bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 20
Genesis 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 21 →
1
გაემგზავრა აბრაამი იქიდან ნეგების ქვეყნისაკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, და ხიზნად ცხოვრობდა გერარში.
2
და თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არისო იგი. და გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, და თავისთან მოაყვანინა სარა.
3
და მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: „მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი.“
4
მაგრამ აბიმელექი არ მიჰკარებია მას და ამიტომ თქვა: „უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ?
5
განა თავად არ მითხრა: ჩემი და არისო? და ქალმაც თვითონ თქვა, ჩემი ძმა არისო. წრფელია ჩემი გული და უდანაშაულოა ჩემი ხელი.“
6
და უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: „მეც ვიცი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და მეც აგაშორე ცოდვას ჩემს წინაშე. ამიტომ არ მიგაკარე ამ ქალს.
7
ახლა კი დაუბრუნე ცოლი ამ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია იგი და ილოცებს შენთვის, და გადარჩები. და თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ შენცა და შენიანებსაც.“
8
და ადგა აბიმელექი დილაადრიანად და მოიწვია ყველა თავისი მსახური, და გაიმეორა ყველა ეს სიტყვა მათ გასაგონად. მეტისმეტად შეშინდა ხალხი.
9
და მოიხმო აბიმელექმა აბრაამი, და უთხრა: „ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე ისეთი, რომ ასეთ დიდ ცოდვაში გვაგდებდი მეცა და ჩემს სამეფოსაც? ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არასდროს არავისთვის უქნიათ.“
10
და კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რას ფიქრობდი, ამას რომ სჩადიოდი?“
11
უპასუხა აბრაამმა: „მეგონა, არ იყო ღვთის შიში ამ მხარეში, და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო.
12
მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც შევირთე ცოლად.
13
და როცა ღმერთმა გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი ამ ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: სადაც არ უნდა მოვხვდეთ, ჩემზე თქვი: ჩემი ძმა არის-თქო იგი.“
14
და მოარეკინა აბიმელექმა ცხვარ-ძროხა, მსახურნი და მხევალნი, და მისცა აბრაამს, და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.
15
და უთხრა აბიმელექმა: „აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გნებავს, იქ დასახლდი.“
16
და სარას უთხრა: „აჰა, მივეცი შენს ძმას ათასი შეკელი ვერცხლი. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველას წინაშე გამართლებული ხარ!“
17
და ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მისი მხევლები, და მათ კვლავ იწყეს შობა,
18
რადგან ყველასათვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის, სარას გამო.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50