bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 17
Ezekiel 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 18 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! გამოიცანი გამოცანა და უთხარი იგავი ისრაელიანთ.
3
და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: დიდი ორბი, ფართოფრთებიანი, გრძელნაკრტენიანი, ხშირბუმბულიანი, ჭრელი ბუმბულით დაფარული, მოფრინდა ლიბანში და კენწერო მოგლიჯა კედარს.
4
მოტეხა მისი მთავარი ყლორტი და წაიღო ქანაანის ქვეყანაში და მოვაჭრეთა ქალაქში დადო.
5
და აიღო იმ ქვეყნის თესლი და ჩათესა ნაყოფიერ ველზე, სადაც წყალი უხვად იყო, და ტირიფივით დარგო.
6
აღმოცენდა იგი და შეიქმნა რტოგაშლილი ვაზი, დაბალი, მისი ლერწები ორბისაკენ მიიწევდა და მისი ფესვებიც მის ქვეშ იყო. და შეიქმნა ვაზი და გამოიტანა წიდნები და გაუშვა ბაბილონი.
7
და იყო ერთი დიდი ორბი, ფართოფრთებიანი და ხშირბუმბულიანი; და ამ ვაზმა მიმართა თავისი ფესვები მისკენ და თავისი ლერწები მისკენ გაიშვირა, რათა მას მოერწყა ეს ვაზი მისი ნარგავის კვალიდან.
8
კარგ ნიადაგში იყო იგი დარგული უხვ წყლებთან, რათა ამოეყარა მორჩები და მოესხა ნაყოფი, რომ გამხდარიყო საუცხოო ვაზი.
9
უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: წარმატება თუ ექნება? განა მის ფესვებს არ ამოძირკვავენ და მის ნაყოფს არ მოგლეჯენ და არ გახმება იგი? ყველა მისი ყლორტი გახმება. და არ იქნება საჭირო დიდი ძალა და მრავალი ხალხი, რათა აღმოფხვრან იგი ძირფერსვიანად.
10
და, აჰა, დარგულია, მაგრამ თუ აღორძინდება? განა არ გახმება, როცა აღმოსავლეთის ქარი ეკვეთება? იმავე კვლებში გახმება, სადაც გაიზარდა.
11
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
12
უთხარი მეამბოხე სახლს: ნუთუ არ იცით რას ნიშნავს ეს? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმს და წაიყვანა მისი მეფე და მისი მთავარნი, და მიიყვანა ისინი თავისთან ბაბილონში.
13
და სხვა ვინმე წაიყვანა სამეფო მოდგმიდან და აღთქმა დაუდო მას და დაადებინა ფიცი, და ძლიერნი იმ ქვეყნისა წაიყვანა თავისთან,
14
რათა ყოფილიყო სამეფო დამდაბლებული და არ ამაღლებულიყო, მაგრამ დაეცვა მასთან კავშირი და მტკიცედ მდგარიყო.
15
ხოლო ის აუჯანყდა მას, მოციქულები გაგზავნა ეგვიპტეში, რათა მიეცათ მისთვის ცხენები და ბევრი ხალხი; მაგრამ განა წარმატება ექნება მას? განა გადარჩება ამის გამკეთებელი? მან აღთქმა დაარღვია და გადარჩება?
16
ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – თუ თავისი გამმეფებელი მეფის ქვეყანაში, ბაბილონში, არ მოკვდეს ის, ვინც არაფრად ჩააგდო ფიცი, რომ ჩემი აღთქმა დაერღვია.
17
დიდი ლაშქრითა და დიდძალი ხალხითაც ვერაფერს უშველის მას ფარაონი ამ ომში, როცა აღიმართება მიწაყრილები და აიგება საბრძოლო გოდლები მრავალი სულის გასაჟლეტად.
18
არაფრად ჩააგდო ფიცი, რომ ჩემი აღთქმა დაერღვია; და, აჰა, მისცა თავისი ხელი და ყოველივე ეს გააკეთა მან; ვერ გადარჩება.
19
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ცოცხალი ვარ მე! ჩემს ფიცს, რომელიც აბუჩად აიგდო, და ჩემს აღთქმას, რომელიც დაარღვია, მის თავზე დავათევ!
20
და ვესვრი მას ჩემს ბადეს და მოემწყვდევა ჩემს სათხეველში; მოვიყვან მას ბაბილონში და იქ განვსჯი მას მისი მუხთლობისთვის, რომლითაც მიმუხთლა მე.
21
და მისი რაზმებიდან ყველა გაქცეული, მახვილით დაეცემა და გადარჩენილთ ყველა ქარს გავატან; და მაშინ მიხვდებით, რომ მე, უფალმა, ვთქვი ეს.
22
ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავიღებ ტოტს მაღალი კედარიდან და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ყველაზე ნაზს და მაღალ და ასვეტილ მთაზე დავრგავ.
23
ისრაელის უმაღლეს მთაზე დავრგავ მას და გაშლის ტოტებს და გამოიღებს ნაყოფს; და გახდება დიდებული კედარი; და მის ქვეშ დაბინავდება ყველა ფრინველი, ყველა ფრთოსანი მის შტოთა ჩრდილში დაიბუდებს.
24
და გაიგებს ველის ყველა ხე, რომ მე ვარ უფალი, რომელიც ვადაბლებ მაღალ ხეს, ვამაღლებ დაბალ ხეს, ვახმობ ნედლ ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალი ვამბობ ამას და აღვასრულებ.
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48