bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 41
Genesis 41
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 40
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 42 →
1
და ორი წლის თავზე დაესიზმრა ფარაონს: აჰა, დგას იგი ნილოსის პირას,
2
და ნილოსიდან ამოდის კარგი შესახედავი, ხორცსავსე შვიდი ძროხა, და ბალახობენ ლელიანში.
3
და აჰა, ამოჰყვება მათ ნილოსიდან კიდევ შვიდი სხვა ძროხა, შეუხედავი და ხორცდაყრილი, და დგებიან იმ ძროხების გვერდით ნილოსის პირას.
4
და შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდაყრილმა ძროხებმა შვიდი კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა. და ამაზე გაეღვიძა ფარაონს.
5
და დაიძინა და კვლავ ესიზმრა: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი.
6
და აჰა, შვიდი თავთავი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული, აღმოცენდა მათ შემდეგ.
7
და გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე თავთავი და ამაზე გაეღვიძა ფარაონს და მიხვდა, რომ ეს იყო სიზმარი.
8
დილით შეშფოთდა მისი სული, იხმო ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი, და უამბო მათ ფარაონმა თავისი სიზმრები და ვერავინ აუხსნა ისინი ფარაონს.
9
და დაელაპარაკა მწდეთუხუცესი ფარაონს და უთხრა: „ჩემი ცოდვები მახსენდება დღეს.
10
ფარაონი განურისხდა თავის მსახურებს, და გადამცა მე ტუსაღად მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად.
11
და დაგვესისზმრა სიზმარი ერთ ღამეს მეც და მასაც, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი სიზმარი დაგვესიზმრა.
12
იქ ჩვენთან ერთად იყო ერთი ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. და ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები, და აგვიხსნა მან ისინი საკუთრივ.
13
და როგორც აგვიხსნა ჩვენ, ისე აგვიხდა: მე ჩემს სამსახურში დამაბრუნა, ის კი ხეზე ჩამოჰკიდა.“
14
და მიავლინა ფარაონმა იოსების მოსახმობად. და ის სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. მან გაიპარსა, გამოიცვალა სამოსელი და წარუდგა ფარაონს.
15
და უთხრა იოსებს ფარაონმა: „მესიზმრა მე სიზმარი, და არავინაა მისი ამხსნელი. და მე გავიგე შენზე, რომ იცი სიზმრების ახსნა.“
16
და მიუგო იოსებმა ფარაონს: „მე რა შემიძლია, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ.“
17
და უამბო ფარაონმა იოსებს: „სიზმარში ვნახე, აჰა, ვდგავარ მდინარის პირას.
18
და აჰა, ნილოსიდან ამოდის შვიდი ხორცსავსე და ლამაზი ძროხა და ლელიანში დაიწყეს ძოვა.
19
აჰა, სხვა შვიდი ძროხა, უძლური, მეტისმეტად უგვანი და ხორცდაყრილი ამოჰყვა მათ. მთელ ეგვიპტეში მათზე უგვანო არაფერი მინახავს.
20
და შეჭამეს ხორცდაყრილმა და უგვანმა ძროხებმა ის შვიდი ხორცსავსე ძროხა.
21
და ჩაინთქნენ მათ მუცლებში, და არ ეტყობოდათ, რომ ისინი ჩაინთქნენ მათ მუცლებში, და ისეთივე უსახონი დარჩნენ, როგორებიც იყვნენ, და გამომეღვიძა.
22
და კვლავ ვიხილე სიზმარში: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი.
23
და აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, გამომშრალი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ.
24
და ჩაყლაპეს ამ თავთავებმა ის შვიდი საღი თავთავი. და ვუამბე მე ეს გრძნეულებს, მაგრამ ვერავინ ამიხსნა.“
25
და უთხრა იოსებმა ფარაონს: „ამ სიზმრებს ერთი ახსნა აქვს, რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნობს ფარაონს:
26
შვიდი საღი ძროხა შვიდი წელია, და შვიდი საღი თავთავიც შვიდი წელია; ეს ერთი სიზმარია.
27
და შვიდი ძროხა, მჭლე და უგვანი, მათ შემდეგ ამოსული, შვიდი წელია. და შვიდი ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული თავთავიც შიმშილობის შვიდი წელიწადია.
28
ეს არის, რაც ფარაონს ვუთხარი; ღმერთმა უჩვენა ფარაონს, რის გაკეთებასაც აპირებს.
29
და აი, მოდის დიდმოსავლიანი შვიდი წელი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.
30
და დადგება შიმშილობის შვიდი წელიწადი მათ შემდეგ და გაქრება ბარაქა ეგვიპტეში, და შიმშილი გააჩანაგებს ქვეყანას.
31
და აღარავის ეცოდინება, რომ სიუხვე იყო ქვეყანაში, იმ შიმშილობის გამო, რომელიც შემდეგ დადგება, რადგან ის მეტისმეტად მძიმე იქნება.
32
და რაკი გაუმეორდა სიზმარი ფარაონს, ეს ნიშნავდა, რომ გადაწყვეტილია ღვთისაგან ეს საქმე და ღმერთი დაააჩქარებს მის აღსრულებას.
33
და ახლა გამონახოს ფარაონმა გამჭრიახი და ბრძენი კაცი და დაუყენოს ეგვიპტის ქვეყანას განმგებლად.
34
ასე უნდა გააკეთოს ფარაონმა: ზედამხედველები დაადგინოს ქვეყანაში, რათა მოსავლის მეხუთედი ახდევინონ ხალხს შვიდ მოსავლიან წელიწადში.
35
და დააგროვონ ამ მომავალი დოვლათიანი წლების მთელი საზრდო, დაახვავონ მარცვალი ფარაონის გამგებლობაში ქალაქთა საზრდოდ, და გაუფრთხილდნენ.
36
და იყოს ეს საზრდო ქვეყნისათვის მარაგად შვიდწლიანი შიმშილობის დროს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ დადგება, და არ გაწყდება ქვეყანა შიმშილით.“
37
და მოეწონათ ნათქვამი ფარაონსა და მის მსახურთ.
38
და უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: „ნუთუ ვიპოვით ჩვენ ისეთ კაცს, როგორიც ეს არის, რომელშიც ღვთის სულია?“
39
და უთხრა ფარაონმა იოსებს: „რაკი ღმერთმა გაუწყა ეს, აქ არავინაა შენზე გამჭრიახი და ბრძენი!
40
შენ იქნები ჩემი სახლის გამგებელი და შენს ბაგეს დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი. და მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.“
41
და უთხრა ფარაონმა იოსებს: „აჰა, დამიდგენიხარ ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.“
42
და წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა იოსებს ხელზე. და შემოსა იგი ბისონის სამოსლით, და ჩამოჰკიდა მას ოქროს ჯაჭვი კისერზე.
43
და ბრძანა მოეტარებინათ იგი თავისი მეორე ეტლით და ეყვირათ მის წინაშე: „დაიჩოქეთ!“ და დაადგინა იგი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
44
და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მე ვარ ფარაონი და უშენოდ თითსაც ვერავინ გაანძრევს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.“
45
და უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი, და მისცა მას ცოლად ასენათი, ონის ქურუმის – ფოტიფერაყის ასული. და ცნობილი გახდა იოსები ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.
46
30 წლისა იყო იოსები, როცა წარდგა ეგვიპტის ფარაონის წინაშე. და გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა მთელი ეგვიპტის ქვეყანა.
47
და სიუხვის შვიდწლეულში გამოიღო მიწამ დიდი მოსავალი.
48
და შეაგროვა მან შვიდი წლის საზრდო – მოსავალი, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში, და მოიმარაგა საზრდო ქალაქებში. თითოეულ ქალაქს თავის გარშემო მინდვრებიდან მოწეული საზრდო დაურიგა.
49
და დაახვავა იოსებმა მარცვლეული ზღვის ქვიშასავით, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან აღარ იყო სათვალავი.
50
შიმშილობის წლების დადგომამდე იოსებს შეეძინა ორი ვაჟი, რომლებიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა.
51
და დაარქვა იოსებმა პირმშოს სახელად მანაშე, რაც ნიშნავს: „დამავიწყა მე ღმერთმა მთელი ჩემი ტანჯვა და სახლი მამაჩემისა.“
52
და უწოდა მეორეს სახელად ეფრემი, რაც ნიშნავს: „ნაყოფიერ-მყო მე ღმერთმა ჩემი ტანჯვის ქვეყანაში.“
53
და გასრულდა შვიდი წელიწადი სიუხვისა, ეგვიპტის ქვეყანაში რომ იდგა.
54
და დაიწყო შიმშილობის შვიდი წელიწადი, როგორც ნათქვამი ჰქონდა იოსებს. და იყო შიმშილობა ყველა ქვეყანაში, ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური.
55
და დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. და უთხრა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს: „მიდით იოსებთან და, როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით.“
56
და იყო შიმშილობა მთელს მიწის პირზე და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში ძლიერდებოდა.
57
და ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ ეგვიპტეში იოსებთან პურის საყიდლად, რადგან შიმშილი მძვინვარებდა მთელ ქვეყანაზე.
← Chapter 40
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 42 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50