bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 3
Ezekiel 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 4 →
1
და მან მითხრა მე: ადამის ძევ, შეჭამე, რასაც შენს წინ ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს.
2
და გავაღე მე პირი და მან შემაჭამა ის გრაგნილი.
3
და მითხრა მე: ადამის ძევ, გამოკვებე შენი მუცელი და გაავსე შენი სტომაქი ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. და მე შევჭამე ის, და მეტკბო პირში, როგორც თაფლი.
4
და მითხრა მე: ადამის ძევ, წადი, მიდი ისრაელის სახლში და ელაპარაკე მათ ჩემი სიტყვებით,
5
რადგან არა გაურკვეველი მეტყველებისა და მძიმე ენის ხალხთან გაგზავნი, არამედ ისრაელის სახლთან.
6
არა მრავალ გაურკვეველი მეტყველებისა და მძიმე ენის ხალხებთან, რომელთა ლაპარაკსაც ვერ გაიგებ; მათთან რომ გამეგზავნე, ისინიც კი მოგისმენდნენ შენ;
7
მაგრამ ისრაელის სახლი არ ისურვებს მოგისმინოს, რადგან მათ არ სურთ ჩემი მოსმენა, რადგან ისრაელის სახლს სქელი შუბლი აქვს და ჯიუტი გული.
8
აჰა, მე გავასასტიკე შენი სახე მათი სახესავით, გავასქელე შენი შუბლი მათი შუბლივით.
9
კაჟზე მაგარი ალმასივით გავხადე შენი შუბლი; ნუ შეგეშინდება მათი და ნუ შეგაკრთობს მათი სახე, რადგან მეამბოხეთა სახლია ის.
10
და მითხრა მე: ადამის ძევ, ყოველი ჩემი სიტყვა, რომელსაც მე გეტყვი, გულში ჩაიდე და ყურებში გაიყარე.
11
წადი და მიდი ტყვეობაში მყოფებთან, შენი ხალხის შვილებთან, და ელაპარაკე მათ და უთხარი: „ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი.“ მოგისმენენ, თუ არ მოგისმენენ.
12
და ამიტაცა მე სულმა და მომესმა ჩემს უკან ძლიერი ხმაური, ისეთი, თითქოს მიწა იძრაო: კურთხეულია უფლის დიდება მის ზეციურ სავანეში!
13
და შრიალი იმ ოთხი ცხოველის ფრთებისა, და ხმა ბორბლებისა, მათ გვერდით რომ მოძრაობდნენ და ხმა ძლიერი შეზანზარებისა.
14
და ამიტაცა სულმა მე და წამიყვანა. და მივდიოდი მე გამწარებული და რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე.
15
და მივედი ტყვეობაში მყოფებთან, რომლებიც თელ-აბიბში ცხოვრობდნენ, მდინარე ქებარის პირას, და სადაც ისინი ცხოვრობდნენ, იქ დავრჩი მათთან შვიდ დღეს გაოგნებული.
16
და შვიდი დღის ბოლოს იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ:
17
ადამის ძევ, ისრაელის სახლის გუშაგად დაგაყენე და ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და გააფრთხილებ მათ ჩემი სახელით.
18
როდესაც მე ვეტყვი ბოროტს: შენ მოკვდები-მეთქი და შენ არ გააფრთხილებ მას რომ ბოროტი გზები მიატოვოს, რათა გადარჩეს, ის ბოროტი თავის ურჯულოებაში მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.
19
მაგრამ თუ შენ აფრთხილებდი ბოროტს და ის არ მოიქცა თავისი ბოროტებიდან და თავისი ბოროტი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი შენს სულს იხსნი.
20
და თუ მართალი განდგება თავისი სიმართლიდან და იქმს უსამართლობას, მაშინ, როცა მე დავდებ მის წინაშე დაბრკოლებას და მოკვდება იგი, მაშინ, თუ შენ არ აფრთხილებდი მას, ის თავის ცოდვაში მოკვდება და არ მოიხსენება მისი მართალი საქმენი, რომელნიც უკეთებია; მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.
21
შენ კი, თუ გააფრთხილებ მართალს, რომ არ შესცოდოს, და არ შესცოდავს, გადარჩება, რადგან გაფრთხილდა, შენ კი იხსნი შენს სულს.
22
და იყო ჩემზე იქ ხელი უფლისა და მითხრა: ადექი, გადი ველად და იქ დაგელაპარაკები.
23
ავდექი და გავედი ველად. და, აჰა, უფლის დიდება იდგა იქ, მსგავსი დიდებისა, რომელიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას. და პირქვე დავემხე.
24
და შემოვიდა ჩემში სული და დამაყენა ფეხზე, და მელაპარაკა და მითხრა: წადი, ჩაიკეტე შენს სახლში.
25
და შენ, ადამის ძევ, აჰა, დაგადებენ ბორკილებს და შეგკრავენ და ვეღარ ივლი მათ შორის.
26
და შენს ენას სასაზე აგაკრავ და დამუნჯდები, და აღარ ეყოლები მათ მამხილებლად, რადგან მეამბოხე სახლია ის.
27
და როცა დაგელაპარაკები, გავხსნი შენს ბაგეებს და ეტყვი მათ: „ასე ამბობს უფალი ღმერთი!“ მსმენელმა ისმინოს; ვისაც არ სურს, ნუ მოისმენს; რადგან მეამბოხე სახლია ის.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48