bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 26
Genesis 26
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 27 →
1
და ჩამოვარდა შიმშილობა ქვეყანაში იმ ადრინდელი შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაამის დროს იყო. და წავიდა ისააკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2
გამოეცხადა მას იქ უფალი და უთხრა: „ნუ ჩახვალ ეგვიპტეში. იმ ქვეყანაში დასახლდი, რომელზეც მე გეტყვი.
3
ხიზნობდე იმ ქვეყანაში და ვიქნები შენთან და გაკურთხებ, რადგან შენ და შენს მოდგმას მოგცემთ მთელ ამ ქვეყნებს, და აღვადგენ იმ ფიცს, რომლითაც შევფიცე აბრაამს, მამაშენს.
4
ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს მოდგმას, და მივცემ შენს მოდგმას მთელ ამ ქვეყნებს. და კურთხევა იქნება შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ხალხისთვის,
5
რადგან შეისმინა აბრაამმა ჩემი სიტყვა და დაიცვა ყველა ჩემი მცნებანი და ბრძანებანი, ჩემი წესები და ჩემი რჯულდებები.“
6
და ცხოვრობდა ისააკი გერარში.
7
ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მის ცოლზე, და მან უთხრა, რომ თავისი და იყო. რადგან ეშინოდა ეთქვა, ჩემი ცოლი არისო, რომ არ მოეკლათ იქაურ კაცებს რებეკას გამო, რადგან რებეკა ძალზე მშვენიერი შესახედავი იყო.
8
და როცა ისააკი კარგა ხნის ნაცხოვრები იყო იქ, გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობებოდა ისააკი რებეკას, თავის ცოლს.
9
და დაიბარა აბიმელექმა ისააკი და უთხრა: „ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი. რატომ თქვი, ჩემი და არისო?“ და უთხრა ისააკმა: „ვიფიქრე, მისი გულისთვის არ მომკლან-მეთქი.“
10
და უთხრა აბიმელექმა: „ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩვენიანი, და კიდეც გაგვრევდი ცოდვაში.“
11
უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს: „ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება!“
12
და დათესა ისააკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმავე წელიწადს, რადგან აკურთხა იგი უფალმა.
13
და გახდა ისააკი მდიდარი კაცი და უფრო და უფრო ივსებოდა ქონებით, და მეტისმეტად გამდიდრდა.
14
და ჰყავდა მას ცხვრის ფარები და საქონლის ჯოგები, და მრავალი მსახური. ამიტომ შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15
და ყოველი ჭა, რომელიც კი ამოთხარეს მამამისის მსახურებმა აბრაამის სიცოცხლეში, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
16
და უთხრა აბიმელექმა ისააკს: „გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი!“
17
და წავიდა ისააკი იქიდან, და დაბანაკდა გერარის ხეობაში, და იქ ცხოვრობდა.
18
ისევ ამოიღო ისააკმა აბრაამის, მამამისის დროს ამოღებული ჭები, ფილისტიმელებმა რომ ამოავსეს აბრაამის სიკვდილის შემდეგ და კვლავ უწოდა ის სახელები, მამამისმა რომ შეარქვა.
19
და თხრიდნენ ისააკის მსახურები ხეობაში, და წააწყდნენ იქ გამდინარე წყლის ჭას.
20
და შეედავნენ გერარელი მწყემსები ისააკის მწყემსებს: ჩვენიაო წყალი. და უწოდა სახელად იმ ჭას ყესეკი, რადგან ედავებოდნენ მას.
21
და ამოთხარეს სხვა ჭა და მასზედაც დაობდნენ; ამიტომ უწოდა მას სახელად სიტნა.
22
და გადაინაცვლა იქიდან, და ამოთხარა სხვა ჭა, და მასზე აღარ შედავებიან. ამიტომ უწოდა სახელად მას რეხობოთი და თქვა: „რაკი ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა, ვიმრავლებთ ამ ქვეყანაში.“
23
იქიდან ავიდა ბეერ-შებაყში.
24
და გამოეცხადა მას უფალი იმ ღამით, და უთხრა: „მე ვარ აბრაამის, მამაშენის ღმერთი, და ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ და გაკურთხებ, და გაგიმრავლებ მოდგმას აბრაამის, ჩემი მსახურის გამო!“
25
და ააშენა იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. და გაშალა იქ თავისი კარავი, და ამოთხარეს იქ ჭა ისააკის მსახურებმა.
26
მივიდა აბიმელექი მასთან გერარიდან, და მასთან ერთად ახუზათი, მისი მეგობარი, და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.
27
უთხრა მათ ისააკმა: „რისთვის მოხვედით ჩემთან, ხომ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?“
28
მათ უთხრეს: „ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ უფალია შენთან, და ვთქვით: იყოს ფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და კავშირს შევკრავთ შენთან,
29
რომ არ გვიბოროტო, რადგან ჩვენ არ დაგვიჩაგრიხარ, მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის, და მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ შენ!“
30
და გაუმართა ნადიმი მათ ისააკმა, და ჭამეს და სვეს.
31
და ადგნენ დილაადრიანად, და შეჰფიცეს ერთმანეთს. და გაისტუმრა ისინი ისააკმა, და მშვიდობით წავიდნენ.
32
იმავე დღეს მოვიდნენ ისააკის მსახურები და აუწყეს ჭის შესახებ, რომელიც მათ ამოთხარეს, და უთხრეს, წყალი ვიპოვეთო.
33
და უწოდა მას შიბაყი. ამიტომაც ეწოდება ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი დღევანდლამდე.
34
40 წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი, ბეერი ხეთელის ასული, და ბასემათი, ელონ ხეთელის ასული.
35
და გაუმწარეს მათ სული ისააკს და რებეკას.
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50