bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 2
Genesis 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 3 →
1
და გასრულდა ცა და მიწა და ყოველი სამკაული მათი.
2
და გაასრულა ღმერთმა მეშვიდე დღეს თავისი საქმე, რასაც აკეთებდა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა.
3
და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა მან ყოველი საქმისაგან, რაც შექმნისას გააკეთა.
4
ასეთი იყო ცისა და მიწის დასაბამი მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას,
5
არც მინდვრის ბუჩქი იყო მიწაზე და არც მინდვრის ბალახი აღმოცენებულიყო მიწაზე, ვიდრე წვიმა არ მოიყვანა უფალმა ღმერთმა; და არც კაცი იყო, რომ დაემუშავებინა მიწა;
6
მხოლოდ ნისლი ადიოდა წიაღიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს.
7
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.
8
და გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.
9
და აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი – ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა.
10
და მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი.
11
ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას მთელ ქვეყანას, სადაც ოქროა.
12
და ოქრო იმ ქვეყნისა კარგია. იქ არის სამყეც და ძვირფასი ქვაც.
13
მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელ ქუშის ქვეყანას.
14
მესამე მდინარის სახელია ტიგროსი; იგი აღმოსავლეთით ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ევფრატი.
15
და აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დასვა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.
16
და უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: „ყველა ხის ნაყოფის ჭამა შეგიძლია ამ ბაღში,
17
ოღონდ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ ჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდები.“
18
და თქვა უფალმა ღმერთმა: „არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ მის შესაფერ შემწეს.“
19
და გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ყველა ცხოველი მინდვრისა და ყველა ფრინველი ცისა, და მიიყვანა ადამთან, რათა ენახა, რას დაარქმევდა; და რომელ სულდგმულს რას უწოდებდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.
20
და უწოდა ადამმა სახელები ყველა შინაურ პირუტყვს, ცის ფრინველთ და ველის ყველა ცხოველს, მაგრამ არ გამოუჩნდა შემწე – თავისი შესაფერი.
21
და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ძილქუში ადამს და, როცა დაეძინა, ერთი ნეკნი გამოუღო და ის ადგილი ხორცით ამოუვსო.
22
და ააშენა უფალმა ღმერთმა დედაკაცი იმ ნეკნისაგან, კაცს რომ გამოუღო, და მიუყვანა ადამს.
23
და თქვა ადამმა: „ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცია ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ეწოდოს მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.“
24
ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის დედაკაცს, რათა ერთხორცი გახდნენ.
25
და შიშველნი იყვნენ ორივენი, კაციც და მისი ცოლიც, და არ ერიდებოდათ.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50