bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 7
Genesis 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 8 →
1
და უთხრა უფალმა ნოეს: „შედით შენ და მთელი შენი სახლეული კიდობანში, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე მთელს ამ თაობაში!
2
ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან – ორ-ორი, მამალი და დედალი;
3
ცის ფრინველთაგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა იცოცხლოს მათმა ნაშიერმა მთელს დედამიწაზე.
4
რადგან შვიდი დღის შემდეგ მოვიყვან წვიმას მიწაზე ორმოც დღესა და ორმოც ღამეს, და მიწის პირისაგან წარვხოცავ ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.“
5
და ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა უბრძანა.
6
600 წლისა იყო ნოე, როდესაც წარღვნა დაიწყო დედამიწაზე.
7
და შევიდნენ კიდობანში წარღვნისაგან თავშესაფარებლად ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მის ძეთა ცოლები;
8
წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი,
9
წყვილ-წყვილად შევიდნენ ნოესთან კიდობანში მამალი და დედალი, როგორც უბრძანა ღმერთმა ნოეს.
10
და შვიდი დღის შემდეგ წარღვნა დაიწყო დედამიწაზე.
11
ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს, ამოხეთქეს დიდი უფსკრულის წყაროებმა და გაიხსნა ცათა სარკმელნი.
12
და აწვიმდა ქვეყანას 40 დღე და 40 ღამე.
13
იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი, და ნოეს ცოლი და მისი ვაჟების სამი ცოლი მათთან ერთად,
14
ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი შინაური პირუტყვი, ყოველგვარი ქვემძრომი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ფრთოსანი.
15
და შევიდა ნოესთან ერთად კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა.
16
და მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელი და შევიდა კიდობანში, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის, და დაუგმანა მას კარი უფალმა.
17
და 40 დღეს იყო წარღვნა მიწაზე, და ადიდდა წყალი და მიწიდან მაღლა ასწია კიდობანი.
18
და გაძლიერდა წყალი, და მეტისმეტად ადიდდა მიწაზე, და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.
19
და მეტისმეტად მომძლავრდა წყალი მიწაზე, და დაიფარა ყოველი მაღალი მთა ცისქვეშეთში.
20
15 წყრთით აიწია წყალმა მათზე მაღლა და დაფარა მთები.
21
და დაიღუპა ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა მიწაზე: ფრინველთაგან, პირუტყვთაგან, ცხოველთაგან და ყოველ ქვეწარმავალთაგან, რომელიც მოძრაობს მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი.
22
და ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო, დაიხოცა.
23
მიწის პირისაგან აღიგავა ყოველი არსება, რაც კი იყო – კაციდან პირუტყვამდე. ცოცხალი არსებანი ხმელეთზე და ცის ფრინველნი აღიგავნენ მიწის პირისაგან. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი.
24
და მატულობდა წყალი მიწაზე 150 დღე.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50