bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 34
Genesis 34
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 35 →
1
და გამოვიდა იმ ქვეყნის ასულთა სანახავად დინა, ლეას ასული, რომელიც მან უშვა იაკობს.
2
დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, და წაიყვანა ის, და დაწვა მასთან ძალით.
3
და აღარ ისურვა დინასთან, იაკობის ასულთან, განშორება; შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ტკბილად ელაპარაკა მას.
4
და უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: „ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი!“
5
იაკობმა გაიგო, რომ წაბილწეს დინა, მისი ასული. მაგრამ რაკი მისი ძენი მინდვრად იყვნენ საქონელში, ჩუმად იყო მათ მოსვლამდე.
6
და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
7
და როცა იაკობის ვაჟები მოვიდნენ მინდვრიდან და ეს გაიგეს, ძლიერ განრისხდნენ და შეწუხდნენ, რადგან სისაძაგლე გაუკეთა მან ისრაელს იაკობის ასულთან დაწოლით; არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
8
ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: „მიეცით ცოლად თქვენი ასული, რადგან შექემს, ჩემს ძეს, მთელი სულით სურს იგი.
9
დაგვიმოყვრდით, მოგვეცით ჩვენ თქვენი ასულები, ჩვენი ასულები კი თქვენ წაიყვანეთ.
10
ჩვენთან დასახლდით, და ეს ქვეყანა თქვენ წინაშე იქნება. იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი, წილი დაიდეთ მასში.“
11
და უთხრა შექემმა დინას მამასა და მის ძმებს: „ოღონდ მადლი ვპოვო თქვენს თვალში და, რასაც მთხოვთ, მოგცემთ.
12
დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, და მოგცემთ, როგორც დამაკისრებთ, ოღონდ მომეცით ეს ყმაწვილი ქალი ცოლად.“
13
და ელაპარაკნენ იაკობის ძეები შექემს და მის მამას ხამორს მზაკვრულად, რადგან შებილწა შექემმა დინა, მათი და.
14
და უთხრეს მათ: „ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინადაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან სამარცხვინო იქნებოდა ეს ჩვენთვის.
15
მხოლოდ იმ პირობით დაგეთანხმებით, თუ ჩვენსავით წინადაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი.
16
და მოგცემთ ჩვენს ასულებს, და ჩვენც მოვიყვანთ თქვენს ასულებს, და დავსახლდებით თქვენთან და გავხდებით ერთი ხალხი.
17
და თუ არ დაგვეთანხმებით წინადაცვეთაზე, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ.“
18
და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
19
არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან უყვარდა იაკობის ასული. და იგი ყველაზე პატივცემული იყო მამის სახლში.
20
და მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, თავიანთი ქალაქის კარიბჭესთან, და ელაპარაკნენ ქალაქის კაცებს და უთხრეს:
21
„ეს კაცები მშვიდობიანად არიან ჩვენდამი: დასახლდებიან ამ მიწაზე და იშრომებენ აქ. ეს ქვეყანა გადაშლილია მათ წინაშე. მოვიყვანოთ მათი ასულები ჩვენი კაცებისთვის და ჩვენი ასულები მივცეთ მათ.
22
მხოლოდ იმ პირობით დაგვეთანხმებიან ეს კაცები ჩვენთან ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე, თუ წინადაიცვეთს ჩვენში ყოველი მამრი, როგორც თავად არიან წინადაცვეთილები.
23
მათი სამწყსო და მთელი მათი ქონება და მთელი მათი პირუტყვი განა ჩვენი არ იქნება? ოღონდ დავეთანხმოთ მათ და ჩვენთან იცხოვრებენ.“
24
და გაუგონეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა. და წინადაიცვითა ყოველმა მამაკაცმა, ქალაქის კარიბჭიდან გამომსვლელმა.
25
და მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ სტკიოდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ძემ: სიმეონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს ხელში მახვილი, უშიშრად მივიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყველა მამრი.
26
ხამორი და მისი ძე შექემიც მახვილით დახოცეს და წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან.
27
და მიადგნენ იაკობის ძენი დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი დის წაბილწვის გამო.
28
წამოასხეს მათი ცხვარი და ძროხა და ვირები და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ.
29
და მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები დაატყვევეს და დაიტაცეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ სახლებში.
30
და უთხრა იაკობმა სიმეონსა და ლევის: „დამღუპეთ მე, რომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ – ქანაანელებსა და ფერიზელებს. ცოტა ხალხი მყავს, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომსპობენ. მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც ჩემთან ერთად.“
31
ხოლო მათ თქვეს: „ის კი შეიძლებოდა, მეძავივით რომ მოექცნენ ჩვენს დას?“
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 35 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50