bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 8
Genesis 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 9 →
1
და გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში, და მოავლინა ღმერთმა ქარი მიწაზე, და იკლო წყალმა.
2
და დაწყდა უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელნი. და შეწყდა წვიმა ცათაგან.
3
და უკუიქცა წყალი მიწიდან, და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.
4
და გაჩერდა კიდობანი მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებზე.
5
წყალი თანდათან იკლებდა მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები.
6
40 დღის დასასრულს გააღო ნოემ სარკმელი, კიდობანს რომ ჰქონდა დატანებული,
7
და გამოუშვა ყორანი. მიფრინავდა ის და უკან ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწაზე.
8
შემდეგ გაუშვა მტრედი, რომ გაეგო, თუ დაიკლო წყალმა მიწაზე.
9
მაგრამ ვერ იპოვა მტრედმა ფეხის მოსაკიდი, და უკანვე მოუბრუნდა მას კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწაზე. და გაიწოდა ხელი ნოემ, და აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.
10
და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
11
და დაბრუნდა მასთან მტრედი საღამო ჟამს და მას ზეთისხილის ახლადმოგლეჯილი რტო ეჭირა ნისკარტით. და მიხვდა ნოე, რომ დამწყდარიყო წყალი მიწაზე.
12
და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან; და მტრედი აღარ დაბრუნდა მასთან.
13
ნოეს დაბადებიდან 601 წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი მიწაზე. და ნოემ სახურავი ახადა კიდობანს და იხილა, რომ გამშრალიყო მიწის პირი.
14
და მეორე თვის ოცდამეშვიდე დღისთვის უკვე გამოშრა მიწა.
15
და უთხრა ღმერთმა ნოეს:
16
„გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი ძენი და მათი ცოლები.
17
გამოიყვანე ყოველი ცხოველი, რომლებიც შენთან არიან, ყოველ ხორციელთაგან, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და ქვეწარმავალთაგან, რათა მოეფინონ დედამიწას, განაყოფიერდნენ და იმრავლონ.“
18
და გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი ძენი და მისი ცოლი და მის ძეთა ცოლები,
19
და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი და ყოველი მოძრავი არსება, თავ-თავისი სახის მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან.
20
და აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს; და მოიღო ყოველი წმიდა პირუტყვისგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და მიიტანა სრულადდასაწველ მსხვერპლად სამსხვერპლოზე.
21
და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება, და თქვა უფალმა თავის გულში: „ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, თუმცა კი სიყრმიდანვე ბოროტებისკენაა მიდრეკილი მათი ზრახვა. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, როგორც ეს გავაკეთე.
22
ვიდრე დედამიწა იარსებებს, არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.“
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50