bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 14
Ezekiel 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 15 →
1
მოვიდა ჩემთან რამდენიმე კაცი ისრაელის უხუცესთაგან და ჩემს წინ დაჯდა.
2
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
3
ადამის ძევ! ამ ხალხმა გული გაუღო თავის კერპებს და თავისი უკეთურება დაბრკოლებად დაიდო წინ. განა დავუშვებ, რომ მე მათ რჩევას მოვუსმინო?
4
ამიტომ ილაპარაკე მათთან და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან, რომელიც გულს გაუღებს თავის კერპებს და თავის უკეთურებას დაბრკოლებად დაიდებს წინ და მივა წინასწარმეტყველთან, მე, უფალი, როგორ მივაგებ მას პასუხს, როცა მოდის თავისი მრავალი კერპებით?
5
დაე მიხვდეს ისრაელის სახლი თავის გულში, რომ უცხონი გახდნენ ჩემთვის ყველანი თავიანთი კერპების გამო.
6
ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ასე თქვა-თქო უფალმა ღმერთმა: დაბრუნდით და მოიქეცით თქვენი კერპებისაგან და ყველა თქვენი სისაძაგლისაგან მოაბრუნეთ თქვენი პირი,
7
რადგან ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან და მწირთაგან, რომელიც იცხოვრებს ისრაელში, და რომელიც უცხო გახდება ჩემთვის, და თავის კერპებს გაუღებს გულს და თავის უკეთურებას დაბრკოლებად დაიდებს წინ, და მივა წინასწარმეტყველთან და შეეკითხება ჩემზე, განა მე, თავად უფალი, მივაგებ მას პასუხს?
8
და მივაქცევ ჩემს პირს იმ კაცის წინააღმდეგ, ნიშნად და იგავად დავდებ მას და მოვსპობ ჩემი ერიდან, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
9
და ეს წინასწარმეტყველი თუ ცდუნდება და ალაპარაკდება, თითქოს მე, უფალმა, ვაცდუნე ის წინასწარმეტყველი, ხელს მოვუღერებ მას და მოვსპობ ჩემი ერიდან, ისრაელიდან.
10
და ორივე იტვირთავს თავის დანაშაულს და როგორიცაა დანაშაული შემკითხველისა, ისეთივე იქნება დანაშაული წინასწარმეტყველისა,
11
რათა მეტად აღარ განმიდგეს მე სახლი ისრაელისა და მეტად აღარ შეიბილწოს ყოველი თავისი დანაშაულით, არამედ ისინი იქნებიან ჩემი ერი და მე ვიქნები მათი ღმერთი! – ამბობს უფალი ღმერთი.
12
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი თქმული:
13
ადამის ძევ! თუ ქვეყანა შესცოდავს ჩემს წინაშე და ღალატით განმიდგება, მე ხელს მოვუღერებ მას და შევუმუსრავ პურის ბეღლებს, და მოვუვლენ მას შიმშილს და მოვკვეთ მისგან კაცსა და პირუტყვს;
14
და რომ იქ აღმოჩნდეს სამი კაცი: ნოე, დანიელი და იობი, ისინი თავიანთი სიმართლით გადარჩებიან! – ამბობს უფალი ღმერთი. –
15
ანდა, მძვინვარე მხეცები რომ მიმეშვა იმ ქვეყანაზე, ამოძირკვავდნენ ხალხსა და უდაბნოდ აქცევდნენ იქაურობას, და ვერავინ გაბედავდა იქ გავლას იმ მხეცების შიშით,
16
ის სამი კაცი იქ რომ ყოფილიყო, ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – ვერც ძეთ და ვერც ასულთ ვერ გადაარჩენდა, მხოლოდ ისინი გადარჩებოდნენ, ის ქვეყანა კი უდაბნოდ იქცეოდა.
17
ან თუ მახვილს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და ვიტყვი: მახვილმა დაიაროს ამ ქვეყანაში და მოკვეთოს მისგან კაცი და პირუტყვი,
18
ის სამი კაციც, ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – ვერ გადაარჩენდა ძეთა და ასულთ, მხოლოდ ისინი გადარჩებოდნენ.
19
ან თუ შავ ჭირს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და დავანთხევდი მასზე ჩემს რისხვას სისხლისღვრით კაცისა და პირუტყვის ამოსაწყვეტად.
20
ნოე, დანიელი და იობიც რომ ყოფილიყვნენ იქ, ცოცხალი ვარ მე, – ამბობს უფალი ღმერთი, – ვერც ძეს და ვერც ასულს ვერ გადაარჩენენ. ისინი თავიანთი სიმართლით გადაარჩენენ მხოლოდ თავიანთ სულებს.
21
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ჩემი ოთხი მძიმე სასჯელიც რომ მოვუვლინო: მახვილი, შიმშილი, მძვინვარე მხეცი და შავი ჭირი იერუსალიმს კაცისა და პირუტყვის აღმოსაკვეთად,
22
აჰა, დარჩება მასში ნატამალი – ძენი და ასულნი, რომელნიც გამოყვანილ იქნებიან იქიდან. აჰა, გამოვლენ ისინი თქვენთან და დაინახავთ მათ გზასა და მათ საქციელს, და დაგავიწყდებათ უბედურება, რაც მე მოვაწიე იერუსალიმს, ყველაფერი, რაც მე მოვაწიე მას.
23
და განუგეშებენ, როცა დაინახავთ მათ საქმეებსა და მათ საქციელს და მიხვდებით, რომ ამაოდ არ გამიკეთებია ყოველივე, რაც იქ გავაკეთე, – ამბობს უფალი ღმერთი.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48