bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 18
Genesis 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 19 →
1
და გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხასთან, კარვის წინ, შუადღის პაპანაქებაში მჯდომს.
2
გაიხედა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო. დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და მდაბლად თაყვანი სცა მათ.
3
და უთხრა: „ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ ჩაუვლი შენს მსახურს!
4
მოვატანინებ ცოტა წყალს და დაგბანენ ფეხს, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში.
5
ლუკმა პურს მოვიტან და დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მსახურის კარზე გამოიარეთ!“ და უთხრეს: „გააკეთე, რასაც ამბობ!“
6
და სწრაფად მივიდა აბრაამი სარას კარავთან, და უთხრა: „აბა, საჩქაროდ სამი საწყაო გამტკიცული ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე!“
7
შემდეგ ნახირისკენ გაიქცა აბრაამი და აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, და მისცა იგი თავის მსახურს, და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის გამზადებას.
8
გამოუტანათ ერბო და რძე, და გამზადებული ხბო, და წინ დაუწყო. ხოლო თვითონ იდგა მათ გვერდით, ხის ქვეშ, ვიდრე ისინი ჭამდნენ.
9
და ჰკითხეს მას: „სად არის სარა, შენი ცოლი?“ და უპასუხა მან: „აქვეა, კარავში.“
10
შემდეგ უთხრა მას ერთმა მათგანმა: „გაისად ამ დროს ნამდვილად დავბრუნდები შენთან. და ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს.“ სარა კარვის კარს უკან იდგა და ყველაფერი ესმოდა.
11
და მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი. დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას.
12
და გაეცინა გულში სარას და თქვა: „რა სიამე უნდა განვიცადო, როცა უკვე დავბერდი? და ჩემი ქმარიც მოხუცებულია.“
13
და უთხრა უფალმა აბრაამს: „რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო?
14
უფლისთვის ხომ შეუძლებელი არაფერია? დათქმულ ჟამს დავბრუნდები შენთან, გაისად, და სარას უკვე ძე ეყოლება.“
15
და უარყო სარამ და თქვა: არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. და უპასუხეს მას: „არა, შენ გაიცინე!“
16
და ადგნენ იქიდან ეს კაცები, და მზერა მიაპყრეს სოდომს. და აბრაამი გაჰყვა მათ გასაცილებლად.
17
და თქვა უფალმა: „დავუფარო აბრაამს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?
18
აბრაამი ხომ დიდი და ძლიერი ხალხი გახდება, ქვეყნის ყველა ხალხი კურთხეული იქნება მისით,
19
რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ – იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა შეუსრულოს უფალმა აბრაამს, რასაც შეჰპირდა.“
20
და თქვა უფალმა: „გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორაზე და ძალზე დამძიმდა მათი ცოდვები.
21
ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაღწია.“
22
და გაემართნენ ეს კაცები იქიდან სოდომისაკენ. აბრაამი კი ჯერ კიდევ იდგა უფლის წინაშე.
23
და მიეახლა აბრაამი უფალს და უთხრა: „ნუთუ მართალ კაცს უკეთურთან ერთად დაღუპავ?
24
ეგების იყოს 50 მართალი ამ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს იქ მყოფი 50 მართლის გამო?
25
შორს შენგან ეს საქმე, რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო, და მართალსაც ის ეწიოს, რაც უკეთურს! შორს შენგან! არ ეგების, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა უსამართლოდ განსაჯოს!“
26
და უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.“
27
მიუგო მას აბრაამმა: „აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი მე, მტვერმა და ნაცარმა:
28
ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ მაინც დაღუპავ ქალაქს?“ და უთხრა უფალმა: „არ დავღუპავ, თუ ვპოვებ იქ ორმოცდახუთს.“
29
და განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: „40 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გამო.“
30
და თქვა აბრაამმა: „ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: 30 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ იქ ოცდაათს.“
31
კვლავ უთხრა მას: „აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი. 20 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არ დავღუპავ იმ ოცის გამო.“
32
და თქვა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: „10 რომ აღმოჩნდეს?“ და უთხრა: „არც იმ ათის გამო დავღუპავ.“
33
და წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. და აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილზე.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50