bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 36
Ezekiel 36
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 37 →
1
და შენ, ადამის ძევ! უწინასწარმეტყველე ისრაელის მთებს და უთხარი: მთანო ისრაელისა, ისმინეთ უფლის სიტყვა!
2
ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ მტერი ამბობს თქვენზე: აჰა, სამკვიდროდ დაგვრჩაო საუკუნო გორაკები!
3
ამიტომ იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი განადგურებენ და ყოველი მხრიდან ესწრაფვიან თქვენს შთანთქმას, რათა გახდეთ წარმართთა საბრძანებელი, და მიეცეთ ენით ასაგდებად და საძრახავად.
4
ამიტომ, ისრაელის მთებო, ისმინეთ უფალი ღმერთის სიტყვა: ასე ეუბნება უფალი ღმერთი მთებსა და ბორცვებს, ღარტაფებსა და ხეობებს, აოხრებულ ნანგრევებსა და მიტოვებულ ქალაქებს, რომელნიც იყვნენ ნადავლად და დასაცინად იმ ხალხებს, რომელნიც ირგვლივ არიან.
5
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხომ ჩემი რისხვის ცეცხლში ვამბობდი ამ ხალხებსა და მთელ ედომზე, რომელთაც მიითვისეს ჩემი ქვეყანა მემკვიდრეობად მთელი გულის სიხარულითა და სულის ზიზღით, რათა მისი სანახები გაძარცულიყო.
6
ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებსა და ბორცვებს, ღარტაფებსა და ველებს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ჩემი შურითა და გულისწყრომით ვილაპარაკე ეს, რადგან წარმართთაგან შეურაცხყოფას ითმენდით.
7
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე ფიცით აღვმართე ხელი და ნახავთ, თუ წარმართებმა, რომელნიც თქვენს ირგვლივ არიან, არა ჭამონ სირცხვილი.
8
თქვენ კი, მთანო ისრაელისა, კვლავაც ამწვანდებით და ნაყოფს მოუტანთ ჩემს ერს, ისრაელს, – რადგან ის მალე დაბრუნდება აქ.
9
რადგან, აჰა, მე თქვენ მოგხედავთ, და მოიხვნებით და დაითესებით.
10
და დავასახლებ თქვენზე ადამიანს, მთელ ისრაელის სახლს, მთლიანად, და დასახლდება ქალაქები და ნაოხარები აშენდება.
11
და გავამრავლებ თქვენზე ადამიანსა და პირუტყვს, და ინაყოფიერებენ და გამრავლდებიან, და დაგასახლებთ უწინდებურად და კეთილად მოგექცევით, უწინდელზე უკეთესად, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
12
და მოვიყვან თქვენთან ხალხს – ჩემს ერს, ისრაელს, რათა დაგიმკვიდრონ და გახდე მათი წილხვედრი, რომ აღარასოდეს გახადო ისინი შვილმკვდარნი.
13
ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან გეუბნებიან შენ: კაცის მჭამელი ხარ და შენი ერის შვილმკვდარმყოფელიო,
14
ამიტომ კაცს აღარ შეჭამ და შენს ერს აღარ გახდი შვილმკვდარს, – ამბობს უფალი ღმერთი.
15
და აღარ მოგასმენინებ შენს დაცინვას წარმართთაგან, და ლანძღვას ტომთაგან და შენს ხალხს შვილმკვდრად აღარ დასხავ, – ამბობს უფალი ღმერთი.
16
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
17
ადამის ძევ! როდესაც ისრაელის სახლი თავის მიწაზე ცხოვრობდა, შებილწა იგი თავისი საქმითა და საქციელით. მათი გზა ჩემს წინაშე ისეთი იყო, როგორც უწმიდურება დედაკაცისა წიდოვანებისას.
18
და გადმოვანთხიე მათ ჩემი რისხვა იმ სისხლის გამო, რომელსაც ღვრიდნენ ქვეყანაზე, და იმის გამო, რომ კერპებით შებილწეს იგი.
19
და გავფანტე ისინი წარმართთა შორის და გავაბნიე ქვეყნებში, და განვსაჯე მათი გზისა და მათი საქმეებისამებრ.
20
და მივიდნენ ისინი წარმართებთან, და სადაც მივიდნენ, შელახეს ჩემი წმიდა სახელი, რადგან მათზე ამბობდნენ: ეს უფლის ერია და მისი ქვეყნიდან არიანო გამოსული.
21
და შევიბრალე ჩემი წმიდა სახელი, რომელიც შელახა ისრაელის სახლმა წარმართთა შორის, სადაც ისინი მივიდნენ.
22
ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, სახლო ისრაელისა, არამედ ჩემი წმიდა სახელისათვის, რომელიც შელახეთ წარმართთა შორის, სადაც მიხვედით.
23
და მე განვწმედ ჩემს დიად სახელს, შელახულს წარმართთა შორის, რომელიც შელახეთ თქვენ მათ შორის. და მიხვდებიან წარმართნი, რომ მე ვარ უფალი! – ამბობს უფალი ღმერთი, – როდესაც გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს თქვენზე მათ თვალწინ.
24
და გამოგიყვანთ წარმართთაგან და გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.
25
და გასხურებთ წმიდა წყალს, და განიწმიდებით მთელი თქვენი სიბილწისაგან, და ყველა თქვენი კერპისაგან განგწმედთ.
26
და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს მოგცემთ თქვენ, ამოგარიდებთ ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.
27
ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და გავაკეთებ ისე, რომ ჩემი მცნებებით ივლით და ჩემს სამართალს დაიცავთ და შეასრულებთ.
28
და იცხოვრებთ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს მივეცი, და იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი.
29
მე გიხსნით ყველა თქვენი უწმიდურებისაგან, და მოვუხმობ ხორბალს, და გავამრავლებ მას, და არ მოვავლენ თქვენზე შიმშილობას.
30
გავამრავლებ ხეზე ნაბამსა და მინდვრის მოსავალს, რათა აღარ დაითმინოთ შიმშილის სირცხვილი წარმართთა შორის.
31
მაშინ გაიხსენებთ თქვენს ბოროტ გზებს და თქვენს ცუდ საქციელს, და შეგძაგდებათ საკუთარი თავი თქვენი ურჯულოებისა და თქვენი სისაძაგლის გამო.
32
იცოდეთ, რომ თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, – ამბობს უფალი ღმერთი, – გრცხვენოდეთ და გაწითლდით თქვენი გზების გამო, ისრაელის სახლო.
33
ასე ამბობს უფალი ღმერთი: მაშინ, როცა მე განგწმედთ თქვენი ყველა ურჯულოებისაგან და დავასახლებ თქვენს ქალაქებს და აშენდება ნაოხარები,
34
და ეს გაჩანაგებული მიწა, უდაბურად რომ უჩანდა ყოველ ჩამვლელს, მოიხვნება,
35
და იტყვიან: ეს გაუდაბურებული ქვეყანა ედემის ბაღად ქცეულა; და ეს აოხრებული, გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები გამაგრებულია და დასახლებული.
36
და მიხვდებიან წარმართნი, რომლებიც თქვენს ირგვლივ დარჩებიან, რომ მე, უფალმა, აღვადგინე დანგრეული, გავაშენე გაუდაბურებული. მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთე.
37
ასე ამბობს უფალი ღმერთი: კიდევ იმით გამოვავლენ ჩემს წყალობას ისრაელის სახლის მიმართ, რომ ცხვრის ფარასავით გავუმრავლებ ხალხს.
38
როგორც მრავალია სამცხვერპლო ცხვარი იერუსალიმში მის დღესასწაულებზე, ისე აივსება გაუდაბურებული ქალაქები ხალხით, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 37 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48