bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 20
Ezekiel 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 21 →
1
და იყო, მეშვიდე წელს, მეხუთე თვის მეათე დღეს, მოვიდნენ კაცები, ისრაელის უხუცესთაგან, რომ შეკითხოდნენ უფალს, და დასხდნენ ჩემს წინ.
2
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი თქმული:
3
ადამის ძევ! ელაპარაკე ისრაელის უხუცესებს და უთხარი: ასე თქვა-თქო უფალმა ღმერთმა: ჩემთან მოხვედით საკითხავად? ცოცხალი ვარ მე, თუ გაკითხვინეთ! – ამბობს უფალი ღმერთი. –
4
განსჯი მათ? განსჯი მათ, ადამის ძევ? მათი მამების სისაძაგლენი აუწყე მათ.
5
და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმ დღეს, როდესაც მე ამოვარჩიე ისრაელი და ხელი აღვმართე იაკობის სახლის მოდგმისთვის, და გამოვეცხადე მათ ეგვიპტის ქვეყანაში, და აღვმართე მათთვის ჩემი ხელი და ვუთხარი, მე ვარ-მეთქი უფალი, თქვენი ღმერთი.
6
იმ დღეს აღვმართე ჩემი ხელი ფიცით, რომ გავიყვანდი მათ ეგვიპტის ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელიც გამოვძებნე მათთვის, სადაც მოედინება რძე და თაფლი და ქვეყნიერების მშვენება არის.
7
და ვუთხარი მათ: ყოველმა თქვენგანმა თავიდან მოიშოროს-მეთქი სისაძაგლეები თვალწინ რომ უდგათ და ეგვიპტის კერპებით ნუ შეიბილწებით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
8
მაგრამ ისინი წინ აღმიდგნენ მე და არ ისურვეს ჩემი მოსმენა. არავინ მოიშორა თვალთაგან სისაძაგლეები და ეგვიპტის კერპები არ მიატოვა; და მე ჩავითქვი, გადმომენთხია ჩემი რისხვა და დამესრულებინა ჩემი წყრომა მათზე ეგვიპტის ქვეყანაშივე.
9
მაგრამ მე ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისთვის, რათა არ შებღალულიყო ის იმ ხალხების თვალში, რომელთა შორისაც ისინი იყვნენ, რომელთა თვალწინაც გამოვუცხადე მათ, რომ გამოვიყვანდი ეგვიპტის ქვეყნიდან.
10
და მე გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან და მივიყვანე უდაბნოში.
11
და მივეცი მათ ჩემი წესები და ჩემი სამართალი გამოვუცხადე, რათა შეესრულებინათ ისინი ადამიანებს და მათი მიხედვით ეცოცხლათ.
12
და ჩემი შაბათებიც მივეცი მათ, რათა ისინი ყოფილიყო ნიშნად ჩემსა და მათ შორის, რათა სცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი.
13
მაგრამ ისრაელის სახლი წინ აღმიდგა მე უდაბნოში, ჩემი წესებისამებრ არ იარეს და ჩემი სამართალი შეიზიზღეს, რომელიც უნდა შეესრულებინა ადამიანს და იმით ეცოცხლა. და ჩემი შაბათები შებღალეს მეტისმეტად. და მე ჩავითქვი, გადმომენთხია მათზე უდაბნოში ჩემი რისხვა, რათა ამომეწყვიტა ისინი.
14
მაგრამ ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისათვის, რათა არ შებღალულიყო იმ ხალხების თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი.
15
და აღვმართე ხელი უდაბნოში მათ წინააღმდეგ და დავიფიცე, რომ არ მივიყვანდი მათ იმ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ქვეყანა ქვეყნიერების მშვენება არის.
16
რადგან შეიზიზღეს ჩემი სამართალი და ჩემი წესებით არ იარეს და შებღალეს ჩემი შაბათები, რადგან კერპებს მისტიროდა მათი გული.
17
მაგრამ შეიბრალა ისინი ჩემმა თვალმა დასაღუპად და არ მოვსპე უდაბნოში.
18
და მე ვუთხარი მათ ძეებს უდაბნოში: თქვენი მამების წესებით ნუ ივლით, მათი სამართალი არ დაიცვათ და მათი კერპებით თავს ნუ იბილწავთ-მეთქი.
19
მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ჩემი წესებით იარეთ და ჩემი სამართალი დაიცავით, და ის შეასრულეთ-მეთქი.
20
ჩემი შაბათები წმიდად დაიცავით და იყოს ისინი ნიშნად მე და თქვენს შორის იმის გასახსენებლად, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
21
მაგრამ წინ აღმიდგნენ მე ისრაელიანთა ძენი, ჩემი წესებით არ იარეს და ჩემი სამართალი არ დაიცვეს, არ შეასრულეს ისინი, რომელთა შესრულებითაც ადამიანმა უნდა იცოცხლოს. ჩემი შაბათები შებღალეს და მე ჩავითქვი, გადმომეღვარა მათზე ჩემი რისხვა, დამესრულებინა მათზე ჩემი გულისწყრომა უდაბნოში.
22
მაგრამ მე დავიფიცე და ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისათვის, რათა არ შებღალულიყო იგი იმ ხალხების თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი.
23
და აღვუმართე მათ ჩემი ხელი უდაბნოში და დავიფიცე, რომ გავფანტავდი მათ წარმართებში და გავფანტავდი ქვეყნებში.
24
რადგან ჩემი სამართალი არ შეასრულეს და ჩემი წესები შეიზიზღეს; ჩემი შაბათები შებღალეს და თავიანთი მამების კერპებისკენ ეჭირათ თვალი.
25
და თავად მეც მივეცი მათ ცუდი წესები და სამართალი, რითაც ვერ იცოცხლებდნენ,
26
და უწმიდურად გამოვაცხადე ისინი თავიანთი მსხვერპლებით (პირველშობილი ყრმების ცეცხლში დაწვით რომ ხდებოდა), რათა გამეჩანაგებინა ისინი, და გაეგოთ, რომ მე ვარ უფალი.
27
ამიტომ ელაპარაკე ისრაელის სახლს, ადამის ძევ, და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი, რომ თქვენმა მამებმა იმითაც შემბღალეს, რომ ვერაგულად იქცეოდნენ ჩემს მიმართ.
28
და მოვიყვანე ქვეყანაში, რომლის მიცემასაც ხელის აპყრობითა და ფიცით შევპირდი, რომ მივცემდი მათ; და მათ კი მოძებნეს ყოველი სამსხვერპლო მაღლობი და ყოველი ხემხვივანი და სწირავდნენ იქ თავიანთ მსხვერპლს, მიჰქონდათ იქ თავიანთი შესაწირავები ჩემს გასარისხებლად, აკმევდნენ იქ კეთილსურნელებებას და უღვრიდნენ იქ თავიანთ საღვრელს.
29
და მე ვუთხარი მათ: რა არის ის მაღლობი, სადაც თქვენ დადიხართ-მეთქი? მას შემდეგ დღევანდელ დღემდე იმ ადგილს მაღლობი ეწოდება სახელად.
30
და ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: განა თქვენი მამების გზით არ იბილწებით და მათი სისაძაგლეების კვალობაზე არა მრუშობთ?
31
თქვენი შესაწირავების მოტანით, თქვენს ძეთა ცეცხლში დაწვით არ იბილწებით მთელი თქვენი კერპებითურთ დღემდე? და კიდევ გინდათ, რომ მე გეკითხვინოთ, ისრაელის სახლო? ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – თუ გეკითხვინოთ.
32
არ ახდება, რაც თქვენ გუნებაში მოგივიდათ, რომ ამბობთ: ვიქნებით სხვა ხალხებივით, სხვა ქვეყნების ტომებივით ვემსახურებით ხესა და ქვასაო.
33
ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – თუ ძლიერი ხელითა და აღმართული მკლავით და რისხვის გადმონთხევით არ ვიმეფო თქვენზე!
34
გამოგიყვანთ ძლიერი ხელითა და აღმართული მკლავით ხალხებიდან და შეგკრებთ იმ ქვეყნებიდან, სადაც გაფანტულნი ხართ, გადმოვანთხევ რისხვას,
35
და მიგიყვანთ ხალხთა უდაბნოში და განგსჯით იქ პირისპირ.
36
როგორც განვსაჯე თქვენი მამები ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, ისევე განგსჯით თქვენ! – ამბობს უფალი ღმერთი. –
37
და გაგატარებთ კვერთხქვეშ და შეგიყვანთ დათვლილს.
38
და გამოვყოფ თქვენგან მეამბოხეებსა და ჩემს ურჩებს. მათი ხიზნობის ქვეყნიდან გამოვიყვან, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი!
39
და შენ, სახლო ისრაელისა, – ასე ამბობს უფალი ღმერთი, – თითოეული თავის კერპთან წადით და ემსახურეთ მას, და მერე, თუ არ მომისმენთ, ჩემს წმიდა სახელს მეტად ვეღარ შებღალავთ თქვენი შესაწირავებითა და თქვენი კერპებით.
40
რადგან, ჩემს წმიდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე, – ამბობს უფალი ღმერთი, – უნდა მემსახუროს მთელი ისრაელის სახლი, ყველა ერთობლივ, ვინც კი არის ქვეყანაზე; იქ მოვისურვებ მათ და იქ მოვითხოვ თქვენს შეწირულობებს და პირველნაყოფს თქვენი მოსავლისა ყველა თქვენს სიწმიდეებთან ერთად.
41
კეთილსურნელებად შეგიტკბობთ თქვენ, როდესაც გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაიფანტეთ, და ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში ხალხების თვალწინ.
42
და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც მიგიყვანთ თქვენ ისრაელის მიწაზე, ქვეყანაში, რომლის მიცემასაც შევპირდი ხელის აღმართვით თქვენს მამებს.
43
და გაიხსენებთ იქ თქვენს გზებს და ყველა თქვენს ნამოქმედარს, რომლითაც შეიბილწეთ, და შეგძაგდებათ თქვენი თავი ყველა იმ სიბოროტის გამო, რაც ჩაიდინეთ.
44
და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც მოგექცევით ჩემი სახელის გულისათვის, არა თქვენი ბოროტი გზებისა და თქვენი შერყვნილი ნამოქმედარისამებრ, ისრაელის სახლო! – ამბობს უფალი ღმერთი.
45
და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი:
46
ადამის ძევ! მიმართე შენი პირი თემანის გზისაკენ და უქადაგე სამხრეთს და იწინასწარმეტყველე სამხრეთის ველის ტყეზე.
47
და უთხარი სამხრეთის ტყეს: ისმინე სიტყვა უფლისა; ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ცეცხლს შეგინთებ და შეჭამს შენში ყველა ნედლსა და ყველა გამხმარ ხეს. არ ჩაქრება აბრიალებული ალი და გადაიბუგება ყველაფერი სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.
48
და იხილავს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, გავაღვივე ის და არ ჩაქრება!
49
და მე ვთქვი: „ოჰ, უფალო, ღმერთო! ისინი ამბობენ ჩემზე: ზღაპრებსა ყვებაო?“
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48