bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 38
Genesis 38
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 39 →
1
იმ ხანად იყო, რომ ჩამოსცილდა იუდა თავის ძმებს და დასახლდა ყადულამელი კაცის მეზობლად, რომლის სახელი იყო ხირა.
2
და ნახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის, ასული, და მოიყვანა ის და შევიდა მასთან.
3
დაორსულდა ქალი და შვა ძე. და დაარქვა მას სახელად ყერი.
4
და კვლავ დაორსულდა, და შვა ძე, და დაარქვა სახელად ონანი.
5
და კვლავ შვა ძე, და დაარქვა მას სახელად შელახი. ქალი ქეზიბში იყო მისი შობის დროს.
6
და მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, სახელად თამარი.
7
მაგრამ ყერი, იუდას პირმშო, ბოროტი იყო უფლის თვალში, და მოაკვდინა იგი უფალმა.
8
და უთხრა იუდამ ონანს: „შედი შენი ძმის ცოლთან, გაუხდი ქმრად და აღუდგინე შენს ძმას შთამომავლობა.“
9
მაგრამ იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა ის მოდგმა, და ამიტომ, როცა შედიოდა ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა თესლს, რათა ძმისთვის არ მიეცა მემკვიდრე.
10
ჩაითვალა ბოროტებად უფლის წინაშე მისი საქციელი, და ისიც მოაკვდინა უფალმა.
11
და უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: „წადი და ქვრივად იჯექი მამაშენის სახლში, ვიდრე გაიზრდებოდეს შელახი, ჩემი ძე.“ რადგან იფიქრა – მისი ძმებივით ესეც არ მოკვდესო. და წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამამისის სახლში.
12
განვლო მრავალმა დღემ და მოკვდა იუდას ცოლი, შუაყის ასული. როცა გამოიგლოვა იუდამ, ავიდა თიმნაში თავისი ცხვრის პარსვაზე, თავის ყადულამელ მოყვასთან, ხირასთან, ერთად.
13
და აუწყეს თამარს: „შენი მამამთილი ამოდის თიმნაში ცხვრის საპარსად.“
14
და გაიძრო მან თავისი ქვრივობის სამოსელი, და ჩამოიფარა რიდე და დაიბურა. და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე, რადგან დაინახა, რომ გაიზარდა შელახი, მაგრამ ცოლად არ მიათხოვეს მას.
15
და დაინახა ქალი იუდამ და მეძავი ეგონა, რადგან რიდეთი ჰქონდა სახე დაფარული.
16
გზაზე ჩავლისას მიუბრუნდა მას და უთხრა: „შემომიშვი შენთან.“ რადგან არ იცოდა, რომ თავისი რძალი იყო. და მან ჰკითხა: „რას მომცემ, რომ შემოხვიდე ჩემთან?“
17
უპასუხა: „თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან.“ და თქვა ქალმა: „წინდს თუ მომცემ, ვიდრე გამომიგზავნიდე?“
18
და თქვა იუდამ: „რა მოგცე წინდად?“ უთხრა ქალმა: „შენი ბეჭედი და თასმა და არგანი, ხელში რომ გიჭირავს.“ და მისცა მას ესენი იუდამ, და შევიდა მასთან; და დაორსულდა ის მისგან.
19
ადგა ქალი და წავიდა, და მოიძრო თავისი საბურველი, და კვლავ შეიმოსა ქვრივობის სამოსლით.
20
და გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რათა ქალისაგან დაებრუნებინა თავისი წინდი. მაგრამ ვერ იპოვა ყადულამელმა ქალი.
21
და ჰკითხა იქაურ კაცებს: „სად არის მეძავი, ყენაიმის გზაზე რომ იჯდა?“ უპასუხეს: „აქ არ ყოფილა მეძავი.“
22
და დაბრუნდა იგი იუდასთან, და უთხრა: „ვერ ვიპოვე იგი. და იქაურმა კაცებმაც მითხრეს, რომ არ ყოფილაო აქ მეძავი.“
23
და თქვა იუდამ: „დავანებოთ თავი, დაიტოვოს ის წინდი, რომ დასაცინი არ გავხდეთ. აჰა, ხომ გაგატანე თიკანი, შენ კი ვერ იპოვე ქალი!“
24
და სამი თვის შემდეგ ეუწყა იუდას: „იბოზა შენმა რძალმა თამარმა და ორსულად არის იგი.“ და თქვა იუდამ: „გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.“
25
და როცა მოჰყავდათ იგი, შეუთვალა მან თავის მამამთილს: „იმ კაცისაგან ვარ ორსულად, ვისაც ესენი ეკუთვნის. აჰა, ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და არგანი.“
26
იცნო იუდამ, და თქვა: „მართალია ჩემთან თამარი, რადგან მე არ მივათხოვე შელახს, ჩემს ვაჟს.“ და აღარ შესულა იუდა თამართან.
27
და მშობიარობის ჟამს აღმოჩნდა, რომ ტყუპები ჰყავდა მას მუცელში.
28
და მშობიარობისას გამოყო ერთმა ხელი, და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა მას ამ სიტყვებით: „ეს გამოვიდა პირველი.“
29
მან უკან წაიღო ხელი და გამოვიდა მისი ძმა. და თქვა ბებიაქალმა: „როგორ გამოარღვიე ზღუდე?“ და უწოდეს მას სახელად ფერეცი.
30
შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომელსაც ხელზე ება მეწამული ძაფი, და უწოდეს მას სახელად ზერახი.
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 39 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50