bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 38
Ezekiel 38
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 39 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! პირი ქენი მაგოგელი გოგისკენ, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლესი მთავრისკენ და იწინასწარმეტყველე მასზე.
3
და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლესო მთავარო!
4
და მოგიტყუებ შენ და ჩანგლებს გაგიყრი ყბებში და გამოგიყვან შენ და მთელ შენს ლაშქარს, ცხენებსა და მხედრებს, ბრწყინვალედ დარახტულთ; მთელ ურდოს აბჯრითა და ფარით აღჭურვილს; ყველა მახვილის ამომწვდელს;
5
სპარსელთ, ქუშელთ და ფუტელთ, მათთან ერთად, და ყველა ფარ-მუზარადიანს;
6
გომერსა და მთელ მის ურდოს; თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი მისი ურდოებით; მრავალ ხალხს შენთან ერთად.
7
გაემზადეთ და საჭურველი აისხით შენ და მთელმა შენმა ურდომ, შენთან შემოკრებილმა, და იყავი მათი სარდალი!
8
მრავალი ხნის შემდეგ განემზადები და უკანასკნელ ჟამს შეხვალ მახვილს გადარჩენილ ქვეყანაში, მრავალი ხალხისგან შემოკრებილში, ისრაელის მთებზე, რომელიც მუდამ უკაცრიელი იყო; ისინი გამოვლენ ხალხებიდან და უზრუნველად იცხოვრებენ ყველანი.
9
აღიძვრებით, როგორც ქარიშხალი, წამოხვალთ, როგორც ღრუბელი, რათა დაფაროთ ქვეყანა შენ და შენმა ურდოებმა და შენთან მყოფმა უამრავმა სხვა ხალხებმა.
10
ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს აღგეძვრება ფიქრები გულში და განიზრახავ ბოროტ ზრახვებს,
11
და იტყვი: გავილაშქრებ გაუმაგრებელ ქვეყანაზე, დავეცემი მშვიდად და უსაფრთხოდ მცხოვრებთ, რომლებიც უკედლებოდ დამკვიდრებულან და ურდულები და კარებები არა აქვთ,
12
რათა გავძარცვო და მოვიხვეჭო, ვიალაფო და ხელი გავიწოდო ხელახლა აღორძინებულ ნანგრევებზე დასახლებულ წარმართთაგან გამოსულ ერზე, რომელმაც გაიმრავლა ცხვარ-ძროხა და დოვლათი, და, რომელიც ცხოვრობს ქვეყნის ჭიპზე.
13
შება და დედანი და ვაჭარნი თარშიშისა და მისი ბოკვრები გეტყვიან: ჩვენს გასაძარცვად მოხვედი? ნადავლის საალაფოდ შეკრიბე შენი ურდო, ოქრო-ვერცხლის წასაღებად, ცხვარ-ძროხის გასარეკად და დოვლათის დასატაცებლად, დიდი ძარცვით საძარცვავად?
14
ამიტომ იწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი გოგს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: განა იმ დღეს, როდესაც ჩემი ერი, ისრაელი, უსაფრთხოდ იცხოვრებს, არ გეცოდინება ეს?
15
და მოხვალ შენი სამყოფიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, შენ და შენი ურიცხვი ხალხი, ცხენებზე ამხედრებულნი, დიდი კრებული და დიდძალი ლაშქარი.
16
და აღიმართები ჩემს ერზე, ისრაელზე, როგორც ღრუბელი, რათა დაფარო ეს ქვეყანა: უკანასკნელ დღეებში მოხდება ეს, რომ მე წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა მიცნონ ხალხებმა, როცა ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ შენში, გოგ, მათ თვალწინ.
17
ასე ამბობს უფალი ღმერთი: განა შენ ის არა ხარ, რომელზეც ვლაპარაკობდი მე შორეულ წარსულში ჩემს მსახურთა, ისრაელის წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც წინასწარმეტყველებდნენ იმ დღეებში, რომ მე მოგიყვანდით მათ წინააღმდეგ.
18
და იქნება იმ დღეს, გოგის მოსვლის დღეს ისრაელის მიწაზე, – ამბობს უფალი ღმერთი, – როცა გოგი მოვა, აღეგზნება ჩემი გულისწყრომის რისხვა.
19
და ჩემი შურით, ჩემი მძვინვარების ცეცხლით ვთქვი მე: მართლაც იმ დღეს მოხდება დიდი ძვრა ისრაელის მიწაზე.
20
და შეიძვრებიან ჩემს წინაშე ზღვის თევზნი და ცის ფრინველნი, და ნადირნი ველისა და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მცოცავნი, ყოველი კაცი, რომელიც დედამიწის ზურგზეა; და ჩამოინგრევა მთები და ჩაიშლებიან უფსკრულები და ყველა ზღუდე დაეცემა მიწაზე.
21
და მოვუხმობ მის წინააღმდეგ ჩემს ყველა მთაზე მახვილს, – ამბობს უფალი ღმერთი, – და ყოველი კაცი მახვილს აღმართავს თავის ძმაზე.
22
და დავსჯი მას შავი ჭირითა და სისხლისღვრით; თავსხმა წვიმას და ქვის სეტყვას, ცეცხლსა და გოგირდს დავუშენ მასა და მის რაზმებს და იმ ურიცხვ ხალხებს, რომლებიც მასთან არიან.
23
და გამოვაჩენ ჩემს დიდებას და სიწმიდეს, და გამოვცხადდები მრავალი ხალხის თვალწინ, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 39 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48