bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 9
Ezekiel 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 10 →
1
და ჩამძახა ყურში უფალმა დიდი ხმით და მითხრა: მოახლოვდა ქალაქის დასჯა; და თითოეულს ხელთ უპყრია გამანადგურებელი იარაღი.
2
და, აჰა, ექვსი კაცი მოდის ზემო კარიბჭის გზით, რომელიც ჩრდილოეთისკენაა მიმართული, და თითოეულს ხელთ უპყრია გამანადგურებელი იარაღი; და მათ შორის ერთი კაცია სელით შემოსილი და მწიგნობრის სამელნე უდევს სარტყელში, და მოვიდნენ და დადგნენ ბრინჯაოს სამსხვერპლოსთან.
3
და ისრაელის უფალი ღმერთის ბრწყინვალე მშვენიერება, ქერუბიმს რომ ედგა, აიწია და გაემართა ტაძრის ზღურბლისაკენ და სელით შემოსილ კაცს მოუხმო, რომელსაც მწიგნობრის სამელნე ედო სარტყელში.
4
და უთხრა მას: შედი ქალაქ იერუსალიმში და შუბლზე ნიშნები დაადე ადამიანებს, რომელნიც კვნესიან და მოსთქვამენ იმ სისაძაგლეთა გამო, რაც მათ შორის ხდება.
5
და სხვა დანარჩენთ უთხრა ჩემს გასაგონად: მიჰყევით მის კვალს ქალაქში და ყველა დახოცეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ!
6
მოხუცი, ჭაბუკი და ქალწული, ბავშვი და ქალი ამოხოცეთ. და ყოველ კაცს, რომელსაც ნიშანი აზის შუბლზე, ნუ შეეხებით. ჩემი ტაძრიდან დაიწყეთ. და დაიწყეს მოხუცი ადამიანებიდან, რომელნიც ტაძრის წინ იყვნენ.
7
და უთხრა მათ: შებილწეთ ეს ტაძარი და გაავსეთ ეზოები განგმირულებით და გადით! და გავიდნენ ისინი ქალაქში და დაიწყეს ხალხის ხოცვა-ჟლეტა.
8
და როდესაც დახოცეს და მე დავრჩი, პირქვე დავემხე, შევღაღადე და ვუთხარი: ოჰ, უფალო ღმერთო! ნუთუ გაწყვეტ ისრაელის მთელს ნატამალს, რისხვას რომ აფრქვევ იერუსალიმზე?
9
და მან მითხრა მე: ურჯულოება ისრაელის სახლისა და იუდასი მეტისმეტად დიდია. გაივსო ეს ქვეყანა სისხლით და ქალაქი სავსეა სიცრუითა და უწმიდურებით, რადგან ამბობენ: დატოვა უფალმა ეს ქვეყანა და ვერაფერს ხედავსო.
10
არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ, მათსავე საქციელს დავატეხ თავს.
11
და, აჰა, იმ კაცმა, სელით შემოსილმა, რომელსაც მწიგნობრის სამელნე ედო სარტყელში, პასუხად მოიტანა: როგორც მიბრძანე, ისე მოვიქეციო.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48