bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 12
Genesis 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 13 →
1
უთხრა უფალმა აბრამს: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
2
და გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
3
და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და კურთხევა იქნები შენ დედამიწის ყველა ტომებისთვის.“
4
და წავიდა აბრამი, როგორც უთხრა მას უფალმა, და მასთან ერთად წავიდა ლოტიც. 75 წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა.
5
და წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, და ყველა მსახური, ვინც კი ხარანში შეიძინეს, და წაიღო მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ იქ.
6
და გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემის მისადგომებამდე, მორეს მუხამდე. ქანაანელნი მკვიდრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
7
და გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: „შენს ნაშიერს მივცემ ამ ქვეყანას.“ და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას.
8
და გაემართა იქიდან მთიანეთსაკენ, ბეთელის აღმოსავლეთით, და დადგა იქ კარავი. ბეთელი მას დასავლეთიდან ემხრობოდა, ხოლო ღაი – აღმოსავლეთიდან; და იქ აუგო აბრამმა სამსხვერპლო უფალს და უხმობდა უფლის სახელს.
9
და დაიძრა აბრამი და გააგრძელა სვლა ნეგებისაკენ.
10
და იყო შიმშილი იმ ქვეყანაში და ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში.
11
და როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, აბრამმა უთხრა თავის ცოლს, სარაის: „ვიცი, შესახედავად რა ლამაზი ქალი ხარ!
12
დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო, მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
13
ისე თქვი ვითომც ჩემი და ხარ, რათა კარგად მომეპყრონ შენს გამო, და გადავრჩე შენი წყალობით.“
14
და როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, ეგვიპტელებმა დაინახეს, რომ ის ქალი ფრიად მშვენიერი იყო.
15
დაინახეს ის ფარაონის დიდებულებმაც, და აქეს იგი ფარაონის წინაშე; და წარადგინეს ის ქალი ფარაონის კარზე.
16
და აბრამს კარგად ექცეოდა ის სარაის გამო; და აბრამს გაუმრავლდა ცხვარი და ძროხა, მსახურნი და მხევალნი, და ვირი და აქლემი.
17
მაგრამ დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლეული სარაის, აბრამის ცოლის გამო.
18
და მოიხმო ფარაონმა აბრამი, და უთხრა: „ეს რა მიყავი? რატომ არ გამიმხილე, თუ შენი ცოლი იყო ეს ქალი?
19
რადა თქვი, ჩემი და არისო? და მე იგი ლამის ცოლად დავისვი! აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადით აქედან!“
20
და მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს აბრამი თავისი ცოლითა და მთელი თავისი საბადებლითურთ.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50