bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 33
Ezekiel 33
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 34 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! ელაპარაკე შენი ერის ძეთ და უთხარი მათ: თუ აღვმართავ მახვილს რომელიმე ქვეყანაზე და აიყვანს იმ ქვეყნის ხალხი ერთ თავისიან კაცს და დაიყენებს მას გუშაგად,
3
და დაინახავს ის მახვილს, აღმართულს ამ ქვეყანაზე, ჩაჰბერავს საყვირს და გააფრთხილებს იმ ერს,
4
და მომსმენი მოისმენს ბუკის ხმას, მაგრამ არ გაფრთხილდება, – და როცა მოვა მახვილი და წაიყვანს მას, მისი სისხლი მის თავზე იქნება.
5
ბუკის ხმა მოისმინა მან და არ გაფრთხილდა, მისი სისხლი მასზე იქნება; ხოლო ვინც გაფრთხილდება, გადაირჩენს თავს.
6
გუშაგი კი, თუ დაინახავს მომავალ მახვილს და არ დასცემს ბუკს და ხალხს არ გააფრთხილებს, მაშინ, როცა მოვა მახვილი და წაართმევს მათგან რომელიმეს სულს, ის მისი ცოდვის გამო იქნება წაყვანილი, მის სისხლს კი გუშაგის ხელიდან მოვიკითხავ.
7
შენ კი, ადამის ძევ, ისრაელის სახლის გუშაგად დაგაყენე და ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და გააფრთხილებ მათ ჩემგან.
8
როდესაც მე ვეტყვი ბოროტს: ბოროტო! მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს ეტყვი ბოროტს, რომ გაფრთხილდეს მისი გზის გამო, ის ბოროტი თავის ურჯულოებაში მოკვდება, მის სისხლს კი შენი ხელიდან მოვიკითხავ.
9
მაგრამ თუ გააფრთხილე ბოროტი მისი გზის გამო, რომ მოქცეულიყო, მაგრამ არ მოიქცა თავისი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი შენს სულს იხსნი.
10
და შენ, ადამის ძევ! უთხარი ისრაელის სახლს: თქვენ ასე ამბობდით: რაკი ჩვენი დანაშაულებანი და ჩვენი ცოდვანი ჩვენზეა, და ჩვენ მათში ვდნებით, როგორღა ვიცოცხლებთ?
11
უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – მე არ მსურს ბოროტის სიკვდილი, არამედ ბოროტის მოქცევა მისი გზიდან, რომ იცოცხლოს მან. მოიქეცით, მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან! რატომ უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო?
12
შენ კი, ადამის ძევ! უთხარი შენი ერის შვილებს: მართალს მისი სიმართლე ვერ იხსნის დანაშაულის დღეს, და ბოროტს ბოროტება ვერ დააბრკოლებს მისი ბოროტებისგან მოქცევისას, და მართალს მისი სიმართლე ვერ გადაარჩენს მისი ცოდვის დღეს.
13
როდესაც ვეუბნები მართალს: იცოცხლებ-მეთქი, ხოლო მას იმედი აქვს თავისი სიმართლისა და ბოროტებას იქმს, მის სიმართლეს არავინ გაიხსენებს და მისგან ჩადენილი ბოროტებით მოკვდება.
14
და როდესაც ვეუბნები ბოროტმომქმედს: მოკვდები-მეთქი, და ის მოიქცევა ცოდვებისგან და სამართალსა და სიმართლეს იქმს,
15
გირაოს დააბრუნებს წაგლეჯილს ზღავს, სიცოცხლის წესებით ივლის, უსამართლობას აღარ ჩაიდენს, იცოცხლებს და არ მოკვდება.
16
ყველა მის ცოდვას, რაც შესცოდა, აღარ გაუხსენებენ; სამართალსა და სიმართლეს იქმს და იცოცხლებს.
17
მაგრამ ამბობენ ძენი შენი ერისა: უფლის გზა არ არისო სწორი! მაშინ, როცა მათი გზა არ არის სწორი.
18
თუ მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და ჩაიდენს უსამართლობას, მოკვდება.
19
და როდესაც ბოროტი თავისი ბოროტებისგან მოიქცევა და იქმს სამართალსა და სიმართლეს, მათ გამო იცოცხლებს.
20
თქვენ კი ამბობთ: უფლის გზა არ არისო სწორი! მაგრამ თითოეულს თავისი გზისამებრ განგსჯით, ისრაელის სახლო.
21
ჩვენი გადასახლების მეთორმეტე წლის, მეათე თვის მეხუთე დღეს, მოვიდა ჩემთან ერთი გადარჩენილი იერუსალიმიდან და მითხრა: დაიქცაო ქალაქი.
22
უფლის ხელი იყო ჩემზე იმ საღამოს გადარჩენილის მოსვლამდე და უფალმა გამიხსნა ბაგე დილით, მის მოსვლამდე. გამიხსნა ბაგე და აღარ დავდუმებულვარ.
23
იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
24
ადამის ძევ! ისრაელის ამ მოოხრებულ მიწაზე მცხოვრებნი ასე ამბობენ: ერთი იყოო აბრაამი და დაიმკვირდა ეს ქვეყანა, ჩვენ კი ბევრნი ვართ. ჩვენ მოგვეცაო ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად.
25
ამიტომ უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სისხლითურთ ჭამთ და თვალი კერპებისაკენ გაქვთ მიპყრობილი, და სისხლს ღვრით; და ეს ქვეყანა გინდათ დაიმკვიდროთ?
26
თქვენი მახვილის იმედით ხართ, სისაძაგლეს შვრებით, ერთმანეთის ცოლებს ბილწავთ და ამ ქვეყნის დამკვიდრება გსურთ?
27
ასე უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ცოცხალი ვარ მე! თუ ისინი, ვინც ნაოხარებში არიან, მახვილით არ დაეცნენ; და ისინი, ვინც გაშლილ ველზე არიან, თუ მხეცებს არ მივცე შესაჭმელად; და ვინც ციხესიმაგრეებში და გამოქვებულებში სხედან, თუ შავი ჭირით არ დაიხოცნენ.
28
და უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ ამ ქვეყანას, და შეწყდება მისი ამპარტავნული ძლიერება და გაუკაცრიელდება ისრაელის მთები და აღარ იქნება მასზე ფეხის დამკარებელი.
29
და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ ამ ქვეყანას მათი ყველა სისაძაგლის გამო, რაც ჩაიდინეს.
30
და შენ, ადამის ძევ! ძენი შენი ერისა შენზე ლაპარაკობენ კედლებთან და სახლების შესასვლელებთან და ეუბნებიან ერთიმეორეს, თითოეული თავის ძმას: მოდით და მოისმინეთ სიტყვა, რომელიც გამოვიდაო უფლისაგან.
31
და მოდიან შენთან, როგორც სახალხო შეკრებაზე, და სხდება შენს წინ ჩემი ერი და ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებენ მას, რადგან სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთი ბაგეებით, ანგარებისკენ მიუწევთ გული.
32
აჰა, სალაღობო გასართობი მომღერალი ხარ მათთვის ლამაზხმიანი და კარგი დამკვრელი. ისმენენ შენს ნათქვამს, მაგრამ არ ასრულებენ მას.
33
მაგრამ როცა აღსრულდება, – და, აჰა, ახდა კიდეც, – მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 34 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48