bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 17
Genesis 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 18 →
1
იყო აბრამი 99 წლისა, როცა გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. იარე ჩემს წინაშე და წრფელი იყავი.
2
და დავდებ ჩემს აღთქმას მე და შენს შორის, და ძლიერ გაგამრავლებ.“
3
და დაემხო აბრამი პირქვე; და უთხრა მას ღმერთმა:
4
„აჰა, ჩემი აღთქმა შენთან: შენ გახდები მრავალი ხალხის მამა!
5
და ამიერიდან აღარ გერქმევა შენ სახელად აბრამი, არამედ აბრაამი, რადგან მრავალი ხალხის მამად გაქცევ.
6
და ძლიერ გაგამრავლებ და მრავალი ერი წარმოიშობა შენგან, და მეფენი წარმოიშობიან შენგან.
7
და დავდებ აღთქმას მე და შენს შორის და შენს შთამომავალთა შორის თაობიდან თაობამდე, საუკუნო აღთქმას, რომ შენი და შენი მოდგმის ღმერთი ვიქნები.
8
და მოგცემთ შენ და შენს მოდგმას, შენი ხიზნობის ქვეყანას – ქანაანის მთელს ქვეყანას – საუკუნო საკუთრებად და მე ვიქნები მათი ღმერთი.“
9
და შემდეგ უთხრა ღმერთმა აბრაამს: „ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა მოდგმამ თაობიდან თაობამდე.
10
ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა მე და თქვენს შორის და შენს მოდგმას შორის თაობიდან თაობამდე: წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა.
11
დაიცვითეთ ჩუჩის წვერი, და იყოს ეს ნიშნად აღთქმისა მე და თქვენს შორის.
12
რვა დღისამ დაიცვითოს თქვენში ყოველმა მამრმა თაობიდან თაობამდე, შინ შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი თესლისაგანი.
13
წინადაიცვითოს შენს სახლში შობილმა და შენმა ვერცხლით ნაყიდმა, და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე საუკუნო აღთქმად.
14
და წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა.“
15
და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „აღარ უწოდო შენს ცოლს სარაი, არამედ სარა იყოს სახელი მისი.
16
ვაკურთხებ მას, და ძესაც შეგძენ მისგან, მე ვაკურთხებ მას და ერები და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.“
17
და დაემხო აბრაამი პირქვე და გაეცინა, გულში თქვა: „ნუთუ შვილი შეეძინება 100 წლის კაცს? ნუთუ შვილს დაბადებს 90 წლის სარა?“
18
და უთხრა აბრაამმა ღმერთს: „ნეტავ, ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე!“
19
და უთხრა ღმერთმა: „სწორედ რომ სარა, შენი ცოლი, გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად ისააკს! და დავდებ მასთან და მის მოდგმასთან ჩემს აღთქმას საუკუნოდ.
20
ისმაელზეც ვისმინე შენი თხოვნა და ვაკურთხებ მას, ნაყოფიერს გავხდი და გავამრავლებ მას დიდად. 12 მთავარი გამოვა მისგან და დიდი ერის მამამთავარი გახდება იგი.
21
და ჩემს აღთქმას დავამყარებ ისააკთან, რომელსაც სარა გიშობს გაისად, დღეისსწორს.“
22
და დაამთავრა ღმერთმა ლაპარაკი აბრაამთან და ამაღლდა მისგან.
23
და აიყვანა აბრაამმა ისმაელი, თავისი ძე, და ყოველი თავის სახლში შობილი, და ყოველი ვერცხლით ნაყიდი, ყოველი მამრი თავისი სახლისა, და წინადაცვითა მათ სწორედ იმ დღეს, როგორც უთხრა მას ღმერთმა.
24
აბრაამი იყო 99 წლისა, როდესაც დაიცვითა ჩუჩის წვერი.
25
და ისმაელი, მისი ძე, 13 წლისა იყო, როდესაც აბრაამმა დაუცვითა მას ჩუჩის წვერი.
26
სწორედ იმ დღეს წინადაიცვითეს აბრაამმა და მისმა ძემ, ისმაელმა,
27
და მისი სახლის ყოველმა მამრმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელთაგან ვერცხლით ნაყიდმა; ყველა ამათ მასთან ერთად წინადაიცვითეს.
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50