bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 1
Ezekiel 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 2 →
1
როცა ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს მე დევნილთა შორის ვიყავი მდინარე ქებარის პირას, ცა გაიხსნა და ვიხილე ღვთიური ხილვები.
2
თვის მეხუთე დღეს (ეს იყო მეფე იეჰოიაქინის ტყვეობის მეხუთე წელს),
3
გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდელს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას; და იყო იქ მასზე უფლის ხელი.
4
და მე ვიხილე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, ძლიერი ღრუბლები და ელვარე ცეცხლი და ციალი მის ირგვლივ, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი.
5
და მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის მსგავსი სახე ჰქონდათ.
6
თითოეულ მათგანს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა.
7
სწორი ფეხები ჰქონდათ და ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და ტანი ბრინჯაოსავით უელავდათ;
8
და ადამიანის ხელები მოუჩანდათ ფრთებქვეშ, ოთხივე მხარეს. ოთხივეს ჰქონდა სახე და ფრთები.
9
ერთმანეთს ეხებოდა მათი ფრთები, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას, თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა.
10
შესახედაობა მათი სახისა კი ასეთი იყო: სახე ადამიანისა და სახე ლომისა ოთხივეს მარჯვენა მხარეს ჰქონდა; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და ორბის სახე ოთხივე მათგანს;
11
ოთხივეს სახე და ფრთები ზემოთკენ ჰქონდათ მიმართული; ორ-ორი ფრთა ერთმანეთზე ჰქონდათ გადაჭდობილი, ორ-ორი ფრთით ტანს იფარავდნენ.
12
თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა იქით, საითაც სულს მიჰყავდა, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალებდნენ სიარულისას.
13
შესახედაობა ამ ცხოველებისა გაღვივებული ნაკვერცხლების მსგავსი იყო; რაღაც ალივით მიმოდიოდა ცხოველებს შორის; ნათება იყო ცეცხლის ირგვლივ და ელვა გამოდიოდა ცეცხლიდან.
14
ეს ცხოველები იქით-აქეთ აწყდებოდნენ, ელვის მსგავსად.
15
ვუყურებდი ამ ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალი იყო მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხივე მხარეს.
16
შესახედაობა ამ ბორბლებისა და მათი ნაკეთობა მსგავსი იყო ქრიზოლითისა. ერთნაირი იყო ოთხივე და ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ჩაუსვამთო.
17
როცა მოძრაობდნენ, ოთხივე მხარეს მიდიოდნენ, სვლისას არ უხვევდნენ.
18
და მათი ბორბლების ფერსოები გრძელი და საშინელი იყო. და მათი ოთხივე ბორბლის ფერსოები გარშემო სავსე იყო თვალებით.
19
და როდესაც ეს ცხოველები მოძრაობდნენ, ბორბლებიც თან მიჰყვებოდნენ, და როდესაც მიწიდან აიწევდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ მაღლა.
20
საითაც გაიწევდა სული წასასვლელად, იქით მიდიოდნენ, საითაც არ უნდა გაეწია წასასვლელად, ბორბლებიც მოძრაობდნენ მათ კვალობაზე, რადგან ცოცხალ არსებათა სული ედგათ ბორბლებს.
21
მათი სვლისას ისინიც მიდიოდნენ და გაჩერებისას ისინიც ჩერდებოდნენ. მათი აწევით ბორბლებიც იწეოდნენ მიწიდან მათ კვალობაზე, რადგან ცოცხალ არსებათა სული ედგათ ბორბლებს.
22
ცხოველთა თავს ზემოთ თითქოს ბროლის გასაოცარი თაღი იყო გადაჭიმული.
23
თაღს ქვემოთ მათი გაშლილი ფრთები ერთმანეთს უსწორდებოდა. თითოეულს ორ-ორი ფრთა უფარავდა სხეულს ერთ მხარეს და მეორე მხარეს.
24
და მესმოდა მათი მოძრაობისას მათი ფრთების შრიალი, როგორც ხმა მრავალი წყლისა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როგორც ხმა ამბოხისა, როგორც ხმა საბრძოლო ბანაკისა; როცა ჩერდებოდნენ, ფრთებს ჩამოყრიდნენ ხოლმე.
25
და ხმა გადმოდიოდა თაღიდან, რომელიც მათ თავს ზემოთ იყო გადაჭიმული. როცა ჩერდებოდნენ, ფრთებს ჩამოყრიდნენ ხოლმე.
26
თაღს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი იდგა, მსგავსი საფირონის ქვისა, და ამ ტახტზე ადამიანის მსგავსი რამ იჯდა.
27
და მე ვიხილე რაღაც გავარვარებული ლითონივით, ცეცხლის მაგვარი მის შიგნით და მის ირგვლივ, მის წელს ზემოთ; და მის წელს ქვემოთ და ირგვლივ ვიხილე რაღაც ცეცხლი და ციალი იყო მის ირგვლივ.
28
როგორც ცისარტყელა ჩანს წვიმიან ღრუბლებში, ისეთი იყო ის ციალი. უფლის დიდების მსგავსი იყო ეს ხილვა. და როცა ვიხილე, პირქვე დავემხე და მომესმა ხმა მეტყველისა.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48