bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 4
Genesis 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 5 →
1
და შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ევა და შვა კაენი, და თქვა: კაცი შემეძინაო უფლის წყალობით.
2
და შემდგომ შვა აბელი, მისი ძმა. და გახდა აბელი მეცხვარე, ხოლო კაენი – მიწის მუშა.
3
გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა მიწის ნაყოფთაგან ძღვენი უფალს.
4
აბელმაც მიართვა უფალს თავისი ცხვრის პირველმოგებულთაგან და მათი ლურთები. და მოეწონა უფალს აბელი და მისი ძღვენი,
5
ხოლო კაენი და მისი ძღვენი არ მოეწონა. და ძალზე გამწარდა კაენი და სახე მოეღუშა.
6
და ჰკითხა უფალმა კაენს: „რად გამწარდი, რად მოგიღუშავს სახე?
7
თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, ცოდვა კართან გიცდის. შენსკენ მოილტვის, შენ კი იბატონე მასზე.“
8
და უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: „გავიდეთ ველად.“ და იყო, რომ ველად ყოფნისას აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე და მოკლა იგი.
9
და ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?“ უპასუხა მან: „არ ვიცი. მე ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?“
10
და უთხრა უფალმა: „ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდან!
11
ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან!
12
დაშვრები მიწაზე და აღარ მოგცემს იგი თავის ღალას. დევნილი და მიუსაფარი იქნები ქვეყნად.“
13
და უთხრა კაენმა უფალს: „მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი.
14
აჰა, მაძევებ დღეს მიწისაგან და შენ სახეს უნდა დავემალო! დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.“
15
და თქვა უფალმა: „ყოველი მკვლელი კაენისა შვიდგზის მიიღებს შურისგებას.“ და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რათა არ მოეკლა იგი ყოველ მის შემხვედრს.
16
და გაშორდა კაენი უფლის სახეს და დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
17
და შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. და ააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა თავისი ძის სახელი – ენოქი.
18
და შვა ენოქმა ყირადი; და ყირადმა შვა მეხუიაელი, და მეხუიაელმა შვა მეთუშაელი, და მეთუშაელმა შვა ლამექი.
19
და მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი: ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს – ცილა.
20
და შვა ყადამ იაბალი, რომლისგანაც წარმოსდგნენ კარვებში მცხოვრები მეჯოგენი.
21
მის ძმას ერქვა იუბალი, რომლისგანაც წარმოსდგნენ ყველა მეჩანგენი და მესტვირენი.
22
და შვა ცილამ თუბალ-კაენი, რომლისგანაც წარმოსდგნენ მჭედელნი ბრინჯაოსა და რკინისა. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა.
23
და უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: „ყადა და ცილა, ლამექის ცოლებო, ისმინეთ ჩემი და ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი, რომელმაც დამჭრა და ყმაწვილი, რომელმაც დამარტყა.
24
თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაჩვიდმეტგზის მიეზღვებათ.“
25
და კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; და შვა ქალმა ვაჟი და უწოდა შეთი, რაც ნიშნავს: „მომმადლა ღმერთმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა.“
26
და შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. იმ დროიდან დაიწყეს უფლის სახელის ხსენება.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50