bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 22
Genesis 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 23 →
1
და ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი. და დაუძახა მას: „აბრაამ!“ და მიუგო აბრაამმა: „აქა ვარ!“
2
და უთხრა მან: „წაიყვანე ისააკი, ძე შენი ერთადერთი, რომელიც გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც მე გეტყვი.“
3
და ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა თავისი სახედარი, თან წაიყოლა თავისი ორი მსახური ბიჭი და ისააკი, თავისი ძე. და დააპო შეშა სრულადდასაწველისათვის, და გაეშურა იმ ადგილისაკენ, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა.
4
მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.
5
და უთხრა აბრაამმა თავის მსახურებს: „თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით.“
6
და აიღო აბრაამმა შეშა სრულადდასაწველისათვის და აჰკიდა ზურგზე ისააკს, თავის ძეს, და აიღო ხელში ცეცხლი და დანა. და ორივენი წავიდნენ ერთად.
7
და უთხრა ისააკმა აბრაამს თავის მამას: „მამაჩემო!“ აბრაამმა მიუგო: „აქა ვარ, ჩემო შვილო!“ და თქვა ისააკმა: „ცეცხლი და შეშა მიგვაქვს, სრულადდასაწველი კრავი სადღა არის?“
8
და უთხრა აბრაამმა: „ჩემო შვილო, ღმერთი თავად გამონახავს კრავს სრულადდასაწველად.“ ორივემ ერთად გააგრძელეს გზა.
9
და მივიდნენ იმ ადგილას, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისააკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოს შეშაზე.
10
და გაიწოდა ხელი აბრაამმა, დანა აიღო შვილის დასაკლავად.
11
და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: „აბრაამ, აბრაამ!“ მიუგო: „აქა ვარ!“
12
და უთხრა ანგელოზმა: „ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან ახლა გავიგე, რომ ღვთისმოშიში ხარ, და შენი ერთადერთი ძე გაიმეტე ჩემთვის.“
13
და გაიხედა აბრაამმა და დაინახა, რომ ერთი ვერძი რქებით იყო გახლართული ჯაგებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ის ვერძი და შესწირა იგი სრულადდასაწველად თავისი ძის ნაცვლად.
14
და უწოდა აბრაამმა იმ ადგილს სახელად: უფალი გამოაჩენს; როგორც ამბობენ მას შემდეგ: უფლის მთაზე გამოჩნდებაო.
15
და მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ზეციდან მეორედ,
16
და უთხრა: „გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი,
17
გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს მოდგმას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით! და დაიმკვიდრებს შენი მოდგმა თავისი მტრების კარიბჭეებს!
18
და კურთხევა იქნება შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ხალხისათვის, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა!“
19
და დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურ ბიჭებთან, და ადგნენ და წავიდნენ ერთად ბეერ-შებაყისაკენ. და სახლობდა აბრაამი ბეერ-შებაყში.
20
და ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაამს, რომ მილქამაც უშვა ძენი ნახორს, აბრაამის ძმას:
21
ყუცი, მისი პირმშო, და ბუზი, ყუცის ძმა, კემუელი – არამის მამა,
22
ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი.
23
ბეთუელს შეეძინა რებეკა. მილქამ უშვა ეს რვა ვაჟი ნახორს, აბრაამის ძმას.
24
მისმა ხარჭამაც, სახელად რეუმამ, შვა ვაჟები: ტებახი, გახამი, თახაში და მაყაქა.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50