bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 29
Genesis 29
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 30 →
1
და კვლავ დაადგა იაკობი გზას და წავიდა აღმოსავლელთა ქვეყნისაკენ.
2
და მიმოიხედა და დაინახა ჭა ველზე, და მასთან ცხვრის სამი ფარა გაწოლილა, რადგან იმ ჭიდან ასმევდნენ ფარებს წყალს. დიდი ქვა ეფარა ჭას თავზე.
3
და როცა მოგროვდებოდნენ იქ ფარები, გადააგორებდნენ ხოლმე მწყემსები ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს. და შემდეგ ისევ აფარებდნენ ჭას ამ ქვას.
4
„სადაურები ხართ, ძმებო?“ – ჰკითხა იაკობმა მწყემსებს. და მიუგეს: „ხარანელები ვართ.“
5
და უთხრა: „თუ იცნობთ ლაბანს, ნახორის ძეს?“ თქვეს: „ვიცნობთ.“
6
და უთხრა მათ: „ხომ მშვიდობითაა?“ უპასუხეს: „მშვიდობითაა. აგერ, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოერეკება.“
7
თქვა: „ჯერ ხომ არ გასულა დღე, ადრეა საქონლის თავმოყრა. დაარწყულეთ ცხვარი და წაასხით საძოვრად.“
8
თქვეს: „ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიკრიბება და არ გადმოაგორებენ ქვას ჭის პირიდან; მხოლოდ მაშინ დავარწყულებთ ცხვარს.“
9
ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა მათ იაკობი, რომ რახელმა მორეკა მამამისის ცხვარი, რადგან იგი მწყემსავდა ცხვარს.
10
და როცა დაინახა იაკობმა რახელი, ლაბანის ასული, თავისი დედის ძმისშვილი, და ლაბანის, თავისი დედის ძმის ცხვარი, მივიდა და გადააგორა ქვა ჭის პირიდან, და დაარწყულა ლაბანის, თავისი დედის ძმის ცხვარი.
11
და აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა.
12
და ამცნო იაკობმა რახელს, რომ იგი მისი მამის დის, რებეკას, შვილი იყო. გაიქცა რახელი და მამას შეატყობინა.
13
და როგორც კი გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი, გამოიქცა მის შესაგებებლად, გადაეხვია, გადაკოცნა და შინ შეიყვანა. და იაკობმა მოუთხრო ლაბანს მთელი ეს ამბავი.
14
და უთხრა მას ლაბანმა: „ნამდვილად ჩემი სისხლი და ხორცი ხარ! და დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე.“
15
და უთხრა ლაბანმა იაკობს: „ჩემი ნათესავი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა უნდა იყოს შენი საზღაური?“
16
ორი ასული ჰყავდა ლაბანს, უფროსს სახელად ლეა ერქვა, უმცროსს – რახელი.
17
სუსტი თვალები ჰქონდა ლეას, ხოლო რახელი მოხდენილი იყო ტანად და მშვენიერი შესახედად.
18
შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: „შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისთვის.“
19
თქვა ლაბანმა: „მიჯობს, შენ მოგცე იგი, ვიდრე სხვა კაცს. დარჩი ჩემთან!“
20
და შვიდი წელი ემსახურებოდა იაკობი რახელისთვის. და ეს შვიდი წელი რამდენიმე დღედ ეჩვენებოდა იაკობს, ისე უყვარდა იგი.
21
და უთხრა იაკობმა ლაბანს: „მომეცი ჩემი ცოლი, რადგან მოვიდა დრო და შევალ მასთან.“
22
შეკრიბა ლაბანმა მთელი იქაური ხალხი და გამართა ნადიმი.
23
საღამო ჟამს აიყვანა ლეა, თავისი ასული, და შეიყვანა ის იაკობთან. და შევიდა იაკობი ლეასთან.
24
და მისცა ლაბანმა ზილფა, თავისი მხევალი ლეას, თავის ასულს, მხევლად.
25
და ნახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან, და უთხრა ლაბანს: „ეს რა მიყავი? განა რახელისთვის არ გემსახურე? რად მომატყუე?“
26
და თქვა ლაბანმა: „ჩვენში წესად არ არის უფროსზე ადრე უმცროსის გათხოვება.
27
ბარემ გაასრულე საქორწინო შვიდი წელი და მერე რახელსაც მოგცემ იმ შრომისათვის, რასაც გასწევ ჩემთან კიდევ შვიდ წელიწადს.“
28
იაკობიც ასე მოიქცა: გაასრულა ის შვიდი წელიც და ლაბანმა მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად.
29
და მისცა ლაბანმა ბილჰა, თავისი მხევალი რახელს, თავის ასულს, მხევლად.
30
შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც უყვარდა ლეაზე მეტად. და ემსახურებოდა ლაბანს მისთვის კიდევ შვიდ წელიწადს.
31
როცა დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა, გახსნა მისი საშო. რახელი კი უნაყოფო იყო.
32
დაორსულდა ლეა და შვა ძე და დაარქვა სახელად რეუბენი და თქვა: „დაინახა უფალმა ჩემი ტანჯვა, ამიერიდან შემიყვარებს ჩემი ქმარი.“
33
და კვლავ დაორსულდა და შვა ძე და თქვა: „დაინახა უფალმა, რომ მოძულებული ვარ და მომცა ეს ძეც.“ და უწოდა მას სახელად სიმეონი.
34
და დაორსულდა კვლავ, და შვა ძე, და თქვა: „ამიერიდან შემომევლება ჩემი ქმარი, რადგან სამი ძე ვუშვი.“ ამიტომაც უწოდა სახელად ლევი.
35
და კვლავ დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: „ამიერიდან განვადიდებ უფალს.“ ამიტომ უწოდა მას სახელად იუდა. და შეწყვიტა შობა.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50