bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 14
Genesis 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 15 →
1
შინყარის მეფის ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა – ელასარის მეფემ, ქედორლაღომერმა – ყელამის მეფემ და თიდყალმა – გოიმის მეფემ
2
ბრძოლა გაუმართეს სოდომის მეფე ბერაყს, გომორას მეფე ბირშაყს, ადმას მეფე შინაბს, ცებოიმის მეფე შემებერს და ბელაყის ანუ ცოყარის მეფეს.
3
ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მარილოვანი ზღვაა.
4
12 წელიწადი ემორჩილებოდნენ ისინი ქედორლაღომერს და მეცამეტე წელს აუჯანყდნენ.
5
მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და გაანადგურეს რეფაიმელნი ყაშთეროთ-კარნაიმში, ზუზიმელნი ჰამში, ემიმები შავე-კირიათაიმში,
6
და ხორიელები სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან.
7
და უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, ახლანდელ კადეშთან, და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, და აგრეთვე ამორეველნი – ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი.
8
და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის, ანუ ცოყარის მეფეები, და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა
9
ყელამის მეფე ქედორლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს – ოთხი მეფე ხუთის წინააღმდეგ.
10
სიდიმის ველზე იყო ფისის უამრავი ორმო. და უკუიქცნენ სოდომისა და გომორას მეფეები და შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები მთებს შეეხიზნენ.
11
წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება და მთელი სარჩო, და წავიდნენ.
12
და წაიყვანეს აბრამის ძმისწული ლოტიც, მცხოვრები სოდომში და მთელი მისი ქონება, და წავიდნენ.
13
და მოვიდა ერთი გადარჩენილი კაცი და მოუტანა ამბავი ებრაელ აბრამს. მაშინ იგი ბინადრობდა მუხნარში, რომელიც ეკუთვნოდა ამორეველ კაცს, მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმას. ისინი აბრამის მოკავშირენი იყვნენ.
14
როცა გაიგო აბრამმა, რომ მისი ძმისწული წაუყვანიათო ტყვედ, აღჭურვა თავის სახლში შობილი 318 მსახური და სდია მტერს დანამდე.
15
და დაყო აბრამმა თავისი კაცები ღამით, და გაანადგურეს მტერი და სდიეს მათ ხობამდე, რომელიც დამასკოს მარცხნივაა.
16
და დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, ქალებიცა და ხალხიც.
17
და გამოვიდა მეფე სოდომისა მის შესახვედრად შავეს ველზე, რომელსაც სამეფო ველსაც უწოდებენ, ქედორლაღომერსა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ.
18
და მელქიცედეკმა, სალემის მეფემ, გამოიტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი.
19
და აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულ იყოს აბრამი ცისა და მიწის შემოქმედის, უზენაესი ღმერთის მიერ.
20
და კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მტრები.“ და მისცა მას აბრამმა ყველაფრის მეათედი.
21
და უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: „მომეცი მე ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე.“
22
მაგრამ უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: „უფალს, უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს,
23
თუ თითზე გადახვევა რამ ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი;
24
გარდა იმისა, რაც ჩემმა მსახურებმა შეჭამეს, და რაც ჩემთან მყოფ კაცებს ერგოთ წილად – ყანერს, ეშქოლსა და მამრეს, წაიღონ მათ თავ-თავიანთი წილი.“
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50