bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 35
Genesis 35
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 36 →
1
უთხრა ღმერთმა იაკობს: „ადექი, წადი ბეთელს და იქ დასახლდი; და იქ აუგე სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა ესავს, შენს ძმას, გაურბოდი.“
2
და უთხრა იაკობმა თავის სახლეულს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: „მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენში რომ არიან, და გასუფთავდით და გამოიცვალეთ სამოსელი.
3
ავდგეთ და წავიდეთ ბეთელში, და ავუგებ იქ სამსხვერპლოს ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს, და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე.“
4
და მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, ხელთ რომ ჰქონდათ, და საყურეებიც მოიხსნეს და ისიც მისცეს, და დაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.
5
და აიყარნენ ისინი. და იყო ღვთის შიში გარშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ უკან იაკობის ძეთ.
6
და მივიდა იაკობი მთელ თავის ხალხთან ერთად ლუზში, ანუ ბეთელში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის.
7
და ააშენა იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს ელ-ბეთელი, რადგან იქ გამოეცხადა მას ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა.
8
და მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დაიმარხა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ, რომელსაც უწოდეს ალონ-ბაქუთი.
9
და კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა იგი.
10
და უთხრა მას ღმერთმა: „იაკობი გქვია შენ, მაგრამ ამიერიდან აღარ გერქვას იაკობი, რადგან ისრაელი იქნება შენი სახელი!“ და უწოდა მას სახელად ისრაელი.
11
და უთხრა მას ღმერთმა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. ინაყოფიერე და გამრავლდი, ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან.
12
ქვეყანას, რომელიც მივეცი აბრაამსა და ისააკს, შენ მოგცემ და შენს მოდგმას, შენს შემდეგ.“
13
და აღვიდა ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც იაკობს ელაპარაკებოდა.
14
იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა მას, აღმართა იაკობმა სვეტი ქვისა და დაღვარა ზედ საღვრელი და დაასხა ზედ ზეთი.
15
და უწოდა იაკობმა სახელად ბეთელი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა.
16
და აიყარნენ ისინი ბეთელიდან. და მცირე მანძილიღა იყო ეფრათამდე, რომ დაეწყო მშობიარობის ტკივილები რახელს და მძიმე მშობიარობა ჰქონდა.
17
მშობიარობის ტკივილებისგან შეწუხებულს უთხრა ბებია ქალმა: „ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს.“
18
სიკვდილის პირას იყო რახელი და ვიდრე სული ამოხდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა.
19
და მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათას გზაზე, სადაც დღეს ბეთლემია.
20
და აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. იქ არის რახელის საფლავის სვეტი დღევანდლამდე.
21
და აიყარა ისრაელი და გაშალა თავისი კარავი ყედერის გოდოლს იქით.
22
და ისრაელის სახლობისას ამ ქვეყანაში, ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან. და შეიტყო ეს ისრაელმა. და ჰყავდა იაკობს 12 ძე.
23
ძენი ლეასაგან: იაკობის პირმშო რეუბენი, სიმეონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულუნი.
24
ძენი რახელისაგან: იოსები და ბენიამინი.
25
ბილჰას ძენი, რახელის მხევლისა: დანი და ნაფთალი.
26
და ძენი ზილფასგან, ლეას მხევლისაგან: გადი და აშერი. ესენი იყვნენ ძენი იაკობისა, რომელნიც შეეძინა მას ფადან-არამში.
27
და მივიდა იაკობი ისააკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათ-არბაყში, ანუ ხებრონში, სადაც ხიზნობდნენ აბრაამი და ისააკი.
28
და იყო ისააკი 180 წლის.
29
და აღესრულა ისააკი და შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული. და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა ძეებმა.
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 36 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50