bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 3
Genesis 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 4 →
1
გველი ყველაზე ცბიერი იყო ველის ცხოველთა შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა. და უთხრა გველმა დედაკაცს: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?“
2
და მიუგო დედაკაცმა გველს: „რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა,
3
ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთო, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ დაიხოცებითო.“
4
და უთხრა გველმა დედაკაცს: „არ დაიხოცებით.
5
მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.“
6
დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი ჩანდა საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, და მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. და მისცა თავის ქმარს და კაცმაც შეჭამა.
7
და აეხილათ თვალები ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. და გადააკერეს ლეღვის ფოთლები და წინსაფენები გაიკეთეს.
8
და გაიგონეს ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი ბაღის ხეებს შორის.
9
და დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: „ადამ, სადა ხარ?“
10
და მიუგო ადამმა: „შენი ხმა გავიგონე ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.“
11
და ჰკითხა მან: „ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? ნუთუ იმ ხის ნაყოფი შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?“
12
და უთხრა ადამმა: „შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.“
13
და ჰკითხა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: „ეს რა ჩაიდინე?“ და თქვა დედაკაცმა: „გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.“
14
და უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: „რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი შენი სიცოცხლე!
15
მე მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, და შენს მოდგმასა და დედაკაცის მოდგმას შორის: მისი მოდგმა თავს გაგიჭეჭყავს; შენ კი მას ქუსლს დაუგესლავ!“
16
და დედაკაცს უთხრა: „სატანჯველს გაგიმრავლებ; ფეხმძიმობას გაგიძნელებ; ტანჯვით შობ შვილებს, ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.“
17
და ადამს უთხრა: „რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამაც მე აგიკრძალე, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით ღებულობდე მისგან საზრდოს მთელი შენი სიცოცხლე!
18
და ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს მან და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო!
19
პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგან ხარ აღებული, რადგან მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი!“
20
და დაარქვა ადამმა თავის ცოლს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21
და უქმნა უფალმა ღმერთმა ადამს და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა ისინი.
22
და თქვა უფალმა ღმერთმა: „ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. ახლა, ვაითუ, გაიწოდოს ხელი და მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, შეჭამოს და მარადიულად იცოცხლოს!“
23
და გაუშვა ადამი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24
და განდევნა იგი, ედემის ბაღს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი დაუყენა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი გზის დასაცავად.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50