bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 42
Genesis 42
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 43 →
1
და გაიგო იაკობმა, რომ იპოვება პური ეგვიპტეში, და უთხრა თავის ვაჟებს: „რას უყურებთ ერთმანეთს?
2
გავიგე, რომ არის პური ეგვიპტეში. ჩადით იქ და იყიდეთ პური, რათა შიმშილით არ დავიხოცოთ!“
3
და ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში.
4
და ბენიამინი, იოსების ძმა, არ გააყოლა იაკობმა მის ძმებს, იფიქრა: უბედურება არ შეემთხვესო.
5
და მივიდნენ ისრაელის ძენი პურის საყიდლად სხვა მიმსვლელთა შორის, რადგან იყო შიმშილი ქანაანის ქვეყანაში.
6
იოსები იყო იმ ქვეყნის განმგებელი. იგი ასყიდებდა მარცვლეულს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები მასთან და მდაბლად დაუკრეს თავი.
7
დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო ისინი. მაგრამ არ გაუმხილა მათ თავი, და მკაცრად ელაპარაკა, და უთხრა: „საიდან მოხვედით?“ და უთხრეს: „ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად.“
8
იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი.
9
და გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა. და უთხრა მათ: „მსტოვრები ხართ თქვენ და ამ ქვეყნის დასაზვერად მოხვედით.“
10
უთხრეს მათ: „არა, ბატონო! საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი.
11
ყველანი ერთი მამის შვილები ვართ, პატიოსანი ხალხი ვართ. მსტოვრები არ არიან შენი მსახურნი!“
12
უთხრა იოსებმა: „არა, ამ ქვეყნის დასაზვერად მოხვედით თქვენ!“
13
მათ უთხრეს: „12 ძმანი ვიყავით შენი მსახურნი, ერთი კაცის შვილები, ქანაანის ქვეყანაში. უმცროსი ახლა მამასთანაა, ერთი კი აღარა გვყავს.“
14
და თქვა იოსებმა: „ასეა, როგორც გითხარით, მსტოვრები ხართ-მეთქი.
15
უნდა გამოგცადოთ, ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, თუ თქვენი უმცროსი ძმა აქ არ მოვა.
16
გაგზავნეთ ერთი თქვენგანი, და მოიყვანოს თქვენი ძმა. დანარჩენები დატყვევებულები იქნებით. და შემოწმდება თქვენი სიტყვები. და თუ მართლები არა ხართ, მაშინ, ვფიცავ ფარაონს, მსტოვრები ყოფილხართ.“
17
და გაუშვა ისინი საპყრობილეში სამი დღით.
18
და უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: „ასე გააკეთეთ და ცოცხლები დარჩებით. ღვთის მოშიში ვარ მე.
19
თუ თქვენ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა იმ საპყრობილეში, სადაც თქვენა ხართ, თქვენ კი წადით, მიიტანეთ პური თქვენს დამშეულ სახლში.
20
აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი.“ და ასეც მოიქცნენ.
21
უთხრეს ერთმანეთს: „მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი.“
22
და მიუგო რეუბენმა და უთხრა მათ: „ხომ გეუბნებოდით, ნუ შესცოდავთ-მეთქი ბავშვის წინააღმდეგ, და არ გამიგონეთ. და აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.“
23
მათ არ იცოდნენ, რომ ესმოდა იოსებს მათი სიტყვები, რაკი თარჯიმანი იდგა მათ შორის.
24
და მოცილდა მათ იოსები და ატირდა. მერე კვლავ მიუბრუნდა მათ და ელაპარაკა, სიმეონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა.
25
და ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ტომრები, მათი გადახდილი ფული მათ ტომრებში ჩაებრუნებინათ, და საგზალი მიეცათ. ასეც გააკეთეს.
26
და აჰკიდეს პური სახედრებს და წავიდნენ.
27
და გახსნა ერთმა თავისი ტომარა, რათა მიეცა საკვები სახედრისათვის ღამის თევისას, და დაინახა თავისი ვერცხლი ტომარაში.
28
და უთხრა მან თავის ძმებს: „უკან დაუბრუნებიათ ჩვენი ვერცხლი, აი, ჩემს ტომარაშია.“ და გულები შეუკრთათ და ერთმანეთს კანკალით უთხრეს: „ეს რას გვიშვრება ღმერთი?“
29
და მივიდნენ იაკობთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში, და უამბეს მას ყოველივე, რაც შეემთხვათ, ამ სიტყვებით:
30
„მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი, მსტოვრებად მიგვიჩნია.
31
ვუთხარით: ‘არა ვართ მსტოვრები, პატიოსანი ხალხი ვართ;
32
12 ძმანი ვიყავით, ძენი მამაჩვენისა, ახლა ერთი გვაკლია, უმცროსი კი მამასთანაა, ქანაანის ქვეყანაში.’
33
გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: ‘ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა დამიტოვეთ, თქვენ კი აიღეთ პური დამშეული თქვენიანებისთვის და წადით.
34
მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და დავიჯერებ, რომ პატიოსნები ხართ და არა ხართ მსტოვრები. და დაგიბრუნებთ თქვენს ძმას, და მშვიდობით გაივლით ამ ქვეყანას.’“
35
ცლიდნენ ისინი თავიანთ ტომრებს, და აჰა, თითოეულის ვერცხლის ქისა ტომარაშია. და დაინახეს თავ-თავიანთი ვერცხლის ქისები, მათ და მათმა მამამ, და შეეშინდათ.
36
და უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: „შვილები წამართვით – იოსები აღარ მყავს! სიმეონი აღარ მყავს! ახლა ბენიამინი მიგყავთ. ყველაფერი თავს დამატყდა!“
37
და უთხრა რეუბენმა მამას: „ჩემი ორი შვილი მომიკალი, თუ უკან არ მოგიყვანო ბენიამინი! მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ!“
38
უთხრა მას მამამ: „არ წამოვა თქვენთან ჩემი შვილი, რადგან მისი ძმა მოკვდა, ეს კი მარტოდ დარჩა. და თუ შეემთხვევა ფათერაკი იმ გზაზე, რომელზეც დგახართ, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში!“
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 43 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50