bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 33
Genesis 33
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 34 →
1
გაიხედა იაკობმა და ხედავს, რომ მოდის ესავი 400 კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელს და ორ მხევალს.
2
წინ დააყენა მხევლები და მათი ბავშვები, მათ უკან ლეა და მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და იოსები.
3
თავად მათ წინ გაემართა და, ვიდრე მიუახლოვდებოდა, შვიდზის მდაბლად თაყვანი სცა ძმას.
4
გამოიქცა ესავი მის შესაგებებლად და გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორივენი.
5
გაიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები და თქვა: „შენი რა არიან ესენი?“ და თქვა იაკობმა: „შვილებია, ღმერთმა რომ უწყალობა შენს მსახურს.“
6
ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებითურთ ესავთან და თაყვანი სცეს.
7
ახლოს მივიდა ლეაც თავისი ბავშვებითურთ და თაყვანი სცა. ბოლოს იოსები და რახელი მივიდნენ ახლოს და თაყვანი სცეს.
8
უთხრა ესავმა: „რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რომ შემომხვდა?“ უთხრა იაკობმა: „რათა მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.“
9
და უთხრა ესავმა: „მე არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს.“
10
ხოლო უთხრა იაკობმა: „არა, თუ მადლი მიპოვია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი, რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს, და შენც წყალობით შემომხედე.
11
მიიღე შენთვის გამოგზავნილი ჩემი კურთხევა, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს.“ არ მოეშვა და მანაც მიიღო.
12
და უთხრა ესავმა: „დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები.“
13
ხოლო მან უთხრა: „იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები და ცხვარიც და საქონელიც მაკედა მყავს. წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი.
14
თავისი მსახურის წინ იაროს ჩემმა ბატონმა, მე კი ნელ-ნელა, ფეხდაფეხ გამოვყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემ ბატონთან მივიდოდე სეყირში.“
15
უთხრა ესავმა: „ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან, თან რომ მახლავს.“ უთხრა იაკობმა: „რა საჭიროა? ოღონდ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.“
16
იმ დღესვე გაბრუნდა თავისი გზით ესავი სეყირისაკენ.
17
ხოლო იაკობი სუქოთისკენ დაიძრა. აიშენა იქ სახლი და საქონელსაც მოუწყო კარვები. ამიტომაც უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი.
18
და მივიდა მშვიდობით ფადან-არამიდან წამოსული იაკობი შექემ-ქალაქში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და დაიბანაკა ქალაქის წინ.
19
შეიძინა იაკობმა ას ცხვრად შექემის მამის, ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა.
20
აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელ-ელოჰე-ისრაელი.
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 34 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50