bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 37
Ezekiel 37
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 38 →
1
იყო უფლის ხელი ჩემზე, და გამიყვანა მე უფლის სულმა და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე.
2
და შემომატარა მათ ირგვლივ, და აჰა, ძალზე ბევრი ეყარა ისინი ველზე და, აჰა, მთლად გამხმრები იყო.
3
და მითხრა მან მე: ადამის ძევ! თუ გაცოცხლდებიან ეს ძვლები? და ვუთხარი მე: უფალო ღმერთო, მხოლოდ შენ უწყი ეს.
4
და მითხრა მან: უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა!
5
ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: შემოვიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით.
6
მოგცემთ თქვენ ძარღვებს და ამოვიყვან თქვენზე ხორცს, დაგფარავთ კანით და მოგცემთ სულს, და გაცოცხლდებით და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
7
და ვიწინასწარმეტყველე მე, როგორც მებრძანა; და როდესაც ვწინასწარმეტყველებდი, მესმა ხმა, და აჰა, შეიქმნა ზრიალი, და მიედგა ძვალი თავის ძვალს.
8
და დავინახე: აჰა, ძარღვებით შეივსო და ხორცი და ტყავი გადაეკრა ზედ, სული კი არ იყო მათში.
9
და მითხრა მე: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხი ქარიდან მოდიო, სულო, და შთაბერე ამ დახოცილებს და გაცოცხლდებიან.
10
მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც უფალმა მიბრძანა. და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ და დადგა ფეხზე ძალზე, ძალზე დიდი ლაშქარი.
11
და მითხრა მე უფალმა: ადამის ძევ! ეს ძვლები მთელი ისრაელის სახლია. აჰა, შენ გესმის, რომ ისინი ამბობენ: გახმა ჩვენი ძვლები და წარწყმდაო სასოება ჩვენი, მოვისპენითო.
12
ამიტომ უწინასწარმეტყველე და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მე გავხსნიო თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთო იქიდან, ჩემო ხალხო, და მიგიყვანთო ისრაელის მიწაზე.
13
და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო!
14
და ჩავდებ ჩემს სულს თქვენში და გაცოცხლდებით. და დაგსხამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთე, – ამბობს უფალი.
15
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
16
და შენ, ადამის ძევ! აიღე ერთი ჯოხი და დააწერე: იუდასთვის და მის თანამდგომ ისრაელიანთათვის; და აიღე მეორე ჯოხი და დაწერე: ჯოხი ეფრემის, იოსებისთვის; ეს ჯოხი არის ეფრემისა და მთელი ისრაელის სახლისა, მისი თანამდგომისა.
17
ერთმანეთს მიადგი შენთვის ის ჯოხები და იყოს, როგორც ერთი, შენს ხელში.
18
და როდესაც გკითხავენ ძენი შენი ერისა: არ გაგვაგებინებ, ეს რა გიჭირავს?
19
უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ავიღებ იოსების კვერთხს, რომელიც ეფრემისა და მასთან გაერთიანებულ ისრაელის ტომების ხელშია, და მივუდგამ მას იუდას კვერთხს და ერთ კვერთხად ვაქცევ მათ, და ერთნი გახდებიან ჩემს ხელში;
20
და კვერთხები, რომლებზეც შენ დაწერე, ხელში გექნება მათ თვალწინ.
21
და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მე გამოვიყვან ისრაელის ძეთ წარმართთაგან, რომლებთანაც წასული არიან, და შემოვიკრებ მათ ყოველი მხრიდან და მოვიყვან თავიანთ მიწაზე.
22
და ამ მიწაზე, ისრაელის მთებზე, ერთ ხალხად ვაქცევ მე და ერთი მეფე ეყოლება ყველას და აღარ იქნება ორი ხალხი, და აღარასოდეს გაიყოფიან ორ სამეფოდ.
23
და აღარ შეიბილწებიან თავიანთი კერპებით და თავიანთი სისაძაგლეებით და ყოველგვარი მანკიერებით, და ვიხსნი მათ მათი ყველა საცხოვრებლიდან, სადაც სცოდავდნენ, და განვწმედ მათ, და იქნებიან ჩემს ერად, და მე ვიქნები მათი ღმერთი.
24
და ჩემი მსახური დავითი იქნება მათი მეფე და მათი მწყემსი, და ჩემი მცნებებით ივლიან ისინი, და ჩემს წესებს დაიცავენ და შეასრულებენ.
25
და იცხოვრებენ მიწაზე, რომელიც მე მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს, სადაც ცხოვრობდნენ მათი მამები; იქ იცხოვრებენ ისინი და მათი შვილები და შვილიშვილები უკუნისამდე; და ჩემი მსახური დავითი იქნება მათი მთავარი საუკუნოდ.
26
და დავუდებ მათ მშვიდობის აღთქმას, და საუკუნო აღთქმა იქნება ის. და დავამკვიდრებ მათ და გავამრავლებ, და აღვმართავ ჩემს საწმიდარს მათ შორის საუკუნოდ.
27
და მათთან იქნება ჩემი სავანე, და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი.
28
და მიხვდებიან წარმართნი, რომ მე ვარ უფალი, განმწმედელი ისრაელისა, როდესაც ჩემი საწმიდარი იქნება მათ შორის საუკუნოდ.
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 38 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48