bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 24
Ezekiel 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 25 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეცხრე წელს, მეათე თვის მეათე დღეს:
2
ადამის ძევ! ჩაიწერე ამ დღის სახელი, სწორედ ამ დღისა; ამ დღეს მოადგა ბაბილონის მეფე იერუსალიმს,
3
წარმოთქვი ურჩ სახლს იგავი და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შემოდგი ქვაბი ცეცხლზე, შემოდგი და ჩაასხი შიგ წყალი.
4
ჩაყარე შიგ ნაჭრები, კარგი ნაჭრები – ბარკლის და ბეჭის, ნარჩევი ძვლიანებით გაავსე.
5
საუკეთესო ცხვარი გამოარჩიე, და შეუკეთე ქვაბს შეშა, აადუღე, რომ ძვლებიც კი ჩაიხარშოს.
6
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი მოსისხლე ქალაქს, წაკალულ ქვაბს რომ ჰგავს, რომელსაც გესლი არა სცილდება. ნაჭერ-ნაჭერ წამოყარეთ, რჩევას ნუ დაუწყებთ.
7
რადგან მისი სისხლი მასში იყო. შიშველ კლდეზე დადო ის, არ დაღვარა მიწაზე, სადაც მას მტვერი დაფარავდა.
8
რათა გამეღვიძებინა რისხვა შურისძიებისთვის, მე დავდე მისი სისხლი შიშველ კლდეზე, რათა არ დაფარულიყო.
9
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი, სისხლში მოსვრილ ქალაქს! მეც გავაჩაღებ დიდ ხანძარს.
10
შეშას მოუმატე, გააჩაღე ცეცხლი, ჩახარშე ხორცი; წვენი დააშრეს და ძვლები ჩაიშალოს.
11
და ცარიელი ქვაბი ნაკვერჩხლებზე დადგი, რათა გამოიწვას, სპილენძი გავარვარდეს, და გადნეს მისი გესლი და გაქრეს მისი ნადედი.
12
და რამდენსაც არ უნდა ვარვარებდეს ქვაბი, შემხმარი გესლი არ ჩაიწვება ცეცხლში.
13
შენს სიბილწეშია ისეთი სისაძაგლე, რომ რამდენიც არ უნდა წმინდო, მაინც არ იწმინდები შენი სიბილწისაგან, ვიდრე არ დავაცხრობ ჩემს რისხვას შენზე.
14
მე, უფალმა, ვთქვი და ახდება; გავაკეთებ, არ დავაყოვნებ, არ დავინდობ, არ შევიბრალებ. შენი გზებისა და შენი ნამოქმედარისამებრ განგსჯი შენ! – ამბობს უფალი ღმერთი.
15
და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი:
16
ადამის ძევ! უეცარი სიკვდილით წავიყვან შენგან შენი თვალის სასურველს, მაგრამ შენ ნუ იგლოვ და ნურც იტირებ, ცრემლს ნუ დაიდენ.
17
ჩუმად ოხრავდე, მკვდრებს გლოვას ნუ გაუმართავ; თავსაბურავი შემოიხვიე და უხამური ნუ იქნები, წვერს ნუ დაიფარავ და უცხოთა პურს ნუ შეჭამ.
18
ველაპარაკე ხალხს დილით და საღამოთი მოკვდა ჩემი ცოლი; მეორე დღეს ისე გავაკეთე, როგორც მებრძანა.
19
და მითხრა მე ხალხმა: არ გვეუბნები, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, რასაც შენ აკეთებ?
20
და მე ვუთხარი მათ: უფლის სიტყვა იყო ჩემს მიმართ ნათქვამი:
21
უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე სალანძღავად ვაძლევ ჩემს საწმიდარს, თქვენი ძლიერების სიამაყეს, თქვენს თვალთა სასურველს, და თქვენი სულის სანუკვარს. თქვენი ძენი და ასულნი, რომელნიც მიატოვეთ, მახვილით დაეცემიან.
22
და თქვენც იმას გააკეთებთ, რაც მე გავაკეთე: წვერ-ულვაშს არ დაიფარავთ და უცხოთა პურს არ შეჭამთ;
23
საბურველი უნდა გქონდეთ თავზე და არ იყოთ უხამური; ნუ იგლოვებთ და ნუ იტირებთ. დადნებით თქვენს ცოდვებში და ერთმანეთს შესტირებთ.
24
და იქნება ეზეკიელი თქვენთვის მაგალითად და რაც მან გააკეთა, თქვენც იმას გააკეთებთ. და როცა ეს ახდება, მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.
25
და შენ, ადამის ძევ! იმ დღეს, როცა წავართმევ მათ ძლიერებას, მათი მშვენების სიხარულს, მათი თვალის სასურველს და უძვირფასესს მათი სულისა, მათ ძეთ და მათ ასულთ, –
26
იმ დღეს მოვა შენთან გადარჩენილი, რათა ყურში ჩაგასმინოს ამბავი.
27
იმ დღეს გაგეხსნება ბაგე გადარჩენილის მიმართ და ალაპარაკდები; აღარ დადუმდები მეტად და იქნები მათთვის სასწაულად; და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48