bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 13
Genesis 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 14 →
1
და წამოვიდნენ აბრამი და თავისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებით ნეგებისაკენ, მათთან იყო ლოტიც.
2
ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით.
3
და გაემართა ნეგებიდან ბეთელისაკენ, სადაც უწინ მისი კარავი იდგა ბეთელსა და ღაის შორის,
4
სადაც მან ადრე სამსხვერპლო ააგო, და სადაც მოუხმობდა უფლის სახელს.
5
და ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მიდიოდა, ჰყავდა ცხვარი და ძროხა და ჰქონდა კარვები.
6
და ვერ იტევდა მათ ქვეყანა ერთად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ვეღარ ეტეოდნენ ერთად.
7
და იყო დავა აბრამისა და ლოტის მწყემსებს შორის. ქანაანელები და ფერიზელები სახლობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
8
და უთხრა აბრამმა ლოტს: „ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ ჩვენ.
9
განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ შენ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.“
10
აღაპყრო ლოტმა თვალები და იხილა იორდანეს მთელი ხეობა ცოყარამდე, რომელიც მთლიანად სარწყავი იყო ცოყარის მისადგომებამდე; ვიდრე უფალი მოსპობდა სოდომსა და გომორას, იყო იგი როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა მიწა.
11
და ამოირჩია ლოტმა თავისთვის იორდანეს მთელი ხეობა, და წავიდა ლოტი აღმოსავლეთისაკენ, და განცალკევდა კაცი თავისი ძმისაგან.
12
აბრამი დასახლდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დასახლდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
13
ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
14
და უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: „აახილე თვალი და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ.
15
მთელს ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს მოდგმას გაძლევთ უკუნისამდე.
16
და ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს მოდგმას. და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის აღრიცხვას, მაშინ შენი მოდგმაც აღირიცხება.
17
ადექი და მოიარე ეს ქვეყანა, მისი სიგრძე და განი, რადგან შენ მოგცემ მას.“
18
და აშალა კარვები აბრამმა და მივიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია. და აუგო იქ სამსხვერპლო უფალს.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50