bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 27
Genesis 27
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 28 →
1
და როცა დაბერდა ისააკი და დაუსუსტდა თვალისჩინი და ვეღარ ხედავდა, მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს და უთხრა: „შვილო ჩემო!“ და მან მიუგო: „აქა ვარ.“
2
და უთხრა ისააკმა: „აჰა, დავბერდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები.
3
ახლა აიღე შენი საჭურველი, და შენი მშვილდ-ისარი, გადი ველად და ნანადირევი მომიტანე,
4
და მომიმზადე კერძი, მე რომ მიყვარს. მომიტანე და შევჭამ, რომ გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა, სანამ ცოცხალი ვარ.“
5
და ესმოდა რებეკას ისააკის ეს საუბარი ესავთან, თავის ძესთან. და გავიდა ესავი ველად სანადიროდ, ნანადირევის მოსატანად.
6
ხოლო რებეკამ უთხრა იაკობს, თავის ძეს: „მე მოვისმინე, რომ მამაშენი ესავს, შენს ძმას ეუბნებოდა:
7
მომიტანე ნანადირევი და მომიმზადე კერძი და შევჭამ, რომ გაკურთხოო უფლის წინაშე ჩემი სიკვდილის წინ.
8
ახლა, გამიგონე, შვილო, რასაც გეტყვი:
9
წადი ფარაში და ორი კარგი თიკანი მომიყვანე, რომ მოვუმზადო მამაშენს მისი საყვარელი კერძი.
10
და მიართვი მამაშენს, რომ შეჭამოს და გაკურთხოს სიკვდილის წინ.“
11
უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: „ჩემი ძმა ესავი რომ ბანჯგვლიანი კაცია, მე კი უბალნო ვარ?
12
რომ შემახოს ხელი მამაჩემმა, ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში? კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე.“
13
უთხრა მას დედამ: „ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე და მომიტანე.“
14
წავიდა ის, აიყვანა თიკნები, და მოჰგვარა დედას. და მოამზადა დედამისმა კერძი, ისააკს რომ უყვარდა.
15
და აიღო რებეკამ თავისი უფროსი ძის, ესავის, ძვირფასი სამოსელი, შინ რომ ჰქონდა, და შემოსა იაკობი, თავისი უმცროსი ძე.
16
ხელები და კისერი კი თიკნის ტყავით დაუფარა.
17
და მისცა იაკობს, თავის ძეს ხელში კერძი და პური, რომელიც მოამზადა.
18
და მივიდა იგი მამასთან და უთხრა: „მამაჩემო!“ და უპასუხა მან: „აქა ვარ. რა იყო? რომელი ხარ, შვილო?“
19
და უთხრა იაკობმა მამას: „ესავი ვარ, შენი პირმშო; გავაკეთე, როგორც მითხარი. წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა.“
20
და უთხრა ისააკმა თავის ძეს: „რა მალე გინადირია, შვილო?“ და თქვა: „იმიტომ რომ უფალი, შენი ღმერთი, შემეწია.“
21
და უთხრა ისააკმა: „მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო შვილო, მართლა ჩემი ძე ხარ შენ ესავი თუ არა?“
22
და მიუახლოვდა იაკობი მამამისს, ისააკს. და შეახო ხელი მან, და თქვა: ხმა – იაკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია!
23
და ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა, და აკურთხა იგი.
24
და თქვა: „მაშ შენა ხარ ჩემი ძე ესავი?“ მან უპასუხა: – „მე ვარ!“
25
უთხრა ისააკმა: „მომაწოდე, შევჭამო ეგ ნანადირევი, შვილო, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა.“ და მიაწოდა და შეჭამა. მიუტანა ღვინოც, და შესვა.
26
და უთხრა ისააკმა, მამამისმა: „მომეახლე და მეამბორე, შვილო!“
27
და მიეახლა და ეამბორა მას. და როცა იყნოსა მან სუნი მისი სამოსისა, აკურთხა იგი და თქვა: „აჰა, სუნი ჩემი ძისა, როგორც სუნი ველისა, რომელიც აკურთხა უფალმა.
28
და მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, და უხვად პური და ღვინო!
29
და გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! იბატონე შენს ძმებზე და თაყვანი გცენ დედაშენის ძეთ. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხებელი შენი!“
30
როგორც კი დაასრულა ისააკმა იაკობის კურთხევა, და გავიდა იაკობი, დაბრუნდა ესავი, მისი ძმა, ნადირობიდან.
31
მანაც მოამზადა გემრიელი საჭმელი და მიართვა მამამისს, და უთხრა: „ადექი მამაჩემო და ჭამე შენი ძის ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა!“
32
და უთხრა მას ისააკმა, მამამისმა: „რომელი ხარ შენ?“ და თქვა ესავმა: „მე ვარ შენი ძე, შენი პირმშო, ესავი.“
33
და შეძრწუნდა ისააკი და თქვა: „ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომიტანა და შენს მოსვლამდე მაჭამა? ის ვაკურთხე, ვიდრე შენ მოხვიდოდი და კურთხეული ის იქნება!“
34
მამის სიტყვები რომ გაიგონა ესავმა, ხმამაღლა და მწარედ ამოიგმინა. და უთხრა მამას: „მეც მაკურთხე, მამაჩემო!“
35
და უთხრა მან: „ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო საშენო კურთხევა.“
36
თქვა ესავმა: „ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოობა წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია.“ და თქვა: „ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა?“
37
და პასუხად უთხრა ისააკმა: „შენს ბატონად დავაყენე იგი და ყველა მისი ძმა მივეცი მას მსახურად, და პურითა და ღვინით ავავსე, და შენ რაღა გიყო, შვილო?“
38
და უთხრა ესავმა მამას: „ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა, მამაჩემო? მეც მაკურთხე, მამაჩემო!“ და ხმამაღლა ატირდა ესავი.
39
და მიუგო ისააკმა, მამამისმა: „ნაყოფიერი მიწისგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი და შორს ცის ცვარისგან.
40
შენმა მახვილმა გარჩინოს და შენს ძმას ემსახურებოდე. დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს.“
41
და გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც იგი აკურთხა მამამ. და თქვა გულში: „ახლოვდება დღენი მამაჩემის გლოვისა და მაშინ მოვკლავ ჩემს ძმას, იაკობს.“
42
და მიუტანეს რებეკას ესავის სიტყვები, თავისი უფროსი ძისა. და მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს, და უთხრა: „აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი!
43
ახლა მომისმინე, შვილო, ადექი და ჩემს ძმასთან, ლაბანთან, გაიქეცი ხარანში.
44
და ერთხანს იცხოვრე მასთან, სანამ ბრაზი გაუვლის შენს ძმას.
45
რომ დაცხრება რისხვა შენი ძმისა და დაივიწყებს, რაც უყავი მას, გამოვგზავნი ვინმეს და წამოგიყვან იქიდან. რატომ უნდა დაგკარგოთ ორივენი ერთ დღეს?“
46
და უთხრა რებეკამ ისააკს: „სიცოცხლე შემაძულეს ხეთელმა ქალებმა. თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღასთვის მინდა სიცოცხლე?“
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50