნუღარ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენ და თქვენს შვილებსაც.“ და ანუგეშა ისინი, და გულითადად ელაპარაკა მათ.
22
და ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში თავისი მამის სახლთან ერთად. და იცოცხლა იოსებმა 110 წელი.
23
და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე. მანაშეს ძის, მაქირის შვილებიც იოსების მუხლებზე იშვნენ.
24
და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ თქვენ და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღუთქვა მან აბრაამს, ისააკს და იაკობს.“
25
და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: „როცა ღმერთი მოგხედავთ, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!“
26
და მოკვდა იოსები 110 წლისა. და შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში, ეგვიპტეში.
← Chapter 49
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
Recommended Reading
Commentary
Genesis Commentaries
→
Devotional
Genesis Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→