bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 43
Ezekiel 43
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 44 →
1
წამიყვანა მან ჭიშკართან, იმ ჭიშკართან, რომელიც აღმოსავლეთით იყო მიქცეული.
2
და, აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება მოვიდა აღმოსავლეთის გზიდან და დაიჭექა, როგორც მოვარდნილმა ღვართქაფმა. და მიწა განათდა მისი დიდებით.
3
და ეს ხილვა ისეთივე იყო, რომელიც მე ადრე ვიხილე; სწორედ ისეთივე, რომელიც ვიხილე, როდესაც მოვედი ამ ქალაქის დაღუპვის საუწყებლად, და ხილვანი, მსგავსი იმ ხილვებისა, რომლებიც მე ვიხილე მდინარე ქებართან. და პირქვე დავემხე.
4
და უფლის დიდება შემოვიდა ტაძარში კარიბჭის გზით, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურებოდა.
5
და ამაყენა მე სულმა და შემიყვანა შიდა ეზოში, და, აჰა, აავსო უფლის დიდებამ მთელი ტაძარი.
6
და გავიგონე ვიღაცის ხმა, რომელიც ტაძრიდან მელაპარაკებოდა, ის კაცი კი ჩემს გვერდით იდგა.
7
და მითხრა: ადამის ძევ! აჰა, ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემი ტერფებისა, სადაც მე დავივანებ ისრაელის ძეთა შორის საუკუნოდ; და აღარ შებილწავს ისრაელის სახლი ჩემს წმიდა სახელს, აღარც ისინი და აღარც მათი მეფენი თავიანთი სიძვითა და თავიანთი მეფეთა გვამებით, თავიანთ სამსხვერპლო მაღლობებზე.
8
ისინი დგამდნენ თავიანთ ზღურბლს ჩემს ზღურბლთან და თავიანთ წირთხლებს ჩემს წირთხლებთან, ასე, რომ ჩემსა და მათ შორის ერთი კედელი იყო; ბილწავდნენ ჩემს წმიდა სახელს თავიანთი სისაძაგლეებით, რასაც ისინი აკეთებდნენ, და ამიტომაც მოვსპე ისინი ჩემი რისხვით.
9
ახლა მომაშორებენ თავიანთ სიძვასა და თავიანთ მეფეთა გვამებს, და დავივანებ მათ შორის საუკუნოდ.
10
შენ, ადამის ძევ! აუწყე ისრაელის სახლს ამ ტაძარზე, რათა შერცხვეთ თავიანთი ურჯულოებისა, და რათა გაზომონ ის შენობა.
11
თუ შერცხვებათ ყველაფრისა, რაც ჩადენილი აქვთ, გამოუცხადე მათ ტაძრის ნახაზი, მისი აღნაგობა, მისი შესასვლელ-გამოსასვლელები, მთელი მისი ნახაზი და ყოველი წესი და კანონი; დაწერე მათ თვალწინ, რომ დაიცვან ყოველი მისი ნახაზი და წესი, და შეასრულონ.
12
ეს არის ტაძრის რჯული: მთის თხემზე მთელი მიდამო ირგვლივ – წმიდათა წმიდაა. აჰა, ეს არის ტაძრის რჯული.
13
ეს არის სამსხვერპლოს ზომები წყრთით (ამ წყრთაში წყრთა და ერთი მტკაველია). საფუძველი – ერთი წყრთა, სიგანე – ერთი წყრთა, და მისი ძგიდე მის კიდეზე ირგვლივ ერთი მტკაველი; ეს არის სიმაღლე სამსხვერპლოსი.
14
მიწაზე მდგარი საფუძვლიდან ქვემო შვერილამდე ორი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა; მცირე შვერილიდან დიდ შვერილამდე ოთხი წყრთა, სიგანე ერთი წყრთა.
15
და სამსხვერპლოს კერა – ოთხი წყრთა და კერიდან მაღლა ამოდის ოთხი რქა.
16
და კერა – 12 წყრთაა სიგრძით და 12 – სიგანით და ოთხკუთხედია მის ოთხივე მხარეს.
17
შვერილის სიმაღლე 14 წყრთა, სიგანეც 14 წყრთა მის ოთხივე მხარეს; ძგიდე მის ირგვლივ ნახევარი წყრთა, მისი საფუძვლის ირგვლივ კი ერთი წყრთა; მისი საფეხურები აღმოსავლეთისკენაა.
18
და მითხრა მან: ადამის ძევ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: ესაა წესები სამსხვერპლოსი მისი გაკეთების დღისათვის, რათა აღავლინონ მასზე სრულადდასაწველი და მოაპკურონ მასზე სისხლი.
19
და მისცემ ლევიან მღვდლებს, ცადოკის შთამომავალთ, ჩემთან დაახლოებულთ მსახურებისთვის, – ამბობს უფალი ღმერთი, – ხვასტაგიდან ხბოს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად.
20
აიღე მისი სისხლი და აპკურე სამსხვერპლოს ოთხივე რქას და შვერილის ოთხივე კუთხეს და ძგიდეს ირგვლივ, და ასე განწმენდ მას ცოდვისგან და გაასუფთავებ.
21
და გაიყვანე ხბო ცოდვის მსხვერპლად და დაწვი ის ტაძრის დანიშნულ ადგილზე, საწმიდრის გარეთ.
22
და მეორე დღეს შესწირე უხინჯო თიკანი ცოდვის მსხვერპლად; და ასე განწმენდ ცოდვისგან სამსხვერპლოს, როგორც განწმინდე ხბოთი.
23
როდესაც დაასრულებ განწმედას, შესწირე უხინჯო ხბო და უხინჯო ვერძი ფარიდან.
24
და შესწირე ისინი უფლის წინაშე; და მღვდლები დააყრიან მათ მარილს და სრულადდასაწველ მხვერპლად აღუვლენენ უფალს.
25
შვიდი დღის მანძილზე სწირავდე ცოდვისათვის. თითო თხა დღეში და თითო ხბო და უხინჯო ვერძი ფარიდან.
26
შვიდი დღის მანძილზე წმინდონ მათ სამსხვერპლო, ასუფთაონ და აკურთხონ, და აივსონ ხელი.
27
და როდესაც დასრულდება ეს დღეები, მერვე დღეს და შემდგომაც, მღვდლებმა მიიტანონ სამსხვერპლოზე თქვენი სრულადდასაწველი და თქვენი სამშვიდობო მსხვერპლები; და მე გამოვიჩენ თქვენს მიმართ წყალობას, – ამბობს უფალი ღმერთი.
← Chapter 42
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 44 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48