bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 37
Genesis 37
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 38 →
1
და ცხოვრობდა იაკობი მამამისის ხიზნობის ქვეყანაში – ქანაანში.
2
ეს არის იაკობის მოდგმის ამბავი: იყო იოსები 17 წლისა, როცა ფარას მწყემსავდა თავის ძმებთან ერთად, ეხმარებოდა თავისი მამის ცოლების – ბილჰასა და ზილფას ძეებს. და მიჰქონდა იოსებს ცუდი ამბები მათზე თავის მამასთან.
3
ისრაელს უყვარდა იოსები თავის ყველა ძეზე მეტად, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი. და აჩუქა მას ჭრელი კვართი.
4
და დაინახეს ძმებმა, რომ უყვარდა იგი მამას ყველა თავის ძეზე მეტად, და მოიძულეს იგი, და ამრეზილი ელაპარაკებოდნენ მას.
5
და ნახა იოსებმა სიზმარი და უამბო თავის ძმებს, და მათ უფრო მეტად შეიძულეს იგი.
6
უთხრა მათ: „მოისმინეთ, აი, რა სიზმარი მესიზმრა:
7
აჰა, ვითომც ძნებსა ვკონავთ შუა ნამკალში და წამოდგა ჩემი ძნა და ზე აღიმართა. და გარსშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას.“
8
და უთხრეს ძმებმა: „ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ ბატონად გაგვიხდები?“ და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრებისა და სიტყვების გამო.
9
კიდევ ნახა მან სხვა სიზმარი, და უამბო თავის ძმებს: „აჰა, კიდევ ვნახე სიზმარი, ვითომც მზე და მთვარე და 11 ვარსკვლავი მცემდნენ თაყვანს.“
10
და როცა ეს უამბო თავის მამასა და თავის ძმებს, გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: „რა არის ეს სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ უნდა მოვიდეთ მე და დედაშენი, და შენი ძმები, და მდაბლად უნდა გცეთ თაყვანი?“
11
გაცხარდნენ ძმები, ხოლო მამამისმა გულში შეინახა ეს ამბავი.
12
და წავიდნენ მისი ძმები შექემში თავიანთი მამის ფარის დასამწყემსად.
13
და უთხრა ისრაელმა იოსებს: „შენი ძმები ხომ ცხვარს მწყემსავენ შექემში. მოდი, გაგაგზავნი მათთან.“ და უპასუხა მან: „მე მზადა ვარ!“
14
და უთხრა მას: „წადი და ნახე, თუ მშვიდობით არიან შენი ძმები და ფარა, და მომიტანე ამბავი.“ და გაგზავნა იგი ხებრონის ველიდან, და მივიდა შექემში.
15
იპოვნა იგი ერთმა კაცმა ველზე გზაარეული და ჰკითხა მას: „რას ეძებ?“
16
მან თქვა: „ჩემს ძმებს ვეძებ; მითხარი, სად აძოვებენ?“
17
და უთხრა იმ კაცმა: „აქედან დაიძრნენ, გავიგონე რომ ამბობდნენ, დოთანში წავიდეთო.“ და დაადგა იოსები თავისი ძმების კვალს, და იპოვნა ისინი დოთანში.
18
დაინახეს იგი შორიდან და, ვიდრე მიუახლოვდებოდა მათ, განიზრახეს მისი მოკვლა.
19
და უთხრეს ერთმანეთს: „აჰა, სიზმარა მოდის!
20
მოდი ახლა და მოვკლათ, ჩავაგდოთ სადმე ჭაში, და ვთქვათ, რომ ნადირმა შეჭამა იგი. და ვნახოთ, როგორ ახდება მისი სიზმრები.“
21
და გაიგონა ეს რეუბენმა, და იხსნა იგი მათი ხელიდან, უთხრა ძმებს: „ნუ წავართმევთ სიცოცხლეს!
22
ნუ დაღვრით სისხლს! ჩააგდეთ იგი იმ ჭაში, უდაბნოში რომ არის, და ხელს ნუ აღმართავთ მასზე.“ ამას ამბობდა, რათა ეხსნა იგი მათი ხელიდან და დაებრუნებინა მამასთან.
23
და როგორც კი მივიდა ძმებთან იოსები, გახადეს მას ჭრელი კვართი, რომელიც ეცვა.
24
აიყვანეს და ჩააგდეს ჭაში. ის ჭა ცარიელი იყო, წყალი არ იდგა შიგ.
25
ის იყო დასხდნენ ისინი პურის საჭმელად, რომ გაიხედეს და დაინახეს ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან. აქლემებს ეკიდათ გუნდრუკი, ბალზამი და საკმეველი ეგვიპტეში ჩასატანად.
26
და უთხრა იუდამ ძმებს: „რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
27
მოდით, მივყიდოთ ისმაელიანებს. ნუ იქნება მასზე ჩვენი ხელი, რადგან ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი.“ და დაუჯერეს ძმებმა.
28
ხოლო როცა ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოსწიეს და ამოიყვანეს იოსები ჭიდან, და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. და მათ წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.
29
და მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და აჰა, აღარ არის ჭაში იოსები, და შემოიხია სამოსელი რეუბენმა.
30
და დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: „ბავშვი აღარ არის! რა ვქნა ახლა, სად წავიდე?“
31
და აიღეს ძმებმა იოსების კვართი, და ამოავლეს იგი დაკლული თხის სისხლში.
32
და მიუტანეს მამას ეს კვართი და უთხრეს: „ეს ვიპოვეთ. ნახე, შენი შვილის კვართი ხომ არ არის?“
33
და იცნო მამამ და თქვა: „ჩემი შვილის კვართია. მძვინვარე ნადირს შეუჭამია იგი! დაუგლეჯია იოსები!“
34
და შემოიხია იაკობმა სამოსელი, და შემოიხვია ძაძა წელზე, და დიდხანს გლოვობდა შვილს.
35
და ადგნენ მისი ძენი და მისი ასულნი, რათა ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინდომა მან ნუგეშისცემა, და ამბობდა: „მგლოვიარე ჩავალ ჩემ შვილთან შავეთში!“ და დიდხანს გლოვობდა მამა თავის ძეს.
36
ხოლო მიდიანელებმა ეგვიპტეში მიჰყიდეს იოსები ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, ქონდაქართხუცესს.
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 38 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50