bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 30
Genesis 30
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 31 →
1
და დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. და უთხრა იაკობს: „მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები.“
2
განურისხდა რახელს იაკობი და თქვა: „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ მუცლის ნაყოფს მე გიბრკოლებდე?“
3
და უთხრა ქალმა: „აჰა, ბილჰა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა გავშვილიანდე მისგან.“
4
და მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად, და შევიდა იაკობი მასთან.
5
და დაორსულდა ბილჰა და უშვა იაკობს ძე.
6
და თქვა რახელმა: „განმსაჯა ღმერთმა და კიდეც შეისმინა ჩემი და მომცა ძე.“ ამიტომ დაარქვა სახელად მას დანი.
7
და კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და უშვა მეორე ძე იაკობს.
8
და თქვა რახელმა: „ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც.“ და დაარქვა ძეს სახელად ნაფთალი.
9
და დაინახა ლეამ, რომ შეუწყდა შვილიერება. და მისცა ზილფა, თავისი მხევალი, იაკობს ცოლად.
10
და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს ძე.
11
და თქვა ლეამ: „საბედნიეროდ!“ და უწოდა ვაჟს სახელად გადი.
12
და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, მეორე ძე იაკობს.
13
და თქვა ლეამ: „ნეტარი ვარ, რადგან ნეტარად შემრაცხენ ქალები.“ და დაარქვა სახელად ძეს აშერი.
14
გავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორები, და მიართვა ისინი ლეას, თავის დედას. და უთხრა რახელმა ლეას: „მიწილადე შენი შვილის მანდრაგორები.“
15
და უთხრა მან: „არ გეყო, რომ ქმარი წამართვი და ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?“ და უთხრა მას რახელმა: „კარგი, ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, ოღონდ მომეცი შენი შვილის მანდრაგორები.“
16
და როცა დაბრუნდა იაკობი ველიდან საღამო ჟამს, გამოეგება ლეა და უთხრა: „შემოდი ჩემთან, რადგან გამოგისყიდე ჩემი ძის მანდრაგორებით.“ და დაწვა მასთან იგი იმ ღამეს.
17
და უსმინა ღმერთმა ლეას და დაორსულდა, და უშვა მეხუთე ძე იაკობს.
18
და თქვა ლეამ: „საზღაურად მომცა ღმერთმა, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს.“ და უწოდა ბავშვს სახელად ისაქარი.
19
და კვლავ დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეექვსე ძე.
20
და თქვა ლეამ: „დიდებული საჩუქარი მარგუნა ღმერთმა! ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ძე ვუშვი მას.“ და დაარქვა სახელად ძეს ზებულუნი.
21
შემდეგ შვა ასული და დაარქვა სახელად დინა.
22
და გაიხსენა ღმერთმა რახელი, უსმინა მას ღმერთმა და გაუხსნა საშო.
23
და დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: „ამაშორაო ღმერთმა შერცხვენას.“
24
და დაარქვა სახელად იოსები, და თქვა: სხვა ძესაც შემძენსო უფალი.
25
მას შემდეგ, რაც შვა რახელმა იოსები, უთხრა იაკობმა ლაბანს: „გამიშვი, რომ ჩემს მხარეში, ჩემს ქვეყანაში წავიდე.
26
გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის გემსახურებოდი და წავალ, რადგან შენ თავად უწყი, როგორ გემსახურებოდი.“
27
და უთხრა მას ლაბანმა: „ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! ნამკითხავები მაქვს, რომ შენს გამო მაკურთხა უფალმა.“
28
და კვლავ თქვა: „მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ.“
29
და უთხრა მას იაკობმა: „შენ თავად უწყი, როგორ გემსახურე და როგორ გამრავლდა შენი ფარები ჩემს ხელში.
30
რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და გაგიმრავლდა. და გაკურთხა შენ უფალმა ჩემი მოსვლით. და როდისღა ვიზრუნო ჩემს სახლზე?“
31
და თქვა ლაბანმა: „რა მოგცე?“ და თქვა იაკობმა: „ნუ მომცემ ნურაფერს, თუ გამიკეთებ იმ საქმეს, რასაც გეტყვი, კვლავ დავმწყემსავ შენს ფარებს და მოვუვლი მათ.
32
დღეს გავიაროთ შენს ფარებში. გამოარჩიე იქიდან ყველა ხატულა და ჭრელი ცხვარი, და ყველა შავი ცხვარი, და ჭრელი და ხატულა თხა – ეს იყოს ჩემი გასამრჯელო.
33
ადვილად დარწმუნდები ჩემს სიმართლეში ხვალ, როცა გასამრჯელოს გასასტუმრებლად მოხვალ: და თუ ნახავ, რომ მე გასამრჯელოში ამიყვანია ჩემთვის ხატულა, ჭრელი ან შავი ფერის ცხვრის ან თხის გარდა სხვა პირუტყვი, ნაქურდლად ჩამითვალე.“
34
და თქვა ლაბანმა: „კეთილი, ეგრე იყოს!“
35
და ცალკე გარეკა იმ დღეს ლაბანმა ყველა ხატულა და ჭრელი ვაცი, ყველა ხატულა და ჭრელი დედა ცხვარი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი, და თავის შვილებს ჩააბარა.
36
და დასცილდა ის სამი დღის სავალზე იაკობს, რომელიც მწყემსავდა ლაბანის დანარჩენ ფარას.
37
და აიღო იაკობმა ალვის ხის, ნუშისა და ჭადრის ნედლი წნელები, და ალაგ-ალაგ შემოჭრა ქერქი ისე, რომ თეთრი ზოლები გამოჩენილიყო.
38
და დაჭრელებული წნელები ჩააწყო დასარწყულებელ გეჯებში, სადაც მოდიოდა ფარა წყლის სასმელად და მოსული პირუტყვი ახურდებოდა ხოლმე.
39
და ხურდებოდა ცხვარი ამ წნელებთან და შობდნენ ხატულა, ხალებიან და ჭრელ ბატკნებს.
40
და გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს, და ლაბანის ხატულა და შავი ფარისაკენ უზამდა პირს. თავისი პირუტყვი კი ცალკე ჰყავდა და არ აჩერებდა ლაბანის ფარასთან.
41
და ჯანსაღი ფარის ახურებისას ცხვრის თვალწინ ჩაყრიდა ხოლმე იაკობი წნელებს გეჯებში, რომ ახურებულიყვნენ ისინი.
42
თუ ფარა სუსტი იყო, წნელებს არ ჰყრიდა გეჯებში. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს – ჯანსაღი.
43
და დიდად გამდიდრდა იაკობი, და ჰყავდა მრავალი ცხვარი, მხევლები და მსახურები, აქლემები და ვირები.
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50