bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 19
Genesis 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 20 →
1
და მივიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. ისინი რომ დაინახა, ადგა მათ შესახვედრად და თაყვანი სცა მდაბლად.
2
უთხრა: „აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მსახურის სახლში! ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ.“ და უთხრეს: „არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს!“
3
არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. და გაუმართა მათ ვახშამი, და დაუცხო ხმიადები და ჭამეს მათ.
4
ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელნი გარშემოერტყნენ სახლს, ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად.
5
და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს: „სად არიან კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა მივუწვეთ!“
6
გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიხურა კარი,
7
და უთხრა: „ნუ იზამთ უკეთურებას, ძმებო!
8
აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელნიც ჯერ არ წოლილან კაცთან. მათ გამოვიყვან და უყავით, რაც გენებოთ, ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი!“
9
მაგრამ უპასუხეს: „მოგვცილდი აქედან!“ და კვლავ უთხრეს: „უცხო ვინმე შემოხიზნულხარ აქ, და სამართალს გვისჯი? შენ მათზე უარესს გიზამთ!“ და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა.
10
მაგრამ ლოტის სტუმრებმა გამოიწოდეს ხელი, ლოტი შეიყვანეს შინ და კარები დაგმანეს.
11
ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელთან რომ იყვნენ, დიდიან-პატარიანად სიბრმავე დაატეხეს და მათ ქანცი გაუწყდათ კარების ძებნაში.
12
ლოტის სტუმრებმა ჰკითხეს მას: „კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძენი – ყველა, ვინც შენი ახლობელია ამ ქალაქში, გაიყვანე აქედან,
13
რადგან გავანადგურებთ ჩვენ ამ ადგილს, იმის გამო, რომ უფლამდე მიაღწია მათზე სამდურავის ღაღადმა, და მოგვავლინა ჩვენ მის გასანადგურებლად!“
14
და გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, თავისი ასულების მთხოვნელთ, და უთხრა: „ადექით და გადით აქედან, რადგან უფალი განადგურებას უპირებს აქაურობას.“ სასიძოებს ეგონათ, ლოტი ხუმრობსო.
15
განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი ამ სიტყვებით: „ადექ და წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორი ასული, აქ რომ არიან, რათა არ გადაჰყვეთ ქალაქის ურჯულოებას!“
16
მაგრამ ფეხს ითრევდა ლოტი. მაშინ კაცებმა ჩასჭიდეს ხელი მას, მის ცოლს და მის ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და გაიყვანეს ქალაქს გარეთ.
17
როცა გამოიყვანეს ისინი გარეთ, უთხრა ერთ-ერთმა: „გადაირჩინე შენი სული, ნუ მიიხედავ უკან და ნუ გაჩერდები ამ არემარეზე! მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები!“
18
და უთხრა მათ ლოტმა: „არა, ბატონო!
19
რადგან ჰპოვა თქვენმა მსახურმა მადლი შენს თვალში და დიდია შენი წყალობა, რომელიც მოიღეთ ჩემზე ჩემი სულის გადასარჩენად, ვერ შევეფარები მთას: ვაითუ, გადავაწყდე უბედურებას და მოვკვდე!
20
აგერ, ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად, პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია, გადავრჩები.“
21
და უთხრა: „კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.
22
აბა, იჩქარე, შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ!“ და ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი.
23
და მივიდა ლოტი ცოყარს, როცა ამოვიდა მზე ქვეყანაზე.
24
და აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორას გოგირდის ცეცხლი უფლისაგან.
25
და დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი, და ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა.
26
და უკან მოხედვისას, ლოტის ცოლი იქცა მარილის სვეტად.
27
და ადგა აბრაამი დილაადრიანად და წავიდა იმ ადგილას, სადაც იდგა ის უფლის წინაშე.
28
და როცა გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ, დაინახა: კვამლი ასდის მიწას მთელს არემარეზე, მსგავსად ღუმელიდან ამოვარდნილი ბოლისა.
29
და როცა ამხობდა ღმერთი იმ არემარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი, და გაარიდა ლოტი დაქცევიდან, როცა სპობდა ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.
30
და ავიდა ლოტი ცოყარიდან, და დასახლდა მთაში თავის ორ ასულთან ერთად, რადგან ეშინოდა ცოყარში ცხოვრებისა. და დასახლდა მღვიმეში თავის ორ ასულთან ერთად.
31
და უთხრა უფროსმა ასულმა უმცროსს: „მოხუცია მამაჩვენი და არ არის ქვეყანაზე მამაკაცი, რომ შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია.
32
მოდი, შევასვათ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ და მივუწვეთ და აღვადგინოთ ჩვენი მამისაგან შთამომავლობა.“
33
და შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით და მივიდა უფროსი და მიუწვა თავის მამას. მას მისი არც დაწოლა გაუგია და არც ადგომა.
34
მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: „აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩვენთან. შევასვათ მას ღვინო ამაღამაც. და მიდი, მიუწექი, და აღვადგინოთ მამაჩვენისგან შთამომავლობა.“
35
და ასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას. და დაწვა უმცროსი მასთან. ლოტს მისი არც დაწოლა გაუგია და არც ადგომა.
36
და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავიანთი მამისაგან.
37
და შვა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე.
38
და უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონელთა მამა დღევანდლამდე.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50