bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 9
Genesis 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 10 →
1
და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები, და უთხრა: „მოშენდით, იმრავლეთ და აავსეთ მიწა.
2
თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყოველ მხეცს, ცის ყოველ ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის მიწაზე. და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთ მომიცია.
3
ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება იყოს თქვენი საჭმელი; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ თქვენ ყველაფერს.
4
ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მისი სისხლითურთ ნუ შეჭამთ.
5
მე კი თქვენს სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველ მხეცს მოვკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს.
6
და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატადაა შექმნილი ადამიანი.
7
მოშენდით და იმრავლეთ, მოეფინეთ მიწას და გამრავლდით მასზე.“
8
და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს მასთან ერთად:
9
„აჰა, მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან და თქვენს მოდგმასთან,
10
და ყოველ ცოცხალ არსებასთან, რომელიც კი თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან, მიწის ყოველ ცხოველთან, რომელნიც თქვენთან არიან, კიდობნიდან ყოველ გამოსულთან.
11
მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, რომ ამიერიდან აღარ მოისპობა წარღვნის წყლებით არც ერთი ხორციელი და მეტად აღარ მოხდება წარღვნა მიწის დასაღუპავად.“
12
და თქვა ღმერთმა: „ეს იყოს ნიშანი აღთქმისა, რომელსაც მე ვდებ ჩემსა და თქვენს შორის, და თქვენთან მყოფ ყოველ სულდგმულს შორის, თაობიდან თაობამდე, საუკუნოდ.
13
ჩემი მშვილდი, ჩემი ცისარტყელა, ჩავდე ღრუბელში ჩემსა და ქვეყანას შორის აღთქმის ნიშნად.
14
როცა ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და ღრუბელში გამოჩნდება ცისარტყელა,
15
გავიხსენებ აღთქმას მე და თქვენს შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ იქნება წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპად.
16
და გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, და დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი მიწაზეა.“
17
და უთხრა ღმერთმა ნოეს: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავადგინე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რაც კი მიწაზეა.“
18
ესენი იყვნენ ნოეს ძენი, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო მამა ქანაანისა.
19
ეს სამნი იყვნენ ნოეს ძენი, და მათგან წარმოსდგა მთელი დედამიწის მკვიდრნი.
20
დაიწყო ნოემ, მიწაზე შრომა და პირველი იყო, რომელმაც ვენახი გააშენა.
21
და შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
22
და იხილა ქამმა, ქანაანის მამამ, თავისი მამის სიშიშვლე, და კარვიდან გამოსულმა შეატყობინა ეს თავის ორ ძმას.
23
აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი და მოისხეს მხრებზე. და უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე, პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.
24
გამოფხიზლდა ნოე ღვინისგან და შეიტყო, როგორ მოექცა მას უმცროსი ძე.
25
და თქვა: „წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მსახურთა მსახური იყოს!“
26
და კვლავ თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მისი მსახური იყოს ქანაანი!
27
და განამრავლოს ღმერთმა იაფეთი, სემის კარვებში დაემკვიდროს! მისი მსახური იყოს ქანაანი!“
28
და იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ 350 წელი.
29
და იყო ნოეს სრული ხანი 950 წელი და მოკვდა.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50