bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 16
Ezekiel 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 17 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! აუწყე იერუსალიმს მისი სისაძაგლენი.
3
და თქვი: ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: ძირი შენი და სამშობლო შენი ქანაანის ქვეყნიდანაა. მამაშენი ამორეველი იყო, დედაშენი – ხეთელი.
4
და შობასა შენსა, შენი დაბადების დღეს, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის; წყლით არ განუბანიხართ გასასუფთავებლად, და მარილით არ დაუზელიხართ და სახვევებში არ შეუხვევიხართ.
5
არავინ შემოგხედა სიბრალულის თვალით, რათა გაეკეთებინათ შენთვის ერთი ამათგანი სამადლოდ; და ველზე გადაგაგდეს შენი შობის დღეს, რადგან საძულველი იყავი.
6
და მე ჩაგიარე და დაგინახე სისხლში მოსვრილი, და მე გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი! ასე გითხარი, როცა შენს სისხლში იწექი: შენს სისხლში იცოცხლე
7
და იზარდე; გაგამრავლე როგორც მცენარე ველისა. აღმოცენდი და გაიზარდე და ამაღლდი; და გახდი მშვენიერთა მშვენიერი! დაგაჩნდა ძუძუნი და თმა მოგეზარდა, შენ კი სამარცხვინოდ შიშველ-ტიტველი იყავი.
8
მე ჩაგიარე და დაგინახე, და, აჰა, დაგდგომოდა ჟამი სიყვარულისა. და გადაგაფარე ჩემი კალთა და დავფარე შენი სიშიშვლე. შემოგფიცე და აღთქმა დაგიდე, – ამბობს უფალი ღმერთი, – და გახდი ჩემი.
9
დაგბანე წყლით, და ჩამოგრეცხე სისხლი და გცხე ზეთი.
10
შეგმოსე ჭრელი სამოსლით და ფეხზე ჩაგაცვი ხამი ტყავის ხამლები; წელზე ბისონი შემოგარტყი და აბრეშუმის საბურველი შემოგავლე;
11
შეგამკე სამკაულებით; ხელზე სამაჯურები შეგასხი და ყელზე შიბები შეგაბი;
12
რგოლი გაგიკეთე ცხვირზე და საყურეები – ყურებზე; და სანაქებო გვირგვინი დაგადგი თავზე.
13
შემკული იყავი ოქროთი და ვერცხლით; შენი სამოსელი ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი იყო. გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს მიირთმევდი. და დიდად გალამაზდი და სადედოფლო შეიქენ.
14
სახელი გაგივარდა ხალხებში შენი მშვენების გამო, რადგან სრულყოფილი ჩანდი ჩემი დიდებულებით, რომელიც მე დავდე შენზე, – ამბობს უფალა ღმერთი.
15
და მიენდე შენს სილამაზეს, და, სარგებლობდი რა შენი დიდებით, მეძაობდი და ყველა გამვლელ-გამოვლელთან მეძაობდი, ვინც გინდა ყოფილიყო.
16
აიღე შენი სამოსლიდან და ააჭრელე სამსხვერპლო მაღლობები, და მეძაობდი მათზე, რის მსგავსიც არ ყოფილა და არც იქნება.
17
შენ აიღე შენი მშვენიერი სამკაულები რომელიც მე მოგეცი ჩემი ოქრო-ვერცხლიდან და გაიკეთე მამაკაცთა კერპები და მეძაობდი მათთან.
18
აიღე შენი სამოსელი ნაქარგი ქსოვილისა და ჩააცვი მათ და ჩემი ზეთი და საკმეველი წინ დაუწყე მათ.
19
და ჩემი პური, რომელსაც გაძლევდი, ფქვილი, ზეთი და თაფლი, რომლითაც მე გკვებავდი, შენ მიგქონდა მათ წინაშე სურნელოვან საყნოსავად! – ამბობს უფალი ღმერთი.
20
და წაიყვანე შენი ძენი და ასულნი, რომლებიც მე გამიჩინე, და მსხვერპლად შესწირე კერპებს შესაჭმელად, თითქოს შენი მეძაობა არ კმაროდა მათთან.
21
და კლავდი ჩემს ძეთ და კერპებს გადასცემდი ცეცხლში დასაწვავად.
22
და მთელს შენს სისაძაგლესა და მეძაობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როდესაც შიშველ-ტატველი შენს სისხლში ითხვრებოდი.
23
და ყველა შენი ბოროტების შემდეგ, – ვაი, ვაი შენ! – ამბობს უფალი ღმერთი, –
24
იყო, რომ აიშენე საკერპო და სათაყვანო მაღლობი გაიკეთე ყოველ მოედანზე.
25
ყოველი გზის გასაყარზე აიშენე სამსხვერპლო მაღლობი და არცხვენდი შენს სილამაზეს, ფეხებს უშლიდი ყველა გამვლელ-გამომვლელს და ამრავლებდი შენს მეძაობას.
26
და მეძაობდი ეგვიპტის ძეებთან, შენს დიდხორციან მეზობლებთან, და ამრავლებდი შენს მეძაობას ჩემს გასარისხებლად.
27
და, აჰა, ხელი მოგიღერე და შეგიმცირე წილი; დაგაგდე შენს მოძულეთა, ფილისტიმელ ასულთა, ანაბარა, რომელთაც ერცხვინებოდათ შენი უზნეო საქციელი.
28
და მეძაობდი აშურის ძეებთანაც დაუოკებელი ავხორცობის გამო, მეძაობდი მათთან და ვერ გაძეხი.
29
და გაამრავლე შენი მეძაობა ქანაანის ქვეყნიდან ქალდეველთა ქვეყნამდე და მაინც ვერ გაძეხი.
30
როგორ გიდნებოდა გული, – ამბობს უფალი ღმერთი, – როდესაც სჩადიოდი ყოველივე ამას – ურცხვი მეძავი ქალის საქმეს.
31
როდესაც სამეძაოებს აშენებდი ყოველი გზის გასაყარზე, და აგებდი მაღლობებს ყოველ მოედანზე, მაშინ შენ არ იყავი მეძავივით, რომელიც მეძაობის გასამრჯელოს იღებს,
32
არამედ როგორც მრუში ცოლი, თავისი ქმრის ნაცვლად უცხოებს რომ ეძლევა!
33
ყველა მეძავს აძლევენ საჩუქრებს, შენ კი შენს საჩუქრებს აძლევდი ყველა შენს საყვარელს და ქრთამავდი, რომ მოსულიყვნენ შენთან ყოველი მხრიდან და შენთან ესიძვათ.
34
და შენს მეძაობაში სხვა ქალთა საპირისპიროდ იქცეოდი: შენ კი არ გედევნებიან სამეძაოდ, შენ აძლევ საჩუქრებს, შენ კი არ გაძლევენ, შენ პირიქით იქცევი.
35
ამიტომ, მეძავო დიაცო, ისმინე უფლის სიტყვა.
36
ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გაანიავე შენი ფული და გამოაჩინე შენი სიშიშვლე შენს საყვარლებთან და შენი სისაძაგლის ყველა კერპთან შენი მეძაობისას, და შენს ძეთა სისხლის გამო, რომლებიც მათ შესწირე,
37
შევკრებ ყველა შენს საყვარელს, რომლებთანაც შენ ტკბებოდი და ყველას, ვინც გიყვარდა და ყველას, ვინც შენ გძულდა, მე შევკრებ მათ შენს წინააღმდეგ ყოველი მხრიდან და ავხდი შენს სიშიშვლეს მათ წინაშე და დაინახავენ მთელ შენს სიშიშვლეს.
38
და მე განგსჯი შენ მრუშთა და სისხლისმღვრელთა სამართლით და მიგცემ შენ სისხლიან რისხვასა და შურს.
39
და მე მიგცემ შენ მათ ხელთ და დაანგრევენ შენს საკერპოს და დალეწავენ შენს მაღლობებს, და გაგხდიან სამოსელს და წაიღებენ შენს ჭურჭელს, შენს სამკაულებს და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს.
40
და შეაგროვებენ შენს წინააღმდეგ ბრბოს და ჩაგქოლავენ ქვით და დაგჩეხავენ თავიანთი მახვილებით.
41
და გადასწვავენ შენს სახლებს ცეცხლით, და დაგდებენ მსჯავრს მრავალი ქალის თვალწინ, და მე შეგაწყვეტინებ მეძაობას და საჩუქრებსაც აღარ გაიღებ.
42
დავაცხრობ ჩემს რისხვას შენზე და მოგშორდება ჩემი შური, და დავწყნარდები და აღარ განვრისხდები მეტად.
43
იმის გამო, რომ არ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და მაწუხებდი ყოველივე ამით, მეც შენს საქციელს შენს თავზე მოვაწევ, – ამბობს უფალი ღმერთი, – რათა აღარ ჩაიდინო ეს გარყვნილება ყოველივე შენი სისაძაგლის შემდეგ.
44
და ყოველი მეიგავე იტყვის შენზე ანდაზას: რაც დედაა, შვილიც ის არისო.
45
დედაშენის შვილი ხარ შენ, ქმარ-შვილის მოძულისა; დაი ხარ შენი დებისა, რომელთაც ეზიზღებოდათ თავიანთი ქმრები და მათი ძენი; დედათქვენი ხეთელია და მამათქვენი – ამორეველი.
46
შენი უფროსი და სამარიელია; ის და მისი ასულები შენს მარცხნივ ცხოვრობენ; ხოლო შენი უმცროსი და, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად.
47
იმათი გზებით არ გივლია და არც მათი სისაძაგლის მსგავსი რამ ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა: შენ მათზე უზნეოდ იქცეოდი შენს ყველა გზაზე.
48
ცოცხალი ვარ მე, – ამბობს უფალი ღმერთი, – თუ სოდომს – შენს დას – და მის ასულთ ჩაედინოთ ის, რასაც შენ და შენი ასულნი აკეთებდით!
49
აჰა, ეს იყო ურჯულოება სოდომისა – შენი დისა: ამპარტავნება, ღორმუცელობა და უზრუნველობა მისი და მისი ასულებისა; და ღარიბ-ღატაკის შეუწყალებლობა.
50
და გამედიდურდნენ და სისაძაგლეებს აკეთებდნენ ჩემს თვალწინ; და მე უარვყავი ისინი, როცა ეს დავინახე.
51
სამარიას შენი ცოდვების ნახევარიც არ ჩაუდენია: გადააჭარბე მათ შენი სისაძაგლეებით და მართლებად გამოაჩინეს შენი დები შენმა სისაძაგლეებმა, რომლებიც შენ ჩაიდინე.
52
შენც ატარე შენი სირცხვილი, რომ კიცხავდი შენს დებს შენი ცოდვების გამო, რომლითაც შეიბილწე შენ მათზე მეტად. ისინი შენზე მართლები არიან; მაშ შერცხვი და ატარე შენი სირცხვილი, რომ გაამართლო შენი დები.
53
და დავაბრუნებ მე მათ ტყვეებს, სოდომისა და მის ასულთა ტყვეებს, სამარიისა და მის ასულთა ტყვეებს, და შენს ტყვეებსაც მათ შორის,
54
რათა ატარო შენი სირცხვილი და გარცხვენდეს ყოველივე, რაც გააკეთე მათ სანუგეშებლად.
55
და შენი დები – სოდომი და მისი ასულნი – დაუბრუნდებიან თავიანთ წინანდელ ყოფას, სამარია და მისი ასულნიც დაუბრუნდებიან თავიანთ უწინდელ ყოფას, შენცა და შენი ასულნიც დაუბრუნდებით თქვენს უწინდელ ყოფას.
56
განა სოდომი – შენი და – ყბად არა გყავდა აღებული შენი ამპარტავნების დღეებში?
57
სანამ ჯერ კიდევ არ იყო გაცხადებული შენი ბოროტება, როგორც შენი შერცხვენის დღეებში, არამის ასულთა და მის ირგვლივ მყოფ, ფილისტიმელ ასულთა წინაშე, რომელთაც ყოველმხრივ მოგიძულეს შენ.
58
შენი გარყვნილება და შენი სისაძაგლე ატარე ახლა! – ამბობს უფალი.
59
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: და მეც ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როცა აბუჩად აიგდე ფიცი და დაარღვიე აღთქმა.
60
გავიხსენებ მე ჩემს აღთქმას შენთან, შენი სიყმაწვილის დროინდელს, და აღვადგენ შენთან მარადიულ აღთქმას.
61
და გაიხსენებ შენს გზებს და შეგრცხვება, როცა შენს უფროს და უმცროს დებს მიიღებ; ასულებად მოგცემ მათ, მაგრამ არა შენი აღთქმის საზღაურად.
62
და მე აღვადგენ ჩემს აღთქმას შენთან და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი.
63
რათა გაიხსენო და შეგრცხვეს და აღარ გქონდეს ჩემთან გამოსაჩენი პირი შენი სირცხვილის გამო, როდესაც მოგიტევებ ყოველივეს, რაც გააკეთე. – ამბობს უფალი ღმერთი.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48