bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 44
Genesis 44
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 43
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 45 →
1
და უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს: „აავსე ამ კაცების ტომრები იმდენი საზრდოთი, რამდენის წაღებასაც შესძლებენ, და დაუდევი თითოეულს თავისი ვერცხლი ტომრის პირზე.
2
და ჩემი ვერცხლის თასი ჩადევი უმცროსის ტომარაში, და იქვე ჩადე მის მიერ ხორბალში გადახდილი ვერცხლი.“ და მან გააკეთა ისე, როგორც იოსებმა ბრძანა.
3
განთიადისას გაუშვეს ეს ხალხი თავიანთი სახედრებით.
4
ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, რომ იოსებმა უთხრა თავისი სახლის მოურავს: „დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘ბოროტებით რატომ გადაუხადეთ-თქო სიკეთე?
5
რად მოიპარეთ ვერცხლის თასი? ამით არის, რომ სვამს ჩემი ბატონი. ამით არის, რომ მარჩიელობს. ცუდი საქმე გიქნიათ!’“
6
და დაეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები.
7
და უპასუხეს მას: „რად ლაპარაკობს ჩემი ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მსახურები ამგვარი საქმის ჩადენისგან!
8
ის ვერცხლი, რომელიც ვიპოვეთ ადრე ჩვენს ტომრებში, დაგიბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან, და ახლა როგორღა მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?!
9
თუ რომელიმე ჩვენგანს, შენს მსახურთაგანს, აღმოაჩნდება, მოკვდეს იგი, ჩვენ კი დავემონებით ჩვენს ბატონს!“
10
მან თქვა: „თქვენი სიტყვებისამებრ იყოს. ვისაც აღმოაჩნდება, იგი გამიხდეს მონად და დანარჩენები უდანაშაულო იქნებით.“
11
სწრაფად ჩამოიღო თითოეულმა თავისი ტომარა, და მოხსნეს პირი.
12
გაჩხრეკა უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. და აღმოჩნდა თასი ბენიამინის ტომარაში.
13
და შემოიხიეს მათ სამოსელი მწუხარების ნიშნად, ხელახლა დატვირთეს თავიანთი სახედრები და უკან დაბრუნდნენ ქალაქში.
14
და მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში, ის ჯერ კიდევ იქ იყო, და დაემხნენ მის წინაშე მიწაზე.
15
უთხრა მათ იოსებმა: „ეს რა გააკეთეთ? ნუთუ არ იცოდით, რომ ისეთი მისანი კაცი, როგორიც მე ვარ, ყოველივეს გამოიცნობდა?“
16
თქვა იუდამ: „რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს? რა ვთქვათ, რითი ვიმართლოთ თავი? ღმერთმა ჰპოვა შენი მსახურების დანაშაული, და გავხდით ჩვენ მონები ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.“
17
და თქვა იოსებმა: „ღმერთმა დამიფაროს ამისაგან! კაცი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა თასი, იქნება ჩემი მონა, თქვენ კი მშვიდობით წახვალთ მამათქვენთან!“
18
და მიეახლა მას იუდა, და უთხრა: „გევედრები, ბატონო, ათქმევინე სიტყვა შენს მსახურს, რომ მოისმინოს ჩემი ბატონის ყურებმა. ნუ განურისხდები შენს მსახურს, რადგან შენ ფარაონის ტოლი ხარ!
19
ჩემმა ბატონმა გვკითხა მის მსახურთ: მამა ან ძმა თუ გყავთო.
20
და ვუთხარით ჩვენ ბატონს, რომ გვყავს მოხუცებული მამა და მისი სიბერის ძე, უმცროსი ძმა, რომელსაც მოუკვდა ძმა და ისღა დარჩა თავისი დედისაგან, და ამიტომაც უყვარს იგი მამამისს.
21
და გვითხარი შენს მსახურთ: ჩამოიყვანეთ, ჩემი თვალით ვნახოო.
22
და ვუთხარით ჩვენს ბატონს: ‘არ შეუძლია ყმაწვილს მამის მიტოვება, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი.’
23
მაგრამ შენ გვითხარი შენს მსახურთ: თუ არ ჩამომიყვანთ თქვენს უმცროს ძმას, თვალით ვერ მიხილავთო.
24
ჩვენ მივედით მამაჩვენთან, შენს მსახურთან, და გადავეცით ჩემი ბატონის სიტყვები.
25
და გვითხრა მამაჩვენმა: ‘დაბრუნდით და იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო.’
26
ვუთხარით: ‘არ შეგვიძლია წასვლა, ხოლო თუ ჩვენი უმცროსი ძმა იქნება ჩვენთან, მაშინ წავალთ, რადგან, ვერ შევხედავთ იმ კაცს თვალებში, თუ ჩვენი უმცროსი ძმა არ იქნება ჩვენთან.’
27
და გვითხრა შენმა მსახურმა, მამაჩვენმა: ‘თქვენ იცით, რომ ორი ძე მიშვა მე ჩემმა ცოლმა.
28
წავიდა ერთი ჩემგან, და ვთქვი: ნამდვილად მხეცმა დაგლიჯა-მეთქი. იგი აქამდე აღარ მინახავს.
29
და მიგყავთ ესეც და უბედურება შეემთხვევა გზაზე და სიმწარით ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში.’
30
და ახლა, როცა მივალთ შენს მსახურთან, მამაჩემთან, და ეს ყმაწვილი არ იქნება ჩვენთან, რომლის სულთანაც გადასკვნილია მისი სული,
31
დაინახავს, რომ არ არის ყმაწვილი, და მოკვდება, და სიმწარით ჩავიყვანთ შენი მსახურნი მამაჩვენის, შენი მსახურის, ჭაღარას შავეთში.
32
რადგან შენმა მსახურმა ჩავიბარე ეს ყმაწვილი მამაჩემისგან, ვთქვი: თუ არ მოგიყვანე იგი, შემცოდე ვიყო-მეთქი მამის წინაშე მთელი სიცოცხლე.
33
და ახლა მე, შენი მსახური, დავრჩები მონად ჩემ ბატონთან ამ ყმაწვილის ნაცვლად, ეს ყმაწვილი კი წავიდეს თავის ძმებთან ერთად,
34
რადგან როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი არ იქნება ჩემთან? ნუმც მოვსწრებივარ უბედურებას, რომელიც მამაჩემს ეწევა!“
← Chapter 43
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 45 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50