bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 6
Genesis 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 7 →
1
როცა იწყეს ადამიანებმა გამრავლება მიწაზე და ასულები შეეძინათ,
2
დაინახეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლებად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.
3
და თქვა უფალმა: „არ დაივანოს სულმა ჩემმა ადამიანზე საუკუნოდ, რადგან იგი ხორციელია, და იყოს მისი ხანი 120 წელი.“
4
გოლიათები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ ხანებში და მას შემდეგაც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც შვილებს უჩენდნენ მათ. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველთაგანვე.
5
და იხილა უფალმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ მიწაზე, რომ მუდამჟამს ბოროტს განიზრახავდნენ გულში.
6
და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი მიწაზე და ნაღველი ჩაიდო გულში.
7
და თქვა უფალმა: „მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი. ადამიანთან ერთად – პირუტყვს, ქვეწარმავალს და ცის ფრინველთ, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი.“
8
და მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში.
9
ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი და უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში და ღმერთის გზით დადიოდა იგი.
10
და შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
11
მაგრამ წაირყვნა მიწა ღვთის წინაშე და აღივსო იგი უსამართლობით.
12
და იხილა ღმერთმა ქვეყანა რომ წარყვნილიყო, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი გზა მიწაზე.
13
და უთხრა ღმერთმა ნოეს: „მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აღივსო მიწა მათი უსამართლობით; და მე მოვსპობ მათ და მათთან ერთად მთელს დედამიწას.
14
გაიკეთე შენთვის კიდობანი ულპობელი ძელებისაგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ შეფისე.
15
ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით 300 წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით – 50 წყრთა, სიმაღლით – 30 წყრთა.
16
სარკმელი გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაატანე. კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს, ქვედა, შუა და ზედა სართულები მოაწყვე შიგ.
17
და მე მოვავლენ წარღვნას მიწაზე, ცისქვეშეთიდან ყოველი ხორციელის მოსასპობად, რომელშიც სიცოცხლის სულია; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს.
18
მაგრამ დაგიდებ აღთქმას: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, და შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
19
ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ. დედალ-მამალი იყოს!
20
ფრინველისაგან მისი გვარისამებრ და პირუტყვისაგან მისი გვარისამებრ, მიწის ყოველი ქვეწარმავლისაგან მისი გვარისამებრ წყვილ-წყვილად შემოგყვნენ კიდობანში, რათა გადარჩნენ.
21
და აიღე ყოველი საჭმელი, რაც იჭმება, და მოაგროვე შენთან და იყოს შენი და მათი საზრდო.“
22
და გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა, ყველაფერი ისე გააკეთა.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50