bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 35
Ezekiel 35
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 36 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! სეყირის მთისკენ ქენი პირი და იწინასწარმეტყველე მასზე.
3
და უთხარი მას: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, სეყირის მთაო, ხელს მოგიღერებ და გაქცევ ოხრად და ტიალად.
4
შენს ქალაქებს ნანგრევებად ვაქცევ და შენც გატიალდები და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი.
5
რაკი საუკუნოდ დაემტერე ისრაელიანთ და მახვილს მიუგდე ისინი მათი გასაჭირის ჟამს, უკანასკნელი დაღუპვის ჟამს,
6
ამიტომ, ცოცხალი ვარ მე, – ამბობს უფალი ღმერთი, – სისხლად გაგცევ და სისხლი დაგიწყებს დევნას; და რაკი სისხლი არ გძულდა, სისხლი დაგიწყებს დევნას.
7
ოხრად და ტიალად ვაქცევ სეყირის მთას, და გამვლელ-გამომვლელის ფეხს ამოვკვეთ იქ.
8
და გავავსებ მის ბორცვებს განგმირულებით. მახვილით განგმირულები დაეცემიან შენს ბორცვებსა და ხევებში, და შენს ღრანტეებში.
9
საუკუნოდ აგაოხრებ და შენი ქალაქები აღარ დასახლდებიან, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
10
რაკი ამბობდი, ჩემი იქნებაო ეს ორი ხალხი და ეს ორი ქვეყანა, და ჩვენ დავიმკვიდრებთო მათ, თუმცაღა უფალი იქ იყო.
11
ამიტომ, ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – თუ არ მოგექცე შენი რისხვისამებრ და შენი შურისამებრ, როგორც მოექეცი მათ შენი სიძულვილით, და გამოვცხადდები მათში, როცა სასჯელს გამოგიტან.
12
და მიხვდები, რომ მე, უფალმა, მოვისმინე ყველა შენი ლანძღვა, რომელიც წარმოსთქვი ისრაელის მთების მიმართ: აოხრდნენ, ჩვენ მოგვეცაო შესაჭმელად.
13
ენით მედიდგულებოდით და მრავალსიტყვაობდით ჩემს წინააღმდეგ; ჩემი ყურით მესმოდა.
14
ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა მთელი ქვეყანა გაიხარებს, მაშინ გაქცევ შენ უდაბურად.
15
როგორც ხარობდი შენ ისრაელის სახლის სამკვიდროს გაუდაბურებაზე, ისე მოგექცევი შენ: ერთად გაუდაბურდებით, სეყირის მთაო, და ედომო, მთლიანად, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
← Chapter 34
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 36 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48