bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 25
Genesis 25
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 26 →
1
და კიდევ ითხოვა აბრაამმა ცოლი, სახელად კეტურა.
2
და მან უშვა მას: ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი.
3
იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
4
ძენი მიდიანისა: ეფა, ყეფერი, ენოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას შვილები იყვნენ.
5
და მისცა აბრაამმა ისააკს მთელი თავისი ქონება.
6
ხოლო თავის შვილებს, რომლებიც ხარჭასგან ჰყავდა, მისცა აბრაამმა საჩუქრები და თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისააკს, თავის ძეს და გაუშვა აღმოსავლეთის ქვეყანაში.
7
იციცხლა აბრაამმა 175 წელი.
8
და გარდაიცვალა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და სიცოცხლით გამაძღარი. და შეერთო ის თავის წინაპართ.
9
და დამარხეს იგი ისააკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოხარის ძისეულ მინდორზე, რომელიც მდებარეობს მამრეს ახლოს,
10
მინდორზე, რომელიც ხეთელთაგან იყიდა აბრაამმა, იქ დაიმარხნენ აბრაამი და სარა, მისი ცოლი.
11
აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისააკი, მისი ძე. და დასახლდა ისააკი ბეერ-ლახაი-როის გვერდით.
12
ეს არის შთამომალობა ისმაელისა, აბრაამის ძისა, რომელიც უშვა აბრაამს ჰაგარმა, სარას ეგვიპტელმა მხევალმა.
13
ეს არის ისმაელის ძეთა სახელები თავიანთ მოდგმათა მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, შემდეგ კედარი, აბდეელი და მიბსამი,
14
მიშმაყი, დუმა, მასა,
15
ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა.
16
ესენი არიან ძენი ისმაელისა, და ეს იყო სახელები მათი მათ დაბებსა და ბანაკებში, 12 მთავარი თავ-თავისი ტომების მიხედვით.
17
და იცოცხლა ისმაელმა 137 წელი და გარდაიცვალა, და შეერთო თავის წინაპართ.
18
მისი მოდგმა სახლობდა ხავილადან შურამდე, რომელიც ეგვიპტის გასწვრივ იყო, აშურის მიმართულებით. ყველა ისინი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.
19
და აჰა, მოდგმა ისააკისა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისააკი.
20
და ისააკი იყო 40 წლისა, როცა შეირთო ცოლად რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა, ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და.
21
და ევედრებოდა ისააკი უფალს თავისი ცოლისათვის, რადგან ბერწი იყო იგი. და ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
22
მაგრამ ეხლებოდნენ ძენი ერთმანეთს მის მუცელში, და მან თქვა: „თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ?“ და წავიდა უფალთან საკითხავად.
23
და უთხრა მას უფალმა: „ორი ხალხია შენს მუცელში და ორი ტომი გამოვა შენი წიაღიდან, და ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროსს დაემონება.“
24
და დაუდგა რებეკას ჟამი მშობიარობისა, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
25
გამოვიდა პირმშო: მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი, და უწოდეს მას სახელად ესავი.
26
მერე გამოვიდა მისი ძმა, რომელიც ხელით ებღაუჭებოდა ესავს ქუსლზე. და უწოდეს მას სახელად იაკობი. და 60 წლისა იყო ისააკი მათი შობისას.
27
და როცა წამოიზარდნენ ყმაწვილები, გახდა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი კი სათნო კაცი იყო და იჯდა კარვებში.
28
უყვარდა ისააკს ესავი, რადგან მისი ნანადირევი ეგემრიელებოდა. რებეკას კი იაკობი უყვარდა.
29
ერთხელ, როცა იაკობმა შეჭამადი მოამზადა, ესავი დაღლილი დაბრუნდა ველიდან.
30
და უთხრა ესავმა იაკობს: „შემახვრეპინე ეგ წითელი შეჭამადი, რადგან დაღლილი ვარ“ (ამიტომაც ეწოდა მას სახელად ედომი).
31
და უთხრა იაკობმა: „დღესვე გაგიცვლი შენს პირმშოობაში.“
32
და თქვა ესავმა: „სიკვდილის პირას ვარ და რაღად მინდა პირმშოობა?“
33
უთხრა მას იაკობმა: „შემომფიცე მე დღეს.“ და მანაც შეჰფიცა, რომ უთმობდა თავის პირმშოობას.
34
და მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამადი, და ჭამა და სვა ესავმა, და ადგა და წავიდა. ასე არად ჩააგდო ესავმა თავისი პირმშოობა.
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50