bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 39
Genesis 39
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 38
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 40 →
1
ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში და იყიდა იგი ისმაელიანთაგან ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, ქონდაქართუხუცესმა, ეგვიპტელმა.
2
და უფალი იყო იოსებთან, და ყველაფერში ხელი ემართებოდა. და ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში.
3
და დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი.
4
და ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში, და ემსახურებოდა მას. და დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი მას ჩააბარა.
5
და მას შემდეგ, რაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად, აკურთხა უფალმა სახლი ამ ეგვიპტელისა იოსების გამო, და იყო კურთხევა უფლისა ყველაფერზე, რაც ებადა შინ და გარეთ.
6
და დატოვა ყველაფერი, რაც ებადა, იოსების ხელში. და აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა სასმელ-საჭმელისა. და იყო იოსები მშვენიერი თვალად და ტანად.
7
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“
8
და იუარა იოსებმა, და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: „ჩემმა ბატონმა არც კი იცის, რა არის სახლში, მთელი თავისი საბადებელი ხელში ჩამაბარა.
9
არავინაა ჩემზე დიდი ამ სახლში. და ჩემთვის არაფერი დაუკავებია მას, შენს გარდა, რადგან ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“
10
ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს, მაგრამ ვერ დაიყოლია მასთან დაწოლაზე და ყოფნაზე.
11
ერთ დღეს იოსები შევიდა სახლში თავის საქმეზე, როცა შინ არავინ იყო.
12
ჩაებღაუჭა ქალი მის მოსასხამს, ამ სიტყვებით: „დაწექი ჩემთან!“ იოსებმა მას ხელში შეატოვა თავისი მოსასხამი და გარეთ გავარდა.
13
როცა დაინახა ქალმა, რომ ხელში შეატოვა იოსებმა მოსასხამი და გარეთ გავარდა,
14
დაუძახა თავისი სახლის კაცებს, და უთხრა: „ხედავთ, მოგვიყვანა მან ებრაელი კაცი ჩვენს დასაცინად! შემოვიდა ჩემთან დასაწოლად, მაგრამ ხმამაღლა ვიყვირე.
15
და როცა გაიგონა ჩემი კივილი, შემომატოვა თავისი მოსასხამი, გარეთ გავარდა და გაიქცა.“
16
და ედო გვერდით იოსების მოსასხამი მისი ბატონის შინ დაბრუნებამდე,
17
და მოუთხრო მას ეს ამბავი, ამ სიტყვებით: „შემოვიდა ჩემთან შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემს დასაცინად!
18
და როცა ხმას ავუმაღლე და ვიკივლე, შემომატოვა თავისი მოსასხამი და გაიქცა!“
19
როცა მოისმინა მისმა ბატონმა თავისი ცოლის სიტყვები, ასე და ასე მომექცაო შენი მსახური, ძალზე განრისხდა იგი.
20
და წაიყვანა იოსები მისმა ბატონმა, და გადასცა იგი საპყრობილეს, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეული. და იყო იგი იქ, საპყრობილეში.
21
მაგრამ უფალი იყო იოსებთან და მოჰფინა მას წყალობა, და კეთილად გამოაჩინა იგი საპყრობილის უფროსის თვალში.
22
და ჩააბარა საპყრობილის უფროსმა ყველა პატიმარი, ვინც კი საპყრობილეში იყო, იოსებს და მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა.
23
საპყრობილის უფროსი აღარაფერზე ზრუნავდა, რადგან უფალი იყო იოსებთან და რასაც აკეთებდა, უფალი ყველაფერში ხელს უმართავდა.
← Chapter 38
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 40 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50