bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 28
Ezekiel 28
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 29 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! უთხარი ცორის მთავარს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რადგან აღზევდა შენი გული და ამბობდი, მე ვარო ღმერთი, ღმერთის სამკვიდრებელი დავიმკვიდრეო ზღვის გულში, თუმცა ადამიანი ხარ და არა ღმერთი, ღმერთის გულს კი უტოლებ შენს გულს, –
3
აჰა, შენ დანიელზე ბრძენი ხარ, არ არსებობს საიდუმლო შენგან დაფარული;
4
შენი სიბრძნით და შენი გონებით მოიხვეჭე ქონება, ოქრო-ვერცხლით გაავსე შენი საგანძურები,
5
შენი დიდი სიბრძნით, ვაჭრობით გაამრავლე შენი დოვლათი, და აღზევდა შენი გული შენი დოვლათით.
6
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან შენი გული ღმერთის გულს გაუტოლე,
7
ამიტომ, აჰა, მოგისევ უცხოელებს, უსასტიკესთ ხალხთა შორის, და იშიშვლებენ მახვილებს შენი სიბრძნის მშვენების წინააღმდეგ და დააბნელებენ შენს ბრწყინვალებას.
8
საფლავში ჩაგიყვანენ და ზღვების გულში დახოცილთა სიკვდილით მოკვდები.
9
განა ეტყვი შენს მკვლელს: მე ღმერთი ვარო, როცა ადამიანი ხარ შენს დამღუპველთა ხელში და არა ღმერთი.
10
წინადაუცვეთელთა სიკვდილით მოკვდები უცხოთა ხელით, რადგან მე ვთქვი, – ამბობს უფალი ღმერთი.
11
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
12
ადამის ძევ! იტირე ცორის მეფეზე და უთხარი მას: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შენ ბეჭედი ხარ სრულყოფილებისა, სიბრძნით სავსე და მშვენებით სრული.
13
ედემში იმყოფებოდი, ღმერთის ბაღში; შემკული იყო შენი შესამოსელი ყოველგვარი პატიოსანი ქვით: ლალით, ტოპაზით და ალმასით, ქრიზოლითით, ონიქსით, იასპით, საფირონით, ზურმუხტით, ბივრილითა და ოქრო-ქვით; ოქროთი და მარგალიტით იყო გაკეთებული შენი საყურეები, შენი შექმნის დღეს იქნა ისინი დამზადებული.
14
შენ ცხებული ქერუბიმი იყავი, დამცველად დაგადგინე მე; შენ იყავი ღმერთის წმიდა მთაზე, და ცეცხლის ქვებს შორის დადიოდი.
15
უნაკლო იყავი შენს გზაზე შენი შექმნის დღიდან, სანამ არ აღმოჩნდა შენში უსამართლობა.
16
უზომო ნავაჭრმა აავსო შენი შიგნეულობა ძალადობით და შესცოდე; და მე გადაგაგდე ღმერთის მთიდან, როგორც უწმიდური, გაგაძევე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებიდან.
17
აღზევდა შენი გული შენი მშვენების გამო, დაღუპე შენი სიბრძნე შენი ამპარტავნების გამო; ამიტომაც მიწაზე დაგანარცხე, მეფეთა წინაშე დაგსვი გასამასხრებლად.
18
შენი მრავალი ურჯულოებით, შენი ვაჭრობის უსამართლობით შებღალე შენი საწმიდრები; და შენი შუაგულიდან ამოვიღებ ცეცხლს, რომელიც შეგჭამს შენ; და მე გაქცევ ნაცარ-მტვრად მიწაზე ყველა შენი მნახველის თვალწინ.
19
ყველა, ვინც გიცნობს შენ წარმართთა შორის, გაოცებულნი შეგხედავენ; საშინელებად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე.
20
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
21
ადამის ძევ! პირი ქენი ციდონისაკენ და იწინასწარმეტყველე მასზე.
22
და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, ციდონო, და განვდიდდები შენს შორის, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც აღვასრულებ მასზე სამართალს და გამოვაცხადებ ჩემს სიწმიდეს მასში;
23
და მოვუვლენ მას შავ ჭირსა და სისხლისღვრას ქუჩებში, და დაეცემიან მასში დახოცილნი მახვილით, ყოველი მხრიდან მათი შემჭმელი; და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
24
და აღარ იქნება ის ისრაელის სახლის მჩხვლეტავი ეკალი და შემაწუხებელი ხიჭვი, მათ შორის, ვინც გარს ახვევია და მისი მოძულენი არიან, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.
25
ასე ამბობს უფალი ღმერთი: როდესაც მე შევკრებ ისრაელის სახლს ხალხებიდან, რომლებშიც არიან გაფანტულნი, და გამოვაცხადებ მათში ჩემს სიწმიდეს წარმართთა თვალწინ, და დასახლდებიან თავიანთ მიწაზე, რომელიც მე მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს;
26
და დასახლდებიან მასზე უსაფრთხოდ, და ააშენებენ სახლებს, და ჩაყრიან ვაზს და იცხოვრებენ მშვიდად, როდესაც მე აღვასრულებ სამართალს ყველა მათ მოძულეზე მათ ირგვლივ, მაშინ მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48